"კარიბჭის" და "მკურნალის" მთავარი რედაქტორი თამარ მამაცაშვილი პასკის საკუთარ რეცეპტს გვიზიარებს და ამ სააღდგომო ტკბილეულის სარგებლიანობაზე გვესაუბრება:
- "კარიბჭის" და "მკურნალის" მკითხველს ვულოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს და ღვთის წყალობას, სიყვარულს, სიხარულს და ჯანმრთელობას ვუსურვებ.
ვიდრე პასკის იმ რეცეპტს შემოგთავაზებთ, რომელიც წლების განმავლობაში მიღებული გამოცდილებით დავხვეწე, მის ინგრედიენტებზე უნდა გითხრათ ორიოდე სიტყვა. სანელებლები, რომლებიც პასკის ცხობისას გამოიყენება, უნიკალურ სიმბიოზს ქმნის ამ ტკბილეულში და მიუხედავად იმისა, რომ ნახშირწყლოვანი საკვები დიეტოლოგიური თვალსაზრისით ნაკლებად სასარგებლოა, სწორედ სანელებელთა ეს კომბინაცია მას ჯანმრთელობისთვისაც სასაგებლოს და საამოს ხდის.
ილი:
ილი ცნობილია სამკურნალო თვისებებით:
ეფექტურია თირკმლებისა და შარდის ბუშტის დაავადებათა პროფილაქტიკისთვის. მისი რეგულარული მიღება აქვეითებს სისხლის წნევას და თირკმლებიდან გამოდევნის კალციუმიან მარილებს.
აუმჯობესებს საჭმლის მონელებას
ებრძვის ანემიას, ასტიმულირებს სისხლის წითელი უჯრედების წარმოქნას
გამოიყენება როგორც ანტისეპტიკური საშუალება, აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება;
ამაღლებს იმუნიტეტს
ხსნის უძილობას, დეპრესიას, ორგანიზმი ტონუსში მოჰყავს.
აღადგენს თმას
მიხაკი:
ხალხურ მედიცინაში არის რეცეპტები, რომლებშიც მიხაკი ანტიალეგიულ საშუალებად არის მოწოდებული, გარდა ამისა იგი აიმჯობესებს განწყობას, აქვს ანტივირუსული და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედებაც.
დარიჩინი:
აღმოსავლეთში ეს სანელებელი ცნობილი ანტიდეპრესანტი გახლავთ. საკმაოდ ფართოდ გამოიყენება როგორც ტკბილეულში, ისე მარილიან კერძებში და ყავასთან ერთადაც.
მუსკატის - იგივე ჯავზის კაკალი:
ხალხური მედიცინა იყენებს ბრონქების ანთებითი დაავდებების სამკურნალოდ, გარდა ამისა ცნობილია, რომ ხსნის სტრესს, აუმჯობესებს გუნება-განწყობას.
ასე რომ, მიირთვით პასკა - ის არა მარტო გემრიელი, ჯანმრთელობისთვის სასრგებლოც არის. თუმცა ზომიერება ყოველთვის საჭიროა.
ახლა კი, დაპირებული პასკის რეცეპტი.
ჩემს ოჯახში უქიშმიშო პასკა უყვართ, ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, თუ რეცეპტში ქიშმიშს ვერ ნახავთ.
ინგრედიენტები:
9 კვერცხი
1 კგ შაქარი
1,25 ლ რძე
300 გრამი კარაქი
120 გრამი მარგარინი
1 ჩ. კ. სოდა ძმრით
4 შეკვრა ვანილი
1 ცალი ლიმონი - კანი წვრილ სახეხზე გახეხეთ და წვენი ჩააწურეთ
დაფქვილი სანელებლები: მუსკატი - 1 ჩ,კ; ილი - 1/2 ჩ.კ; მიხაკი 1/4 ჩ.კ; დარიჩინი - დანის წვერით (ბევრი დარიჩი ძალიან მძაფრ გემოს და სუნს აძლევს პასკას, ამიტომ ზედმეტი არ მოგივიდეთ). ზოგი ყვითელ ყვავილსაც უმატებს, მაგრამ ჩემს რეცეპტში ის არ არის საჭირო.
საფუარი - 5 ს.კ.
ფქვილი - 3 კგ.
კვერცხი და შაქარი კარგად ათქვიფეთ. კარაქი და მარგარინი გაალღვეთ ძალიან დაბალ ცეცხლზე, ისე, რომ არ აადუღოთ. რძე შეათბეთ, ცივი არ შეიძლება, თორემ საფუარი არ აფუვდება (ზოგადად, საფუარი რომ კარგად აფუვდეს ცომის ტემპერატურა უნდა იყოს 37-38 გრადუსი); დაამატეთ ყველა ინგრედიენტი და ნელ-ნელა ურიეთ. სულ ბოლოს შეაზილეთ ფქვილი. კარგად მოზილეთ ცომი. დადგით თავდახურულ ქვაბში და შეფუთეთ ან მოათავსეთ თბილ ადგილას, რომ ამოვიდეს. ამოსული ცომი უნდა ჩაზილოთ მინიმუმ 2-ჯერ. ამის შემდეგ შეგიძლიათ ცომი გადაიტანოთ ფორმებში ისე, რომ ფორმის მესამედი შეივსოს და დააყოვნეთ, ვიდრე 2/3-მდე არ ამოვა და შედგით წინასწარ გაცხელებულ ღუმელში გამოსაცხობად.
შეგიძლიათ გამომცხვარ პასკას მოაყაროთ შაქრის პუდრა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი