წმინდა პეტრე დაიბადა 1749 წლის 1-ლ აპრილს სოფელ ნეგუშში და სიცოცხლის 12 წელი მონაზვნობას მიუძღვნა.
მიტროპოლიტ საბას გარდაცვალების შემდეგ, 1782 წელს, ის ერთდროულად გახდა ჩერნოგორიის მიტროპოლიტი და საერო მმართველი. პეტრემ ცხოვრება საკუთარი ხალხის დაცვასა და ხსნას მიუძღვნა. მან შეძლო ჩერნოგორიაში ქვეყნის შიგნით დაემშვიდებინა და შეერიგებინა მტრად წაკიდებული კლანები, ხოლო ქვეყნის გარეთ ცდილობდა თავისი პატარა სახელმწიფო მტკიცედ მდგარიყო დამპყრობელთა წინაშე.
ის ყველაზე მეტად ცნობილია ნაპოლეონის არმიაზე გამარჯვებით ბოკასა და დალმაციაში. საკუთარი თავისადმი ძალზე მომთხოვნი წმინდა პეტრე სამართლიანი და შემწყნარებელი იყო სხვების მიმართ. თუმცა თავადი იყო, წმინდა პეტრე უბრალო მონაზონივით ცხოვრობდა ვიწრო კელიაში და მკაცრად ასრულებდა ტიპიკონს, რომელიც ეხმარებოდა, ასკეტურად ეცხოვრა.
მიტროპოლიტი პეტრე 1830 წლის 18 ოქტომბერს გარდაიცვალა. მისი სასწაულმოქმედი სხეული უხრწნელად ასვენია ცეტინის მონასტერში.
მიტროპოლიტი პეტრე სერბეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი