ღირსი იოსებ ვოლოცკელი (ერისკაცობაში - იოანე სანინი) 1439 წელს დაიბადა ქალაქ ვოლოკოლამსკის მახლობლად, ღვთისმოსავი ქრისტიანების - იოანესა და მარინეს ოჯახში.
შვიდი წლის ყრმა მშობლებმა ვოლოკოლამსკის ჯვართამაღლების მონასტერში ერთ ღვთისმოსავ ბერს, მამა არსენის მიაბარეს აღსაზრდელად. გონიერმა ყმაწვილმა ერთ წელიწადში ფსალმუნები დაისწავლა, შემდგომ წელს კი – მთლიანად წმინდა წერილი. იგი მონასტრის ტაძრის მედავითნე და მგალობელი გახდა. თანამედროვეებს აოცებდა წმინდანის საკვირველი მეხსიერება: ზეპირად ამბობდა ტიპიკონით გათვალისწინებულ საკითხავებს ფსალმუნთა წიგნიდან, სახარებიდან და სამოციქულოდან.
ოცი წლისამ მონაზვნობა გადაწყვიტა და ბოროვსკში ჩავიდა, 1460 წლის თებერვალში ღირსმა პაფნუტი ბოროვსკელმა იოსების სახელით ბერად აღკვეცა.
წმინდანმა 18 წელი დაჰყო ამ მონასტერში. 1477 წელს, პაფნუტი ბოროვსკელის გარდაცვალების შემდეგ მღვდელმონაზვნად აკურთხეს და წმინდა პაფნუტის ანდერძისამებრ, სავანის წინამძღვრობა მიანდეს. მამა იოსებმა გადაწყვიტა, მონასტრის წეს-განგება კიევ-პეჩორის, სერგის წმინდა სამების და კირილო-ბელოეზერის სავანეთა ტიპიკონების მიხედვით შეესწორებინა და გაემკაცრებინა, რასაც ძმობა უკმაყოფილებით შეხვდა. მაშინ წმინდა იოსებმა შვიდ თანამოაზრე ბერთან ერთად დატოვა მონასტერი და ახალი სავანის და¬საარსებლად ვოლოკოლამსკის ტყეებს მიმართა. მათი აქ ჩასვლა სასწაულით აღინიშნა: უეცრად ამოვარდნილმა ქარიშხალმა ტყე მიმოლეწა - თითქოს სამონასტრო ადგილი მოასუფთავა. ძმები გულმოდგინედ შეუდგნენ მშენებლობას. მათ გვერდიგვერდ იღვწოდა თავად ღირსი იოსებიც. დღისით შრომით დაქანცული ბერი ღამეც არ ისვენებდა და ლოცვებში ატარებდა. მალევე მონასტერში ასამდე ბერმა მოიყარა თავი. ამბა იოსები ცდილობდა, ყველაფერში სამაგალითო ყოფილიყო სულიერი შვილებისათვის. იგი ყველაზე ადრე მიდიოდა ტაძარში, სხვებთან ერთად კითხულობდა და გალობდა, ქადაგებდა, და ბოლოს, უკანასკნელი ტოვებდა იქაურობას.
ღირსი იოსები 1515 წლის 9 ოქტომბერს გარდაიცვალა 76 წლისა.
2001 წლის 31 ოქტობერს (ახალი სტილით) მოხდა აღმოყვანება წმინდა იოსების წმინდა ნაწილებისა.
@1858@
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი