ღირსისა იოვანე ჭიმჭიმელისა, ფილოსოფოსისა (XIII); მღვდელმოწამისა ხარლამპი სასწაულთმოქმედისა და მისთანა მოწამეთა: პორფირისა, ბაპტოსისა და სამთა დედათა (202); ქალწულმოწამეთა: ენათასი, ვალენტინასი და პავლასი (308); ღირსისა ზენონ მალემსრბოლისა, კესარია-კაპადოკიელისა (V); ანასტასი იერუსალიმელი პატრიარქისა (VIII).
დღის ლოცვა
მღვდელმოწამე ხარალამპის და მისთანა მოწამეთა: პორფირის, ბაპტოსისა და სამთა დედათა კონდაკი:
აღუსებულ იქმენ მადლითა დიდებულისა მღდელობისათა და ეკლესია ბრწყინვალედ შეამკვე საღმრთოთა მით ვნებითა შენითა, რომელნიცა ქრისტესათვის თავს იდევ მხნედ მოხარულმან, ხარლამპი, პატიოსანო მნათობო ყოვლისა სოფლისაო, და განანათლენ კიდენი ქუეყანისანი, ვითარცა უძლეველმან.