კეთილმსახურისა მეფისა სოლომონ II-ისა, სამშობლოსათვის თავდადებულისა (1815); ღირსისა პართენი ლამფსაკიელი ეპისკოპოსისა (IV); ღირსისა ლუკა ელადელისა (დაახლ. 946); 1003-თა ნიკომიდიელ მოწამეთა (303); აპრიონოს კვიპრელი ეპისკოპოსისა; მოწამისა თეოპემპტოსი და მისთანათა; 6-თა მოწამეთა ფრიგიელთა; ღირსისა პეტრესი, მინოვატელისა; მოწამისა აღათანგელოზისა დამასკოში (სირია) (III); მოწამისა ავდატესისა ფრიგიაში (IV); ღირსისა ლუკა სტირიოსელისა (953); ახალმოწამისა გიორგი კრეტელისა (1867).
დღის ლოცვა
ღირსი პართენიოსის, ლამფსაკიელი ეპისკოპოსის კონდაკი:
საღმრთო იგი მადლი სასწაულთა მოიღე შენ, ღმრთივგანბრძნობილო სანატრელო პართენი, და საკვირველმოქმედად გამოსჩნდი, ღმერთშემოსილო მამაო, და ყოველთა მორწმუნეთა კაცთა ვნებათა განსწმედ, და სულთა უკეთურთა იოტებ; ამისთვის გიგალობთ შენ, ვითარცა დიდსა მესაიდუმლესა ღმრთისა მადლისასა.