ღირსი სტეფანე მახრიშჩელი (+1406) - 14 ივლისი (27 ივლისი)
ღირსი სტეფანე მახრიშჩელი (+1406) - 14 ივლისი (27 ივლისი)
წმინდა სტეფანე წარმოშობით კიეველი იყო. ის მონაზვნად მღვიმევის მონასტერში აღიკვეცა, სადაც რამდენიმე წელი მორჩილებისა და ლოცვის ღვაწლში გაატარა. ლათინებისაგან შევიწროებული იძულებული გახდა, მოსკოვში გადასულიყო, სადაც დიდი სიყვარულით მიიღო დიდმა თავადმა იოანე II-მ (1353-1359), და უფლება მისცა, ქალაქის მახლობლად, წმინდა სერგის უდაბნოდან 35 ვერსტში, მახრიშჩში დასახლებულიყო. მან კელია აიშენა და მეუდაბნოის ღვაწლს შეუდგა. წმინდა სტეფანე ძალზე უფრთხილდებოდა თავის მყუდროებას და მასთან ცხოვრების მოსურნეებს არ იღებდა, მაგრამ შემდეგ ვეღარ გაუძლო ხალხის თხოვნას და 1358 წელს დააარსა სავანე, რომლის იღუმენადაც იგი დაადგინეს.

მონასტრის სიახლოვეს ძმები იურკოვები ცხოვრობდნენ, რომელთაც ეშინოდათ, მათი მიწები მონასტრისთვის არ გადაეცათ და მოსაგრეს მოკვლით ემუქრებოდნენ. შეგონება-დაყვავებამ რომ ვერ გასჭრა, წმინდა სტეფანე სხვა ადგილას დასახლდა. მან თავის მოწაფესთან, გრიგოლთან ერთად, ჩრდილოეთ ვოლოგდიდან 70 ვერსტში, მდინარე ავნეჟის პირას წმინდა სამების სახელზე მონასტერი დააარსა. დიდმა მთავარმა დიმიტრი იოანეს ძემ ავნეჟის უდაბნოს წიგნები და სხვა საეკლესიო ნივთები შესწირა, ხოლო ღირსი სტეფანე მახრიშჩის მონასტერში დააბრუნა, სადაც წმინდანი მონასტრულად კინოვიური ტიპიკონის მიხედვით ცხოვრობდა.

როცა წმინდა სერგიმ (რადონეჟელი) თავისი მონასტერი დატოვა და ადგილს ეძებდა დასასახლებლად, ის წმინდა სტეფანემ მიიღო და დიდ მოსაგრეს თავისი მოწაფე სვიმონი მისცა, რომელიც კარგად იცნობდა იმ ადგილებს. წმინდა სერგი სვიმონთან ერთად კუნძულ კირჟაჩზე დასახლდა და იქ მონასტერი დააარსა.
წმინდა სტეფანე მკაცრად განსჯიდა საკუთარ თავს, ხოლო სხვების მიმართ შემწყნარებელი იყო. იგი სხვებზე მეტს შრომობდა მონასტრისათვის როგორც სიტყვით, ისე საქმით; ტანთ კი ყველაზე ძველი და უხეში სამოსი ეცვა.

წმინდა სტეფანე ღრმად მოხუცებული 1406 წლის 14 ივლისს აღესრულა. 1550 წელს, როცა მონასტერში წმინდა სამების სახელზე ახალი ეკლესიის მშენებლობა დაიწყეს, წმინდა სტეფანეს სხეული უხრწნელი ნახეს. ღირსი სტეფანეს წმინდა ნაწილებთან კი მრავალი დიდებული სასწაული აღესრულა.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ბზობის დღესასწაულს წინ უძღვის "ლაზარეს შაბათი", როდესაც ეკლესია დღესასწაულობს იესო ქრისტეს მიერ თავისი მეგობრის,

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler