ქალწულმოწამისა აღათია სიცილიელისა (251); პოლიევქტოსი, კონსტანტინოპოლელი პატრიარქისა (970); თეოდოსისა, ჩერნიგოველი მთავარეპისკოპოსისა (1696); ღირსისა თეოდოსი ანტიოქიელისა (დაახლ. 412); მღვდელმოწამისა აბრაჰამ სპარსისა, რომელი იყო ეპისკოპოსი არაბიელ ქალაქით; ღირსისა პოლიევქტოსი, კონსტანტინოპოლელი პატრიარქისა (970); ახალმოწამისა ანტონი ათენელისა (1774); კრება ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატისა `დაკარგულთა მოძიება~; ღირსისა საბა სიცილიელისა (X).
დღის ლოცვა
მოწამე აღათიას კონდაკი:
განბრწყინდი დღეს, ეკლესიაო, პორფირითა მით დიდებულითა პატიოსანთა მათ სისხლთაგან ღებულითა აღათია მოწამისათა და ღაღადებდ: გიხაროდენ, კატანის სიქადულო.