ძველი სტილი
3 იანვარი
ოთხშაბათი
ახალი სტილი
16 იანვარი
სულთმოფენობიდან 34-ე, კვირა. ხმა 8.
მსგეფსი მსგეფსი
წმიდისა ექვთიმე ღმრთისკაცისა (თაყაიშვილი, +1953); იოანესი, ჭყონდიდელი მთავარეპისკოპოსისა (XI); ღირსთა: ევაგრესი, შიო მღვიმელის მოწაფისა, და ელია დიაკონისა, იოანე ზედაზნელის მოწაფისა (VI); წინასწარმეტყველისა მალაქიასი (V ს. ქრისტეს შობამდე); მოწამისა გორდისა, რომელი იყო კესარია-კაბადუკიასა (307-323); ღირსისა პეტრე ნიშანშემოსილისა, ატროას მონასტერში მოღვაწისა (IX); ღირსისა აკაკი სასწაულმოქმედისა (IX-X); ღირსისა ამბა მელიტონ მამასახლისისა, საბაწმიდელისა (537); ღირსისა თომაიდასი, ლესბოსის მკვიდრისა (X); ღირსისა ჟენევიევა პარიზელისა (დაახლ. 500).
დღის ლოცვა
წინასწარმეტყველი მალაქიას კონდაკი
იწინასწარმეტყველე შენ ნიჭითა წინასწარმეტყველებისა სიმდიდრისათა და მოგვითხრენ ჩვენ ცხადად მოსლვაი ქრისტესი, სოფლისა მაცხოვრისა, რომლისა ბრწყინვალებითა განათლდა სოფელი.
წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის ტროპარი
საუნჯენი ერისა შენისანი ხელთაგან მტერთაისა განარინენ, და ექსორიობასა შინა ჭირნი მრავალნი დაითმინე, მამულისა სალმობათა მკურნალო, ღმრთისა კაცო ექვთიმე, ევედრე ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
დღის საკითხავები
მოწ.: 2 ტიმ. II, 1-10, 292 დას,  მთ. X, 16-22 (36 დას.)


2 ტიმ. II, 1-10
1. მაშ, გაძლიერდი, შვილო ჩემო, ქრისტე იესოს მადლით,
2. და რაც მრავალი მოწმის თანდასწრესით გსმენია ჩემგან, სარწმუნო ხალხს გადაეცი, რომლებიც შესძლებენ ასწავლონ სხვებსაც.
3. ამიტომ ჩემსავით დაითმინე ჭირი, როგორც ქრისტე იესოს კეთილმა მეომარმა.
4. არც ერთი მეომარი არ შეიკრავს ხელ-ფეხს ცხოვრებისეული საქმით, რათა თავი მოაწონოს მხედართმთავარს.
5. ხოლო ვინც ომობს, ვერ გახდება გვირგვინის ღირსი, თუკი არასჯულიერად ომობს.
6. მიწის მუშაკმა ყველაზე უმალ უნდა იგემოს ნაყოფი.
7. დაუფიქრდი ჩემს ნათქვამს, რადგანაც ღმერთი მოგცემს ყველაფრის გაგების უნარს.
8. გახსოვდეს იესო ქრისტე, დავითის თესლისაგან, მკვდრეთით აღმდგარი, ჩემი სახარების მიხედვით.
9. ვისთვისაც ვევნები თვით ბორკილებამდე, როგორც ბოროტმოქმედი, მაგრამ ღვთის სიტყვას ვერ დაადებ ბორკილს.
10. ამიტომ ყველაფერს ვითმენ რჩეულთათვის, რომ მათაც ჰპოვონ ხსნა ქრისტე იესოში საუკუნო დიდებით.


მთ. X, 16-22
16. აჰა, მე გგზავნით თქვენ როგორც ცხვრებს მგლების ხროვაში; მაშ, იყავით გონიერნი, როგორც გველები, და უმანკონი, როგორც მტრედები.
17. ეკრძალეთ ადამიანებს, ვინაიდან ისინი მიგცემენ სამართალში და თავიანთ სინაგოგებში მათრახით გცემენ თქვენ.
18. და მიგიყვანენ ჩემს გამო მთავრებისა და მეფეების წინაშე, მათთვის და წარმართთათვის სამოწმებლად.
19. ხოლო როდესაც გაგცემენ, ნუ იზრუნებთ, როგორ ვთქვათ, ანდა რა ვთქვათო; ვინაიდან თავად მოგეცემათ მაშინ სათქმელი.
20. რადგან თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ სული თქვენი მამისა ილაპარაკებს თქვენში.
21. და გასცემს ძმა სასიკვდილოდ ძმას, და მამა - შვილს; შვილები აღდგებიან მშობლების წინააღმდეგ და დახოცავენ მათ.
22. და მოგიძულებთ ყველა ჩემი სახელის გამო; ხოლო ვინც ბოლომდე დაითმენს, იგი ცხონდება.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ბერ-მონაზონთა მეორე სახარება
"კლემაქსი" ანუ "კიბე" - მიწაზე არსებული სულიერი საუნჯე, რომელშიც დაუნჯებული და თავმოყრილია საღვთო ნიჭთა მშვენიერება და სისავსე.
1კ1

istanbul evden eve nakliyat fabrika taşımacılığı eşya depolama ofis taşıma bostancı nakliyat skdar nakliyat ehirler aras nakliyat ehirler aras nakliyat cretleri ehirler aras nakliyat transfernakliyat.com.tr eya depolama sex shop

restbet restbet tv restbet giriş restbet restbet güncel restbet giriş restbet restbet giriş restizle betpas betpas giriş pasizle betpas betpas giriş pasizle iskambil oyunları rulet nasıl oynanır blackjack nasıl oynanır guvencehd.org heceder.org trke casino 30 tl deneme bonusu tahincioglunakliyat.com.tr aviator oyunu betexper Deneme bonusu veren siteler heceder.org pdf indir casino siteleri casino siteleri deneme bonusu veren siteler deneme bonusu slot siteleri pdf indir ingilizce trke eviri lyrics translate video shell alfa shell eya depolama depolama saryer evden eve nakliyat evden eve nakliyat

idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper slot siteleri