ლიმასოლის მიტროპოლიტი ათანასე: სინდისმა არ მომცა უფლება, ხელი მომეწერა ამ დოკუმენტზე
ლიმასოლის მიტროპოლიტი ათანასე: სინდისმა არ მომცა უფლება, ხელი მომეწერა ამ დოკუმენტზე
ლიმასოლის მიტროპოლიტმა ათანასემ ოფიციალურად განაცხადა, რომ კრეტაზე მართლმადიდებელთა მსოფლიო კრებაზე ხელი არ მოუწერია დოკუმენტზე "მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან". სწორედ ამ დოკუმენტმა გამოიწვია ყველაზე მწვავე პოლემიკა კრებამდეც და კრების მსვლელობის დროსაც.

"წარმოიშვა გარკვეული გაუგებრობა ქრისტიანთა შორის იმის შესახებ, მოვაწერე თუ არა ხელი დოკუმენტს "მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან",  - წერს მეუფე ათანასე - "ყველა დაინტერესებულ პირს ვაცნობებ, რომ სინდისმა არ მომცა უფლება, ხელი მომეწერა მისთვის, რადგან არ ვეთანხმები საბოლოო სახით მიღებული დოკუმენტის ტექსტს."


წყარო: რომფეა.გრ


აქვე წაიკითხეთ:
კრებაზე მიღებული ტექსტი: "მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან"

აგრეთვე წაიკითხეთ:
ლიმასოლის მიტროპოლიტი ათანასე: "რომელ ერთიანობაზე ვსაუბრობთ? ყველა, ვინც ეკლესიიდან გავიდა, მწვალებელი და ერეტიკოსია!"
ბეჭდვა
1კ1