ყოვლადქებული მოციქულის ანდრია პირველწოდებულისა - საქართველოში ქრისტეს პირველმქადაგებლისა. 300-თა მხედართა, მღვდელთა და ყოველთა მართლმადიდებელთა ლაზთა მოწამეთა, ქრისტეს სარწმუნოებისა და საქართველოსთვის დუდიკვათსა და პაპათში (დღევანდელი თურქეთი) მუსლიმთაგან მოწყვეტილთა (XVII-XVIII); ცხრათა კვიზიკელთა მოწამეთა: თეოგნიდესი, რუფესი, ანტიპატრესი, თეოსტიქესი, არტემისა, მაგნესი, თეოდოტესი, თავმასისა და ფილიმონისა (286-299); ღირსისა მემნონ სასწაულმოქმედისა; მოწამეთა: დიოდორესი და როდოპიანე დიაკონისა (284-305); ვასილისა, ზახოლმსკელი ეპისკოპოსისა (სერბ.) (XVI); მოწამისა იოანე ვალაქიელისა (რუმინ.).
დღის ლოცვა
ყოვლადქებული მოციქულის ანდრია პირველწოდებულისა - საქართველოში ქრისტეს პირველმქადაგებლისა
ტროპარი: ანდრია მოციქული ვადიდოთ, რომელმან მოგვისვენა ხატი ყოვლადწმიდისა და მით მოგვაქცივნა წარმართნი თაყუანისცემად მამისა და ძისა და სულისა წმიდისა.
ტროპარი: ვითარცა მოციქულთა უპირატეს წოდებული და ძმა უაღრესისა მათისა, თუ მეუფესა ყოველთასა ევედრე, ანდრია, რაითა სოფელსა მშვიდობაი მოანიჭოს და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი.
კონდაკი: სიმხნისა სეხნასა ღმრთისმეტყუელსა და შემდგომობით ეკლესიისა მწვერვალსა პეტრეს თანა შობილსა შევასხმიდეთ, რამეთუ ვითარ იგი ძველად მას, აწ ჩუენცა გვიღაღადა: მოვედით, გვიპოვნიეს სასურველი.