წმინდათა შორის მამანი ჩვენნი, დიდნი მღვდელმთავარნი: ბასილი დიდი, გრიგოლი ღვთისმეტყველი და იოანე ოქროპირი (XI) - 30 (12.02) იანვარი
წმინდათა შორის მამანი ჩვენნი, დიდნი მღვდელმთავარნი: ბასილი დიდი, გრიგოლი ღვთისმეტყველი და იოანე ოქროპირი (XI) - 30 (12.02) იანვარი
კონსტანტინოპოლში დიდხანს მიმდინარეობდა კამათი იმის თაობაზე, თუ ვისთვის მიენიჭებინათ უპირატესობა სამი მღვდელმთავრიდან: ერთნი ბასილი დიდს აყენებდნენ უფრო მაღლა, მეორენი - გრიგოლ ღვთისმეტყველს, სხვები კი - იოანე ოქროპირს.

ამ მიზეზით ქრისტიანებს შორის განხეთქილება წარმოიშვა. 1084 წელს სამივე მღვდელმთავარი ერთად ეჩვენა ევქაიტის მიტროპოლიტ იოანეს და განუცხადეს, რომ თანასწორნი არიან უფლის წინაშე და უბრძანეს, ერთ დღეს დაეწესებინათ მათი ხსენება. ეკლესიამ სამი წმინდანის ხსენების დღედ ძველი სტილით 30 იანვარი (12 თებერვალი) დაადგინა.
........................................

წმინდა ბასილი დიდის, გრიგოლ ღვთისმეტყველის და იოანე ოქროპირის ტროპარ-კონდაკი

ტროპარი
ვითარცა მოციქულთა თანა მოსაგრენი და ყოვლისა სოფლისა მოძღვარნი, მაცხოვარსა ყოველთასა ევედრენით, რაითა მოსცეს სოფელსა მშვიდობა და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა

კონდაკი

სამთა უპირატესთა და უდიდესთა მნათობთა, სამ-მზეობისა ღმრთაებისათა, რომელთა ყოველი სოფელი შარავანდედითა დოღმატთა საღმრთოთა განანათლებს და თაფლთ-მწოლვარითა მდინარითა სიბრძნისათა, ყოველი სოფელი ცნობისა ღვთისა ნაკადულითა მორწყეს, ბასილის დიდსა და ღვთისმეტყველსა გრიგოლის თანა იოანეს ენა ოქროვან წოდებულსა ყოველნი, რომელი სიტყვათა მათთა ტრფიალთ-ვართ, მოვედით თანად და გალობად პატივს ვსცემდეთ მათ, რამეთუ ესენი ყოვლადწმინდასა სამებასა ჩვენთვის მარადის ევედრებიან.

კონდაკი
სამღვდელოთა და საღმრთოთა ხმითა მქადაგებელთა, და მღვდელმთავართა თავთა, უფალო, კეთილთა შენთაგან მიიღეს განსვენება, რამეთუ შრომანი მათნი და სიკვდილი მიითვალენ უფროს ყოველთა მსხვერპლთა და შესაწირავთასა მხოლოთ, რომელმან ადიდენ წმინდანი შენი.



.............................................

ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ:

"ჩვენ თანასწორნი ვართ უფლის წინაშე. შეწყვიტეთ შფოთი და ერთ დღეს დააწესეთ ჩვენი ხსენება"

საუკუნე-მზე ქრისტიანობის ისტორიაში



ბეჭდვა
1კ1