ღირსი დომნინა (+450-460 წლები) სირიის ქალაქ კირში მდიდარი და ღვთისმოყვარე ქრისტიანთა იჯახში დაიბადა.
საიმდროოდ იქაურ საეპისკოპოსო კათედრას ნეტარი თეოდორიტე განაგებდა.
წმინდა დედა, რომელსაც ყრმობითვე შეეტკბო მაცხოვარი, ცდილობდა, ღვთივსათნოდ ეცხოვრა, მშობელთა ბაღში ისლით დახურული ქოხი აიშენა და დღესა და ღამეს ლოცვასა და სინანულის ცრემლთა ღვრაში განლევდა.
ამ ცრემლით ამოეწვა მარხვით ფერმიხდილი სახე და დაელტო უხეში ქსოვილისგან ნაკერი, უბრალო კაბა.
მამლის ყივილისთანავე მიდიოდა მეზობელ სოფელში ტაძარში და თვლიდა, რომ ლოცვისთვის ღვთის საყდარზე უკეთესი ადგილი არ არსებობდა, ხსენებულ ტაძარს ყოველმხრივ შეეწეოდა და მშობლები და ძმაც დაარწმუნა, იქაურობისთვის უხვი წყალობა მიეგოთ.
ღირსი დედა საზრდელად წყალში დამბალ ოსპს იღებდა, ტაძარში, ლოცვად დამდგარი კი სახეს უხეში ქსოვილით ისე იბურავდა, სხვათა თანდასწრებით, ფარული ცრემლთაღვრა რომ შეძლებოდა, შემდგომ მისი ცხოვრების აღმწერლის, ღირსი თეოდორიტეს ხელს კრძალვით ემთხვეოდა, თვალებზე მიიახლებდა, რომელიც მის ცრემლთაგან მთლად სველდებოდა... ეს ცრემლი, თეოდორიტესვე დამოწმებით, ღვთისადმი უსაზღვრო სიყვარულის ნაყოფი გახლდათ, ხმა კი ძალზე გულშიჩა-მწვდომი ჰქონდა.
წმინდანი კაცთმოყვარეობით და მრავალი სხვა დიდი ღირსებითაც შეემკო უფალს, განსაკუთრებით, წმინდა მოღვაწეთ შეეწეოდა, იმ მიდამოში უხვად რომ იღვწოდნენ.
წმინდა დომნინა დაახლოებით 450-460 წლებში მიიცვალა. შეგვეწიოს მისი მადლიანი ლოცვა!
ხატის წყარო
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი