ღირსი ნიკოდიმოს მთაწმინდელი (+1809) - 14 ივლისი (27 ივლისი)
ღირსი ნიკოდიმოს მთაწმინდელი (+1809) - 14 ივლისი (27 ივლისი)
წმინდა ნიკოდიმოსი დაიბადა 1749 წელს, კიკლედების არქიპელაგის კუნძულ ნაქსოსზე. მომავალი წმინდანის მშობლები პატიოსანი და ღვთისმოშიში ხალხი იყო, მათ ვაჟი მონათლეს და სახელად ნიკოლოზი უწოდეს. როცა ბავშვი მოიზარდა, წერა-კითხვის სასწავლებლად სოფლის მღვდელს მიაბარეს. სხვა ბავშვებისგან განსხვავებით ნიკოლოზი ბალღურ თამაშს გაურბოდა და მუდმივად წიგნს კითხულობდა. უფალმა ის ცინცხალი გონებით და გამორჩეული მახსოვრობით დააჯილდოვა, ის ერთელ წაკითხულს მაშინვე იმახსოვრებდა და უშეცდომოდ იმეორებდა, როცა სჭირდებოდა.

16 წლის ნიკოლოზი სმირნაში, ევანგელურ სკოლაში დიდასკალ იეროთეოს დენრინოსს მიაბარეს. ის იქ თავისი კეთილი ზნის გამო, ძალიან შეიყვარეს როგორც მასწავლებელმა, ისე თანასკოლელებმა. საერო მეცნიერებებისა და სხვადასხვა სულიერი დისციპლინების გარდა, იგი სრულყოფილად დაეუფლა ბერძნულ ენას. ამან კი შემდგომში შესაძლებლობა მისცა, აღესრულებინა ღვთისგან მისთვის გამზადებული მისია: მტრისგან დამონებული მართლმადიდებელი ბერძნებისთვის ხელმისაწვდომი გაეხადა საეკლესიო გარდამოცემის საგანძური.

სმირნაში ოთხი წლის სწავლების შემდეგ თურქებმა რუსეთთან ომის მერე ადგილობრივი ბერძნები ამოწყვიტეს და გრიგოლი იძულებული გახდა, სამშობლოში, კუნძულ ნაქსოსზე დაბრუნებულიყო. აქ ის შეხვდა ათონიდან კოლივადთა დავის გამო გამოდევნილ ბერებს - გრიგოლის, ნიფონტსა და არსენს. მათ მასში გააღვიძეს მონაზვნობისადმი სწრაფვა და ასწავლეს ასკეზის და შინაგანი ლოცვის საფუძვლები. ჭაბუკმა მათგან შეიტყო, რომ კუნძულ ჰიდრაზე ცხოვრობდა ვინმე კაცი სანთოებებით გამორჩეული, წმინდა მამათა მოძღვრებათა მცოდნე -კორინთის მიტროპოლიტი წმინდა მაკარი (17 აპრილი). ნიკოლოზი ჰიდრზე ჩავიდა და მეუფე მაკარის სახით თანამოაზრე იპოვა. იქ ნიკოლოზმა ასევე გაიცნო ცნობილი განდეგილი მამა სილვესტერ კესარიელი, რომელიც ქალაქიდან შორიახლოს მდებარე გან-მარტოებულ კელიაში ცხოვრობდა. მოსაგრე ისე აღმატებული სიხარულით საუბრობდა განდეგილის ცხოვრებაზე, რომ ნიკოლოზმა გადაწყვიტა, აღარ გადაედო და ქრისტეს მსუბუქი და უტკბილესი უღელი ეტვირთა. წმინდა სილვესტერმა მას სარეკომენდაციო წერილი გაატანა და ნიკოლოზი ათონის წმინდა მთაზე გაემგზავრა (1775). თავიდან წმინდა დიონისეს მონასტერში მოეწყო, სადაც აღიკვეცა კიდეც მონაზვნად ნიკოდიმოსის სახელით. ახალგაზრდა მონაზონი მდივნად და წიგნის მკითხველად დაადგინეს. ის მალევე სამაგალითო გახდა ძმებისთვის, როგორც მორჩილებაში, რომელსაც ის უდრტვინველად და თავმდაბლობით აღასრულებდა, ასევე გულმოდგინე ლოცვითა და თავშეკავებით. ყოველდღიურად ის ივიწყებდა მას, რაც უკან დარჩა და რაც წინ უძევდა მისკენ მიილტვოდა (შდრ. ფილიპელთა. 3.13). ცდილობდა ხორცი სულისთვის დაემორჩილებინა და ამგვარად მომზადებულიყო სულიერი ბრძოლისთვის, როცა ის დაეყუდებოდა.

ორი წლის შემდეგ მთაწმინდას ესტუმრა წმინდა მაკარი კორინთელი და მან წმინდა ნიკოდიმოსს "სათნოებათმოყვარეობის" -ლოცვასა და სულიერ ცხოვრებაზე მართლმადიდებლური ენციკლოპედიის რედაქტირება და გამოსაცემად მომზადება დაავალა. ახალგაზრდა მონაზონი კარეიესის კელიაში განმარტოვდა ამ დავალების შესასრულებლად, რომელიც ისიქაზმის გამოცდილ მასწავლებლების შესაფერისი იყო და სულის მეცნიერების ღრმა ცოდნა სჭირდებოდა. ის იმავდროულად მუშაობდა "ევერგეტინზე" (ეს არის ასკეტური ტექსტების ვრცელი კრებული, გამონათქვამები და ეპიზოდები წმინდანთა ცხოვრებიდან, რომლებიც თემატურად დააჯგუფა და შეადგინა XII საუკუნეში მამა პავლემ, კონსტანტინოპოლში ევერგეტინის მონასტრის დამაარსებელმა) და "ხშირ (მოუკლებელ) ზიარებაზე", ამ ტრაქტატის პირველი ანონიმური ვერსია დაწერა წმინდა ნეოფიტე კავსოკალიველმა დაახლოებით 1772 წელს. შემდეგ წმინდა მაკარი კორინთელმა 1777 წელს ტრაქტატს რედაქტირება ჩაუტარა, ხოლო წმინდა ნიკოდიმოსმა შეავსო ის მრავალრიცხოვანი შენიშვნებით წმინდა მამათა ნაწერებიდან და ამ სახით გამოიცა პირველად 1783 წელს, ავტორის მიუთითებლად. წმინდა ნიკოდიმოსმა დაასრულა "სათნოებათმოყვარეობა" და დიონისეს მონასტერში დაბრუნდა.

ის ხშირად სტუმრობდა ისიქასტ მამებს, და ასევე გულმოდგინედ ლოცულობდა იესოს ლოცვას, მალე სრული განმარტოების სურვილი გაუჩნდა. ნიკოდიმოსმა შეიტყო ღირსი პაისი ველიჩკოვსკის შესახებ (ხს. 15 ნოემბერს), რომელიც ათასობით მონაზონს გონების გულში ჩაყვანას ასწავლიდა. ღირსი ნიკოდიმოსი ღირს პაისისთან გაემგზავრა, მაგრამ საღმრთო განგებულებით ქარიშხალმა შეაჩერა და ათონის მთაზე დაბრუნდა. სურდა რა თავი ლოცვასა და მყუდროებისთვის მიეძღვნა, დიონისეს მონასტერში, კარეიესის სიახლოვეს განმარტოებულ კელიაში დასახლდა. შემდეგ კი პანტოკრატორის მონასტერს დაქვემდებარებულ კაპსალის სკიტში, წმინდა ათანასეს სახელობის კელიაში დასახლდა და იქ წიგნების გადაწერითა და გაყიდვით ირჩენდა თავს. დღედაღამ მოუკლებლად ლოცულობდა, წმინდა მამათა ნაწერებს შეისწავლიდა და სულიერი კიბის საფეხურებზე ადიოდა.
შემდეგ წმინდა მამა არსენი პელოპონესელი, რომელსაც ღირსი ნიკოდიმოსი ჯერ კიდევ კუნძულ ნაქსოსიდან იცნობდა, ათონზე დაბრუნდა და სკიტში დასახლდა. ნიკოდიმოსმა ნებაყოფლობით უარი თქვა დაყუდებულ ცხოვრებაზე, რათა ღირს არსენს დამოწაფებოდა. მათ ახალი კელიის მშენებლობა დაასრულეს, მაგრამ რადგანაც სტუმრები მუდმივად ურღვევდნენ სიმშვიდეს, გადაწყვიტეს კუნძულ სკიროსზე, ერთ უდაბურ, უწყლო ადგილას დასახლებულიყვნენ (1782), რომელიც კუნძულ ევბეის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობდა. მაგრამ კუნძულზე ცხოვრება ძალზე გაუჭირდათ და ღირსი არსენი სხვა ადგილას წავიდა, ხოლო წმინდა ნიკოდიმოსი იქ მარტო დარჩა.

სწორედ აქ, წმინდა ნიკოდიმოსმა თავისი ბიძაშვილის, ევროპოსის ეპისკოპოსის, იეროთეოსის თხოვნით დაწერა "სამოძღვრებელი სახელმძღვანელო". ეს არაჩვეულებრივი წიგნი ეხება გონებისა და გრძნობის დამარხვას და გონებისმიერ მუშაკობას. იგი საუკეთესო თხზულებაა, რომელიც უშუალოდ წმინდა ნიკოდიმოსმა დაწერა. მისი ავტორი მაშინ 32 წლის იყო, მას ამ წიგნის დაწერისას, სხვა წიგნები არ გამოუყენებია და მისი წყარო მხოლოდ და მხოლოდ მისივე გასაოცარი მახსოვრობა და ღმერთთან მუდმივი ურთიერთობა იყო. ამ წიგნში მან მოკლედ გადმოსცა წმინდა მამათა სწავლება სულიერ ცხოვრებაზე. იგი წერს იმაზე, თუ როგორ უნდა დაიხსნა გონება გრძნობადი სიამოვნების ტყვეობისაგან და შინაგანი ლოცვის დახმარებით მას საშუალება მისცე აღიწიოს ჭვრეტის სულიერ სიხარულისკენ.

ამ უდაბურ კუნძულზე ყოფნისას წმინდა ნიკოდიმოსს მოუხდა ეშმაკთა შემოტევების მოგერიება, რომლებიც ცდილობდნენ მის იმ ადგილიდან გაძევებას. წმინდა ნიკოდიმოსი ბავშვობაში ისეთი მშიშარა იყო, რომ დახურულ კარში ვერ იძინებდა, ახლა კი არაწმინდა სულები მის სარკმელთან ჩურჩულებდნენ, და ის წიგნიდან თავს მხოლოდ იმიტომ აწე¬ვდა, რომ დაეცინა ეშმაკთა უძლურ ოინებზე.

სკიროსზე წმინდა ნიკოდიმოსმა ერთი წელი დაყო, შემდეგ ათონზე დაბრუნდა, დიდი სქემა შეიმოსა და კაპსალაში, წმინდა თეონას კელიაში დასახლდა. ის დათანხმდა მოწაფედ აეყვანა მამა იეროთეოსი და დიდი გულმოდგინებით შეუდგა წიგნებზე მუშაობას და მის გარშემო დასახლებული ძმების დამოძღვრას.

მალე ათონზე კვლავ ჩამოვიდა მაკარი კორინთელი და ღირს ნიკოდიმოსს დაავალა წმინდა სვიმეონ ახალი ღვთის-მეტყველის შრომათა სრული კრებულის თარგმანის მომზადება. ამ წიგნის შესავალში წმინდა ნიკოდიმოსი აზუსტებს, რომ ამგვარი ნაშრომი არა მხოლოდ მონაზვნებს სჭირდებათ, არამედ ერისკაცებსაც, რომლებიც სახარებისეული სრულყოფილებისკენ ისწრაფიან. შემდეგ წმინდა ნიკოდიმოსმა შეადგინა "აღსარების სახელმძღვანელო". სხვა ლიტურგიკული ტექსტების გარდა მან იმ დროს ორი თხზულებაც გამოაქვეყნა, რომლებიც ადაპტირებული ვერსიებია ცნობილი დასავლური ნაწარმოებებისა: ლორენცო სკუპოლის (1589) "უხილავი ბრძოლა" და "სულიერი მუშაკობა". ეს უბრალო თარგმანი არ არის, ისინი წმინდა მოსაგრემ ღრმად გადაამუშავა და შეავსო სინანულზე, მოსაგრეობასა და იესოს ლოცვაზე, უზადო დარიგებებით.

ამასობაში წიგნმა ხშირ ზიარებაზე უსიამოვნო რეაქცია გამოიწვია იმ მონაზონთა შორის, რომლებიც წელიწადში 3-4-ჯერ ეზიარებოდნენ, რაც ეწინააღმდეგება წმინდა კანონებს და სამოციქულო გარდამოცემას. წიგნი ახალგამოგონილ ერესში დაადანაშაულეს და პატრიარქმა პროკოფიმ დაგმო. მაგრამ როცა საპატრიარქო ტახტი დაიკავა ნეოფიტე VII-მ (1789), აკრძალვა მოიხსნა და კოლივადები გამოცხადდა მართლმადიდებლური გარდამოცემის ჭეშმარიტ დამცველებად. თუმცა წმინდა ნიკოდიმოსზე უხეში ცილისწამება ისევ ვრცელდებოდა მონაზონთა შორის. ის წმინდა ზიარებას სკუფიაში ინახავს, რათა სიარულის დროსაც კი ეზიაროსო. მაგრამ წმინდანი დუმდა, განმართლებას მხოლოდ ღვთისგან ელოდა და ცრემლმორეული ევედრებოდა უფალს ცილისმწამებელთათვის.

ათონზე ჩამოვიდა მღვდელ-მონაზონი აღაპი პელოპონისელი და წმინდა ნიკოდიმოსს შესთავაზა მის მიერ შედგენილი წმინდა კანონთა კრებულისთვის გადაეხედა, გადაეთარგმნა და კომენტარებით შეევსო. წმინდანი გულმოდგინედ შეუდგა ამ საქმეს. მან ოთხი გადამწერიც კი დაიქირავა, რათა სწრაფად დაესრულებინა ეს საჭირო კრებული, რომელსაც მან "მესაჭე" (ანუ "პიდალიონი") დაარქვა. ღირსი ნიკოდიმოსი ორ წელზე მეტხანს დღედაღამ მუშაობდა ამ წიგნზე, კრებავდა, ერთმანეთს უდარებდა, გაასწორებდა მცდარ, ან ურთიერთსაწინააღმდეგო ტექსტებს, მსოფლიო საეკლესიო კრებების, ეკლესიის მამებიდან და ბიზანტიის სამოქალაქო კანონმდებლობიდან მოჰყავდა პარალელები, ტექსტი გაამდიდრა მრავალრიცხოვანი შენიშვნებით, რომლებიც ზუსტ კრიტერიუმს აძლევდა ამ კანონების საეკლესიო ცხოვრებაში გამოყენებას. დასრულებული კრებული კონსტანტინოპოლში გაიგზავნა და დიდხანს ელოდა პატრიარქის კურთხევას. შემდეგ კი ათონელმა მონაზვნებმა გამოიწერეს ეს წიგნი და ფული გადაურიცხეს. მაშინ წიგნი გამოსაცემად გადასცეს მღვდელ-მონაზონ თეოდორიტეს, რომელიც ამ დროს რუმინეთში იმყოფებოდა. მაგრამ ის კოლივადების და ხშირი ზიარების მოწინააღმდეგე იყო და "პიდალიონში" თავის სურვილისამებრ ცვლილებები შეიტანა, რომლითაც შერყვნა როგორც ავტორის აზრი, ისე საეკლესიო გარდამოცემა. წიგნი 1800 წელს გამოვიდა ლაიფციგში. როცა დაბეჭდილი წიგნი წმინდა ნიკოდიმოსის ხელში მოხვდა, ძალზე შეურაცხყოფილი დარჩა და სიღრმით გულისათ ამოიოხრა: "სჯობდა ჩემთვის მახვილი გაეყარათ გულში, ვიდრე ამ კრებულისთვის მოეკლოთ, ან რამე დაემატებინათო". სწორედ იმ პერიოდში შეიტყო წმინდა ნიკოდიმოსმა, წმინდა გრიგოლ პალამას შრომათა სრული კრებული, რომელიც მან მიტროპოლიტ ლეონ ილიოპოლელის და წმინდა ათანასე პაროსელის (ხს. 24 იანვარს) თხოვნით დიდი ძალისხმევით შეაგროვა, კომენტარები დაურთო და გამოსაცემად გაამზადა, ვენის სტამბაში ხელში ჩაიგდეს და გაანადგურეს. ეს მოხდა იმიტომ, რომ ავსტრიელები მასში ეძებდნენ რიგას ფერეოსის "მანიფესტს", რომელიც ბერძნებს თურქების წინააღმდეგ აჯანყებისკენ მოუწოდებდა. ამ ამბავმა ლახვარივით გაუარა გულში ღირს მამას და მწარე ცრემლით დაიტირებდა ამგვარი საგანძურის დაკარგვას.

წმინდა ნიკოდიმოსმა სილიბისტრო კესარიელთან ერთად ერთხანს წმინდა ბასილის კელიაში იცხოვრა, სადაც ცოტა ხანს ცხოვრობდა წმინდა თეოფილე მირონმდინარე, შემდეგ კი კვლავ განმარტოვდა და განაგრძო მოციქულებრივი ღვაწლი. ტანთ ძველი, დაკემსილი სამოსი ეცვა, ფეხზე კი უხეში ჩექმები. ის ყველაზე უკანასკნელად თვლიდა თავს. არასოდეს იმზადებდა საჭმელს და მხოლოდ მოხარშულ ბრინჯს, თაფლს, ან რამდენიმე ცალ ზეთისხილს ჭამდა. თუ შიმშილი ძალზე შეაწუხებდა, მივიდოდა მეზობლებთან და მათ ტრაპეზს გაიზიარებდა, თუმცა საუბარი გაიტაცებდა და საჭმელს ივიწყებდა. იგი ან ლოცულობდა, ან წიგნებზე მუშაობდა. დღე-ღამის ნებისმიერ საათს მას ან წიგნებთან მიმჯდარს დაინახავდით, საწერ-კალამ მომარჯვებულს, ანდა სკამზე იჯდა, თავდახრილი, ნიკაპით მკერდს მიბჯენილს გონება გულის სიღრმეში, ჩაჰყავდა, რათა იქიდან გულმოდგინედ მოეხმო იესოს წმინდა სახელისთვის. ის ერთიანად ლოცვად იქცეოდა და სწორედ ქრისტესთან ამ დაფარული ერთობის წყალობით საღმრთო მადლმა გულში ჩაუდო ეკლესიის მთელი საგანძური. როცა ნიკოდიმოსი წერდა მთლიანად საქმეში იყო ჩაფლული. ერთხელ ერთმა მონაზონმა მუშაობისას შეასწრო და პირში ახალგამომცხვარი პურის ნატეხი ჩაუდო. საღამოს როცა შევიდა, დაინახა, რომ წმინდა ნიკოდიმოსი იმავე პოზაში იყო პირში პურჩადებული, თითქოს ვერაფერი შეამჩნია. ამ პერიოდში წმინდა, ნიკოდიმოსმა დაწერა წმინდა პავლე მოციქულის ეპისტოლეთა ვრცელი კომენტარები - წმინდა თეოფილაქტე ბულგარელის განმარტებებზე დაყრდნობით. მან დაწერა "მადლმოსილი ბაღი" -ცხრა ბიბლიური საგალობლის განმარტება, ასევე თარგმნა თეოდორე ზიგაბენის "ფსალმუნთა განმარტება", გამოსცა ძველ წმინდანთა ცხოვრების კრებული - "ნეონ ეკლოგიონი" და "ახალი მარტიროლოგია" -ახალმოწამეთა ცხოვრებათა კრებული. წმინდა ნიკოდიმოსმა გამოსცა წმინდა იოანე ოქროპირის ზნეობრივ სწავლებათა კრებული, სათაურით -"ქრისტიანული კეთილზნეობა".
ყოველდღიურად უამრავი ადამიანი, ეპისკოპოსი, მღვდელი თუ საერო მიდიოდა კაპსალელ მოსაგრესთან, რათა სულიერი კურნება და ნუგეშში ეპოვა. წმინდანს ლოცვა ეწადა და სურდა, სადმე უდაბნოში განმარტოებულიყო, მაგრამ სნეულება ამის ნებას არ აძლევდა.

55 წლის წმინდა ნიკოდიმოსი მოსაგრეობითა და საგამომცემლო საქმეებით ძალზე გამოიფიტა, ისე დასუსტდა, რომ კარგი კვებითაც ვერ შეძლეს მისი განკურნება. მაშინ მან კაპსალის სკიტი დატოვა და ერთხანობა კარიესში მეგობრებთან ცხოვრობდა კელიაში, შემდეგ კი ერთ-ერთ მეზობელ ხატმწერ მონაზონთან. აქ ის ორი წელი "სვინაქსარის" შექმნაზე იღვწოდა. ამის მერე კაპსალის კელიაში დაბრუნდა და დაწერა სადღესასწაულო კანონების ვრცელი კომენტარები ("ეორტოდრომიონი") და "ახალი კიბე", ანუ განმარტება პარაკლიტონის 75 საფეხურისა, რომელიც კვირის ცისკარზე იგალობება. "ახალ კიბეში" გამოჩნდა მისი საღვთისმეტყველებო ცოდნა და სულიერი სიძლიერე. წმინდანმა ეს ნაწარმოები სრულიად დაუძლურებულმა დაასრულა, ამ დროს მას დასცვივდა კბილები და თითქმის დაყრუვდა (1808).

ამავე პერიოდში ცილისწამების გამო წმინდა ათანასე პაროსელი და სამი სხვა კოლივადი უსამართლოდ დასაჯა პატრიარქმა გრიგოლ V-მ. მაგრამ, წმინდა ნიკოდიმოსმა უკვე ვეღარ შეძლო მათი დაცვა, და მხოლოდ "რწმენის აღსარების" გარდამოცემით შემოიფარგლა.

მისი მდგომარეობა გაუარესდა. საბოლოოდ გადაამუშავა "ახალი კიბე" და წმინდა ნიკოდიმოსმა წამოიძახა: "უფალო, წამიყვანე! დავიღალე ამ სოფლისაგან!" თანდათანობით სხეულის ნახევარი დაუდამბლავდა. ხმამაღლა იმეორებდა იესოს ლოცვას და ძმებს შენდობას შესთხოვდა. აღსარება თქვა და ეზიარა, შემდეგ კი ხელში აიღო წმინდა მაკარი კორინთელის და პართენი სკურტეის წმინდა ნაწილები, ცრემლმორეული ეამბორა და უთხრა: "ობლად რატომ დამტოვეთ მამანო? ზეცაში წახვედით და იქ განისვენებთ სათნოებათა გამო, რომელიც მიწაზე აღასრულეთ და ახლა ტკბებით ჩვენი უფლის დიდების ხილვით. მე კი ჩემი ცოდვების გამო ვიტანჯები. გთხოვთ, ჩემო მამანო, შეევედრეთ ჩვენს უფალს, შემიბრალოს და ღირსმყოს იქ ვიყო, სადაც თქვენა ხართ!" შუაღამისას კი წამოიყვირა: "ვკვდები, ვკვდები, ვკვდები. მაგრამ გთხოვთ მაზიარეთ!" ზიარების შემდეგ წმინდა ნიკოდიმოსზე არამიწიერი სიმშვიდე გარდამოვიდა. გულზე ხელები დაიკრიფა და მასზე შეწუხებულ მონაზვნებს უთხრა: "მე ჩემში ქრისტე მივიღე. მშვიდად როგორ არ უნდა ვიყო!"

წმინდა ნიკოდიმოსი 1809 წლის 14 ივლისს გარდაიცვალა.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა ამბროსი მედიოლანელი 340 წელს დაიბადა იტალიის ქალაქ ტრირში, სადაც ცხოვრობდნენ მისი მშობლები.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat