ღირსი გერასიმე XVIII საუკუნეში მოღვაწეობდა. ის პელოპონესში, სოფელ ლეონდარში დაიბადა.
რვა წლისა სასწავლებლად მიაბარეს. ის სწრაფად ჩასწვდა წმინდა წერილის სიბრძნეს და როცა შესაფერი ასაკი მოუვიდა, მღვდლად ხელი დაასხეს. შემდგ წმინდა გერასიმე მოსალოცად წმინდა მიწაზე წავიდა.
სამშობლოში დაბრუნებული გულმოდგინედ შეუდგა მარხვას, მღვიძარებას და ლოცვას. ის დადიოდა ქალაქებსა და სოფლებში და თურქებისგან დამონებულ ბერძნებს სინანულისკენ მოუწოდებდა. ერთხელ ის ვოლოსის სიახლოვეს, წმინდა დიონისე ოლიმპიელის (23 იანვარი) დაარსებულ სურვიას წმინდა სამების მონასტერში შეჩერდა. წმინდა გერასიმეს მოეწონა ამ ადგილის მყუდროება და გადაწყვიტა დასახლებულიყო აქ და მონასტერი აღედგინა.
უფალმა ის სასწაულმოქმედების მადლით დააჯილდოვა და მან მრავალი სასწაული მოუხდინა ადგილობრივ მოსახლეობას, რომლებიც ხშირად დადიოდნენ ღირს გერასიმესთან და დიდ ნუგეშს იღებდნენ მისგან. ის ხშირად მიდიოდა ვალესტინონში და ეკლესიაში სიახლოვეს მდებარე კელიაში იღებდა აღსარებებს.
ერთხელ რაღაცაზე დატუქსა ადგილობრივი მღვდლები, მათ კი პასუხად ჭორი გაუვრცელეს, თუმცა მრევლის დიდი ნაწილი ძალზე მიეჯაჭვა მას და სურდათ, ღირსი გერასიმე მათთან დარჩენილიყო. ამ დროს უფალმა გაუმხილა ღირს მამას აღსასრულის მოახლოება. ამიტომ მან სურვიას მონასტრის იღუმენს სთხოვა დახმარებოდა ვალესტინონის ჩუმად დატოვებაში.
როცა ღირსი მამის თავის მონასტერში დაბრუნება შეიტყვეს, ვალესტინონელები მივიდნენ მასთან და წყენისთვის შენდობა სთხოვეს. ღირსმა გერასიმემ შეუნდო მათ, მერე კი მოუხმო მონაზვნებს, უკანასაკნელად დამოძღვრა ისინი და 1740 წლის 14 სექტემბერს სული თვისი ჩააბარა უფალს.
როცა ღირსი გერასიმეს წმინდა ნაწილები მოიპოვეს, მათ გარშემო საკვირველი კეთილსურნელება დატრიალდა და მას შემდეგ უამრავი სასწაული აღესრულება. წმინდანს პატივს მიაგებს საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესია და 14 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულის გამო მისი ხსენება 15 სექტემბერს გადაიტანეს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი