ღირსისა ევაგრესი, ციხედიდის მთავარყოფილისა, ღირსისა შიო მღვიმელის თანამოღვაწისა (VI); ღირსისა ისიდორე პელუსიელისა (დაახლ. 436-440); მღვდელმოწამისა აბრაამისა, არვილელი ეპისკოპოსისა (დაახლ. 344-347); ღირსისა ნიკოლოზ აღმსარებელისა, სტუდიელი იღუმენისა (868); ღირსისა იოანესი, ირინოპოლელი ეპისკოპოსისა (კილიკია) (IV); მოწამისა თეოქტისტესი; ღირსისა იასიმოს სასწაულმოქმედისა; მოწამისა იოსებ ხალეპელისა (1686).
დღის ლოცვა
ღირსისა ისიდორე პელუსიელის კონდაკი:
მეორედ მთიებად გპოვა შენ ეკლესიამან, ყოვლადდიდებულო, და სიტყუათა შენთა ელვითა განათლებული ღაღადებს შენდა მომართ: გიხაროდენ, ყოვლადსანატრელო და ღმრთივგანბრძნობილო ისიდორე.