ღირსისა მარტინიანე პალესტინელისა (V); ღირსისა ევლოგისა, ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსისა (607); ღირსისა სტეფანესი, ბერობაში სვიმეონისა, სერბეთის მეფისა, მირონმდინარისა (1200); მოციქულთა და მოწამეთა: აკვილასი და პრისკილასი (41-51); წმიდათა მოწამეთა მამისა და ძისა, ჯვარცმით აღსრულებულთა.
დღის ლოცვა
ღირსი მარტინიანეს
ტროპარი: ალი მაცთურისა და საბრხენი მისნი ცრემლითა შენითა დაშრიტენ, სანატრელო, და ზღვისა ღელვანი და მხეცთა ზახებანი დააყუდენ, და ესრეთ ღაღადებდ უფლისა მიმართ: უფროისად დიდებულ ხარ შენ, ყოვლადძლიერო ღმერთო, რომელმან ცეცხლისა და მახვილისაგან მიხსენ მე.
კონდაკი: ვითარცა ღმრთისმსახურებისა გამოცდილსა მოღუაწესა და ვნებათა აღმრჩეველსა პატიოსანსა, და უდაბნოსა ცხორებისა დამამკვიდრებელსა, ღირსად გალობით ვაქებდეთ მარტინიანეს, მარადის სანატრელსა, რამეთუ მან გველი დასთრგუნა.