აღმოყვანება წმიდათა ნაწილთა მღვდელმოწამისა ეგნატე ღმერთშემოსილისა (107); მოწამისა მეფისა აშოტ დიდისა, კურაპალატისა, არტანუჯის ტაძარში წამებულისა (829); მოწამეთა: რომანოზისა, იაკობისა, ფილოთეოზისა, იპერიქისა, აბიბოსი, ივლიანესი და პარიგორისა, სამოსატს აღსრულებულთა (297); მოწამეთა: სილოვანე ეპისკოპოსისა, ლუკა დიაკონისა და მოკი წიგნისმკითხველისა (III); მოწამეთა: ზარბილისი და დისა მისისა ვევეასი, ედესას წამებულთა (II); ღირსისა აკეფსიმესი (IV); პატიოსნისა ჯვარისა, რომელი ეჩვენა ზეცით კონსტანტინე მეფესა დანობსა ზედა (IV); ღირსისა აფრაატისა (364-378); მოწამისა დიმიტრი ქიოსელისა (1802); მოწამისა ქრისესი (41-54); მღვდელმოწამისა კონსტანტისა (161-180); მოწამეთა პაპისა და მავრესი (284-305); მოწამისა საბინიანესი (270-275); მღვდელმოწამისა აკვილინე ხუცისა; წმიდისა გილდი ბრძენისა, ბრიტანელი იღუმენისა (570); ღირსისა ეგნატე სინელისა, რეთიმნელისა.
დღის ლოცვა
აღმოყვანება ნაწილთა მღვდელმოწამისა ეგნატე ღმერთშემოსილისა
კონდაკი: დღეს აღმობრწყინდი აღმოსავალით და სწავლითა შენითა ყოველი სოფელი განანათლე, ხოლო წამებითა განშუენდი, ღმერთშემოსილო წმიდაო ეგნატე.