წმინდა ონისიმე III-IV საუკუნეების გასაყარზე ცხოვრობდა. წმინდანი პალესტინის კესარიის სიახლოვეს მდებარე სოფელ კარენეადან იყო.
ის მას მერე დაიბადა, რაც მის მშობლებს უფლის ანგელოზი გამოეცხადა და მონათლა ისინი. ონისიმემ სიყმაწვილეშივე დატოვა მშობლების სახლი და ეფესოს სიახლოვეს მდებარე მონასტერში მივიდა, სადაც რვაასამდე მონაზონი ცხოვრობდა. მაგრამ როცა მონაზვნები დიოკლეტიანეს მიერ დაწყებული დევნის გამო, იძულებულნი გახდნენ, მონასტერი დაეტოვებინათ, ონისიმე სამშობლოში დაბრუნდა და მშობლებთან მივიდა, მაგრამ მათ ვერ იცნეს. მაშინ მან ფანჯრის რაფაზე მშობლებს წერილი დაუტოვა, სადაც თავს გადახდენილი ამბავი წვრილად მოუთხრო და გზას გაუდგა. მაგნესიაში მისვლისას წმინდანმა მრავალი სასწაული მოახდინა, ონისიმემ აქ მონასტერი ააშენა, რომელიც მალე გაიზარდა. ონისიმემ მონასტერში საკუთარი მშობლებიც ჩამოიყვანა. მათ ისე მწარედ განიცადეს შვილის დაკარგვა, რომ იმ დროს უკვე დაბრმავებულნი იყვნენ. წმინდანმა ლოცვით განკურნა ისინი და მათთან ერთად დარჩენილი ცხოვრება მშვიდად და ღვთივსასურველად გაატარა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი