კრება მანგლისის ჯვარისა. ღირსთა: ზაბულონისა და სოსანასი, ნინო მოციქულთა სწორის მშობელთა (IV); მოწამეთა: თალალესი, ალექსანდრესი და ასტერისა (დაახლ. 284); მოწამისა ასკალონისა (დაახლ. 287); აღმოყვანება წმიდათა ნაწილთა ალექსი მოსკოველისა (1431).
დღის ლოცვა
მოწამეთა: თალალეს, ალექსანდრეს და ასტერიოსის კონდაკი:
მოწამეთა თანა ვნებულად გამოსჩნდი და იქმენ მხედარ ჭურვილად მეუფისა დიდისა განცდით, და სატანჯველითა სილაღე იგი კერპმსახურებისა დასთრგუნე; ამისთვისცა უგალობთ პატიოსანსა ხსენებასა შენსა, ბრძენო თალალე.