კრება მსოფლიოთა მოძღვართა და დიდთა მღვდელმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლ ღმრთისმეტყველისა და იოანე ოქროპირისა (XI); მღვდელმოწამისა იპოლიტესი, რომის პაპისა; და მისთანა მოწამეთა: კენსორინესი, საბინესი, ქრისია ქალწულისა და სხვათა ოცთა მოწამეთა: ფელიქსისა, მაქსიმესი, ჰერკულიოსისა, ვენერიოსისა, სტირაკიოსისა, მინასი, კომოდოსისა, ჰერმისა, მავროსისა, ევსებისა, რუსტიკიოსისა, მონაგრიოსისა, ამანდინოსისა, ოლიმპიოსისა, კვიპროსისა, თეოდორე ტრიბუნისა, მაქსიმე ხუცისა, არქელაოს დიაკონისა, კვირიაკე ეპისკოპოსისა და მაქსიმესი სხვა ხუცისა (III); მოწამისა თეოფილე ახლისა (780-802); კეთილმსახურისა პეტრესი, ბულგარეთის მეფისა (967); მღვდელმოწამისა ვარსიმე ედესელი ეპისკოპოსისა, აღმსარებელისა (114); ახალმოწამისა თეოდორე მიტილენელისა, ათონელისა (1784); დიდმოწამე გიორგის მიერ კუნძულ ზაკინთოსზე მოხდენილი სასწაულისა (XVII); კუნძულ ტინოსზე ევანგელისტრიას ("კეთილმაუწყებელი") წმიდა ხატის პოვნისა (1823).
დღის ლოცვა
დიდთა მღვდელმთავართა ბასილი დიდისა, გრიგოლ ღვთისმეტყველისა და იოანე ოქროპირისა
ტროპარი: ვითარცა მოციქულთა თანა მოსაგრენი და ყოვლისა სოფლისა მოძღვარნი, მაცხოვარსა ყოველთასა ევედრენით, რაითა მოსცეს სოფელსა მშვიდობა და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა.
კონდაკი: სამთა უპირატესთა და უდიდესთა მნათობთა სამ-მზეობისა ღმრთაებისათა, რომელთა ყოველი სოფელი შარავანდედითა დოღმატთა საღმრთოთა განანათლეს და თაფლ-მწოლვარითა მდინარითა სიბრძნისათა ყოველი სოფელი ცნობისა ღმრთისა ნაკადულითა მორწყეს, ბასილის დიდსა და ღმრთისმეტყველსა გრიგოლის თანა იოანეს ენა ოქროვან წოდებულსა ყოველნი, რომელნი სიტყვათა მათთა ტრფიალ-ვართ, მოვედით თანად და გალობად პატივს ვსცემდეთ მათ, რამეთუ ესენი ყოვლადწმიდასა სამებასა ჩვენთვის მარადის ევედრებიან.
კონდაკი: სამღვდელოთა და საღმრთოთა ხმითა მქადაგებელთა, და მღვდელმთავართა თავთა, უფალო, კეთილთა შენთაგან მიიღეს განსვენება, რამეთუ შრომანი მათნი და სიკვდილნი მიითვალენ უფროს ყოველთა მსხვერპლთა და შესაწირავთასა მხოლოთ, რომელმან ადიდენ წმიდანი შენნი.