წმინდა ლეანდრე, სევილიელი მთავარეპისკოპოსი (+ დაახლ. 600) - 01 (14) ნოემბერი
წმინდა ლეანდრე, სევილიელი მთავარეპისკოპოსი (+ დაახლ. 600) - 01 (14) ნოემბერი
წმინდა ლეანდრე ესპანეთის ეკლესიის მასწავლებლად და მოციქულად ითვლება. ის გახლდათ მნიშვნელოვანი ფიგურა ეკლესიის ისტორიაში, ამავდროულად, მისი ძალისხმევით ესპანეთში განმტკიცდა მართლმადიდებლობა, რომელიც არიანელთაგან იდევნებოდა.

ლეანდრე დაიბადა VI საუკუნეში ცნობილ რომაულ ოჯახში, რომელიც იმხანად ესპანეთის ქალაქ კარტახანში ცხოვრობდა. ლეანდრეს ჰყავდა უმცროსი ძმები - ფულგენცი და ისიდორე და ფლორენცინა. ყველა დედ-მამიშვილი მოგვიანებით წმინდანი გახდა მართლმადიდებელი ეკლესიისა. ლეანდრეს ოჯახი სევილიაში გადავიდა საცხოვრებლად. ლეანდრე ბერად აღიკვეცა ერთ-ერთ მონასტერში. მამის გარდაცვალების შემდეგ იძულებული გახდა, ოჯახში დაბრუნებულიყო, უმცროსი და-ძმისთვის რომ ეპატრონა. მოგვიანებით ლეანდრე ისევ დაუბრუნდა მონასტერს.

580 წელს ლეანდრე სევილიის არქიეპისკოპოსად აკურთხეს. მან სევილიაში მართლმადიდებლური რწმენისა და სწავლების განსამტკიცებლად საღვთისმეტყველო სკოლა დააარსა. ეპისკოპოსმა ლეანდრემ გოთთა მეფის, ლუვინგილდის ძე - ერმინინგელდი არიანელთა ერესიდან მართლმადიდებელ სარწმუნოებაზე მოაქცია.

ლუვინგილდი, რომელიც თავგამოდებული არიანელი იყო, გაანაწყენა შვილის საქციელმა და ცდილობდა, მართლმადიდებლობიდან კვლავ არიანელობაში გადმოებირებინა.

ტკბილი სიტყვით ცდილობდა შვილის დაყოლიებას, მაგრამ ყმაწვილი მტკიცედ იდგა თავის სარწმუნოებაზე. მაშინ მამამ დაშინება დაუწყო, ემუქრებოდა ტანჯვა-წამებით, მაგრამ უფლისწული ურყევი იყო, მასზე არ მოქმედებდა არც მამის მუდარა და არც მუქარა.

მეფე თავნება ადამიანი გახლდათ, ვერ იტანდა წინააღმდეგობას. სასტიკად განრისხებულმა შვილს ჯერ სამეფო ტახტი ჩამოართვა, შემდეგ მემკვიდრეობა, მამულები. როდესაც ნახა, რომ ამან ყმაწვილზე არ იმოქმედა, ხელ-ფეხზე ბორკილები დაადო და საპყრობილეში ჩააგდო.

და აი, ახალგაზრდა უფლისწული, რომელსაც ცხოვრება მხოლოდ სიხარულს ჰპირდებოდა, ქრისტეს ერთგულებისათვის, რომლის ღვთაებას არიანელები არ აღიარებენ, ახლა საპყრობილეში იჯდა.

ბრწყინვალე თანატოლების საზოგადოება საზიზღარმა ვირთხების ხროვამ შეცვალა, რომლებიც საპყრობილეში დარბოდნენ, ნადიმების დახვეწილი კერძები და ტკბილი ღვინოები წყალმა და შავმა პურმა.

მიუხედავად ამისა, უფლისწულმა გადაწყვიტა, ბოლომდე მედგრად მდგარიყო და ქრისტესთვის ეჩვენებინა, რომ იგი სიცოცხლეზე მეტად უყვარდა.
ნეტარი ერმინინგელდი, ახალგაზრდობის მიუხედავად, ბრძენი იყო. ამქვეყნიური სამეფოს დაკარგვა არ ადარდებდა, მისი ფიქრი მხოლოდ ზეციური სამეფოსკენ იყო მიპყრობილი. საპყრობილეში ჩაგდებული, ბორკილდადებული იგი ევედრებოდა ყოვლადძლიერ ღმერთს, ტანჯვაში გაეძლიერებინა.
დადგა აღდგომა. მეფემ ერთ-ერთი არიანელი ეპისკოპოსი მოიხმო და ღამით შვილთან საპყრობილეში შეგზავნა, რათა დაეყოლიებინა იგი არიანულ ერეტიკულ ზიარებაზე.

მეფემ შეუთვალა შვილს, თუკი იგი გონს მოეგებოდა, მამობრივი სიყვარულით მიიღებდა მას და დაკარგულ პატივსა და ღირსებას აღუდგენდა. უფლისწულმა კი მამაცურად ამხილა ეპისკოპოსი, გააგდო იგი და უარი თქვა ერეტიკულ ზიარებაზე.

წმინდა ზიარება მან მართლმადიდებელი მღვდლისაგან მიიღო, რომელიც ეპისკოპოსმა ლეანდრემ გამოუგზავნა.

წარუმატებელი მისიის შემდეგ არიანელი ეპისკოპოსი მეფესთან დაბრუნდა. მეფის მრისხანებამ ზღვარს მიაღწია. კბილების ღრჭიალით რამდენიმე ერთგულ მხედართმთავარს დაავალა, უფლისწული საპყრობილეში მოეკლათ. ყმაწვილს ცულით მოჰკვეთეს თავი.

ამ ბოროტმოქმედების ჩადენის შემდეგ მოწამის წმინდა სხეულის ზემოთ ანგელოზთა გალობა გაისმა და გამოჩნდა ანთებული სანთლები. მართლმადიდებლები სიხარულით მადლობდნენ ღმერთს, რომელმაც ასეთი სასწაულით გაუთქვა სახელი მოწამებრივად აღსრულებულ თავის ერთგულ მონას.

შვილის მკვლელი მეფე ძრწოდა საშინელი ბოროტი საქციელის გამო. დარდისაგან დაავადდა. ლუვინგილდი ფიქრობდა, უარეყო არიანობა და მართლმადიდებლურ სარწმუნოებაზე მოქცეულიყო. თუმცა ვერ აღასრულა განზრახვა, რადგან არიანელების შეეშინდა.

სიკვდილის წინ მეფემ იხმო ეპისკოპოსი ლეანდრე, რომელსაც ადრე სდევნიდა. ახლა კი ევედრებოდა, მართლმადიდებლური სწავლებით გაენათლებინა მისი უმცროსი ვაჟი - რეკარედო, ისევე როგორც ადრე ერმინინგელდი.

ლუვინგილდის გარდაცვალების შემდეგ გამეფდა რიჰარდი, რომელმაც ლეანდრეს წყალობით მიიღო მართლმადიდებლობა და მთელი გოთური სამეფო, რომელიც არიანულ ერესში იყო ჩაფლული, მართლმადიდებლობისკენ შემოაბრუნა.

ღირსი ლეანდრე 600 წლის 27 თებერვალს მიიცვალა.

@12428@

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა ამბროსი მედიოლანელი 340 წელს დაიბადა იტალიის ქალაქ ტრირში, სადაც ცხოვრობდნენ მისი მშობლები.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat