ღირსი ელიოზ მონაზონი (IV) - 14 ივლისი (27 ივლისი)
ღირსი ელიოზ მონაზონი (IV) - 14 ივლისი (27 ივლისი)
ღირსი ელიოზ მონაზონი IV საუკუნეში მოღვაწეობდა, მოსაგრე ცხოვრებით სათნო ეყო უფალს.
იგი სიყრმეშივე ღვთის სამსახურში ჩააყენეს და მონასტერში ღვთისმოყვარე მამებს მიაბარეს, სადაც კეთილმსახურებით აღზარდეს. თავშეკავება, სიწმინდე, სიმშვიდე და თავმდაბლობა ასწავლეს. მან უკვე სიჭაბუკეში სასწაულმოქმედების მადლი მიიღო. ერთხელ, როცა ჯერ კიდევ ყრმა მოძღვარმა ცეცხლის მოსატანად გააგზავნა, მან სამოსელი ამოიკეცა, გავარვარებული ნაკვერჩხლები შიგ ჩაყარა და ისე მიუტანა. გასაოცარი ის იყო, რომ ცეცხლმა მის ტანსაცმელს ვერაფერი დააკლო. გაოცდნენ ამის მხილველი მამები, და ცდილობდნენ, მიებაძათ ყრმისთვის, რომელიც თავისი წმინდა ცხოვრებით მრავალხნოვან მონაზონს აღემატებოდა. ერთხელ, როცა ელიოზი უდაბნოში მარტო მიდიოდა, თაფლი მოუნდა, ანაზდად ქვაზე დადებული თაფლით სავსე ფიჭა იხილა. ელიოზი მიხვდა, რომ ეს ბოროტის მზაკვრობა იყო და საკუთარ თავს საყვედურობდა:

-განვედ ჩემგან, მაცთუნებელო სურვილო, რამეთუ დაწერილია: "სულითა ვიდოდეთ და ჴორცთა გულის თქუმასა ნუ აღასრულებთ" (გალატელთა. 5:16).

მაშინვე წავიდა იმ ადგილიდან, ღრმა უდაბნოში და მარხვითა და ლოცვით მოაუძლურებდა ხორცს, თითქოს ამით სტანჯავდა თავის სხეულს თავშეუკავებელი სურვილისათვის. თავისი მარხვის მესამე კვირას მან უდაბნოში მიწაზე დადებული ლამაზი ვაშლები და სხვა მწიფე ხილი იხილა. მიხვდა, რომ ეს კვლავ ბოროტის ხიბლი იყო და თქვა:

-არ შევჭამ, არც კი შევეხები, რათა არ დავაბრკოლო ჩემი ძმა, ანუ სული ჩემი, რამეთუ დაწერილია: "არა პურითა ხოლო ცხოვნდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყჳთა, რომელი გამოვალს პირისაგან ღმრთისა" (მათე. 4:4).

მარხვის მეოთხე დღეს მცირე ხნით მიეძინა. ამ დროს ხილვისას მის წინაშე უფლის ანგელოზი წარდგა და უთხრა:

-ადექი და რასაც იხილავ წინადაგებულს, ყოველგვარი ეჭვის გარეშე ჭამე და მოძლიერდი.

გამოიღვიძა და იხილა წყარო და მის გარშემო ამწვანებული ბალახი, სასიამოვნო სუნის და საჭმელად ძალზე გემრიელი. შეჭამა ეს ბალახი, წყაროს წყალი შესვა და ხორცით მოძლიერდა. შემდგომში ის ძმებს ეუბნებოდა ხოლმე, რომ სიცოცხლეში ამაზე ტკბილი და გემრიელი არაფერი უჭამია. ამ ადგილიდან ცოტა რომ გაიარა, მღვიმე ნახა, სადაც ერთი ხანი დაყო. როცა მისი ხორციელი ბუნება საჭმელს მოითხოვდა, მუხლს ქვაზე მოიდრეკდა, ილოცებდა და უხილავ ხელს მისთვის პური, ზეთისხილი და სხვადასხვანაირი ხილი მოჰქონდა.

ერთხელ ღირსმა ელიოზმა გადაწყვიტა, უდაბნოში მყოფი ძმა მოენახულებინა, რომელიც ძალზე გაჭირვებულად ცხოვრობდა და მას ღვთისგან გამოგზავნილი საკვები წაუღო. მძიმე ტვირთმა ძალზე დაღალა. ამ დროს ვირები დაინახა, რომლებიც უდაბნოში ძოვდნენ, წმინდანმა მათ მიმართა:
-ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სახელით, ერთი თქვენგანი მოვიდეს და ჩემი ტვირთი წაიღოს.

ფარას ყველაზე ღონიერი ვირი გამოეყო და მორჩილად დაუდგა წინ. წმინდანმა მას ტვირთი აჰკიდა, თვითონაც ზედ შეჯდა და მშვიდობიანად მივიდა ძმასთან, რომელიც ძალზე გაახარა. ერთხელ უდაბნოს მონასტერში კვირას, დილით წირვაზე მისულმა ნახა, რომ ღვთისმსახურება არ ტარდებოდა, მიზეზი იკითხა. ძმებმა უპასუხეს, რომ მღვდელი მდინარის მეორე ნაპირზე ცხოვრობს და აქეთ ვეღარ გადმოდის ნიანგის შიშით, რომელმაც უკვე არაერთი ადამიანი შთანთქაო. წმინდანმა ძმებს უთხრა:

-თუ გინდათ, წავალ და მღვდელს დავუძახებ.

მაგრამ ძმებმა უპასუხეს:

-არა, იქით ვერავინ გადაგიყვანს, რადგან ნიანგის შიშით ნავსაც კი არავინ უახლოვდებაო!

მაშინ ღვთის იმედით ანთებული წმინდა ელიოზი ნაპირთან მივიდა და უფლის სახელი ახსენა. მაშინვე გამოჩნდა ნიანგი, და ქვეწარმავალმა, რომელიც აქამდე ადამიანებს ჭამდა, ახლა ღვთის ბრძანებით, შიშით და მორჩილებით მიუშვირა ზურგი წმინდანს და მეორე ნაპირზე გადაიყვანა. წმინდანმა მოძებნა მღვდლის სახლი და სთხოვა, მონასტრის ძმებთან წამოსულიყო. მღვდელი მას არ იცნობდა და ამიტომ ჰკითხა:

-ვინ ხარ და საიდან მოხვედი?

მან უპასუხა, -ცოტა ხნის წინ მოვედი მონასტერშიო. მღვდელი უცქერდა მის ძველსა და დაკემსილ სამოსს და მასში ღვთის კაცი დაინახა:

-ძმაო, თუმცა ცუდი ხორციელი სამოსი გაცვია, სამაგიეროდ კეთილი სულიერი სამოსით ხარ შემოსილი.

შემდეგ ადგა და გაჰყვა სავანეში. მდინარის პირას რომ მივიდნენ, ნავი ვერა ნახეს. მაშინ ღირსმა ელიოზმა ხუცესს უთხრა:

-ნუ ჯავრობ, მამაო, ღმერთმა ნავი მოგვიმზადა!

მან ხმამაღლა მოუხმო ნიანგს, რომელმაც ზურგი მორჩილად შეუშვირა. ჟერ წმინდა ელიოზი შეჯდა ნიანგზე, შემდეგ მღვდელს შესთავაზა:

-დაჯექი, მამაო, ნუ გეშინია.

მაგრამ მღვდელმა ნიანგი რომ დაინახა, შეშინებული უკან გაიქცა. ძმები მეორე ნაპირზე იდგნენ და შიშით უცქერდნენ, თუ როგორ გადაჰყავდა ნიანგს ღვთის კაცი. წმინდა ელიოზი გადავიდა მეორე ნაპირზე, ნიანგიც ამოიყვანა და უთხრა:

-ადამიანების განადგურებას და ჭამას გირჩევნია, მოკვდე!

ნიანგი მაშინვე ძირს დაეცა და მოკვდა.

წმინდანმა სამი დღე დაყო მონასტერში და ძმები ღვთივსულიერი სიტყვებით დამოძღვრა. დაფარულმცოდნელმა მამამ თითოეული ძმის გულისთქმა და სინდისი იცოდა და თითოეულს უთხრა, თუ რა ვნება გამოსცდიდა. ერთს უთხრა, რომ არაწმინდა სული სწვავდა, მეორეს -რომ მრისხანება უზიანებდა სულს, მესამეს -სასატკბილობა გტანჯავსო, სხვას -სხვა უთხრა. ასევე ყველას გულისხმისყოფისთვის სხვა მონაზვნების სათნოებები გამოაჩინა, ერთს მშვიდი დაუძახა, მეორეს -მართალი, მესამეს -დამთმენი, სხვებს შესაფერისი იმისა, რაც სათნოება ჰქონდათ. თითოეულის დაფარული გულისთქმები და საქმეები, კეთილი თუ ბოროტი მას ღვთისაგან განეცხადა. ყველამ, ვინც ვნებით იყო შეპყრობილი, შიშით აღიარა, რომ მათ ღირსმა ელიოზმა სიმართლე უთხრა და გულშემუსვრილებმა საკუთარი ცხოვრება გამოასწორეს. ერთხელ, სულიერი საუბრისას, ღირსმა მამამ თქვა:

-ტრაპეზი მოამზადეთ, რამეთუ ახლა მწირი ძმები მოვლენ.

მართლაც, როცა ტრაპეზი გამზადდა, მონასტერში შორიდან მომავალი ძმები მოვიდნენ. წმინდა ელიოზმა ისინი პატივით მიიღო და მერე უდაბნოში შევიდა. ერთმა ახალგაზრდა ძმამ სთხოვა გაყოლის ნება მიეცა, მაგრამ წმინდანმა უთხრა:

-მძიმეა ეს საქმე, ძმაო და დიდი შრომა სჭირდება, რამეთუ მტკიცედ უნდა იდგე ეშმაკის მოვლენილი განსაცდელების წინაშე და მრავალი რამ დაითმინო.

ძმა დაჰპირდა, ყველაფერს გავუძლებო, მაშინ წმინდანმა წაიყვანა და სხვა მღვიმეში დაასახლა. იმავე ღამეს ეშმაკებმა ჯერ უხილავად ბილწი გულისთქმები მოუვლინეს და მერე უკვე ხილულად ეცნენ და დახრჩობა დაუწყეს. ბერი მღვიმიდან გამოიქცა, მამა ელიოზთან მივიდა და ყველაფერს მოუყვა. მაშინ წმინდანმა ძმა რამდენიმე სიტვით ანუგეშა და გააძლიერა, მერე კი გაჰყვა მღვიმეში და მის საცხოვრებელს ჯვარი გადასახა. ძმას უბრძანა, რომ ღვთის სახელით შეიარაღებულს, მღვიმეში უშიშრად ეცხოვრა. ამის შემდეგ ძმა ეშმაკის თავდასხმების გარეშე, მშვიდად ცხოვრობდა და თავისი სულიერი ცხოვრებით იმის ღირსი შეიქნა, რომ უფალი მასაც იმავე საზრდელს უგზავნიდა, რასაც მის მოძღვარს. წმინდა ელიოზმა მრავალი სასწაული აღასრულა და ღრმად მოხუცებული გარდაიცვალა.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ქრისტეს შობამდე 600 წელს იერუსალიმი ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა დაიპყრო, სოლომონის ტაძარი დაარღვია, დიდი ალაფი იგდო ხელთ და ხალხი ტყვედ წაასხა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat