ღირსი ანდრია (რუბლიოვი), ხატმწერი (XV) - ხს. 4 ივლისი (17 ივლისი)
ღირსი ანდრია (რუბლიოვი), ხატმწერი (XV) - ხს. 4 ივლისი (17 ივლისი)
ღირსი ანდრია რუბლიოვი XIV საუკუნეში, სავარაუდოდ - 1360 წელს დაიბადა. მის შესახებ მეტად მწირი ბიოგრაფიული ცნობები გვაქვს.

სიჭაბუკეში შემონაზვნების სურვილით წმინდა სამების ლავრაში მივიდა, სადაც საიმდროოდ წმინდა ნიკონი (ხსენება 17 ნოემბერს) იღვწოდა. ღირსმა მამამ ანდრია სერპუხოვო ვისოცკის სავანეში, თავის მოწაფესთან, ათანასესთან გაგზავნა, რომელმაც ყმაწვილი ბერად აღკვეცა.

მოგვიანებით ამავე სავანეში დაესხა მღვდელ-მონაზვნად ხელი.

როდესაც ათანასე კონსტანტინოპოლს წარვიდა, ანდრია კვლავ წმინდა სამების ლავრას დაუბრუნდა, რომ წმინდა სერგისთან ერთად ეღვაწა. სწორედ იქ დაეუფლა სულიერ ძმასთან, დანიელთან ერად ხატწერას.

დანიელი ტომით ბულგარელი გახლდათ და ანდრიას ბიზანტიური ტრადიციაც გაუზიარა. ძმები ხშირად ჩადიოდნენ მოსკოვს, წმინდა ანდრონიკეს მონასტერში, სადაც დანიელის ბერული ცხოვრება დაიწყო და იქვე შეხვდნენ მოსკოვის სკოლის დიდ ხატმწერს, თეოფანე ბერძენს და მასთან ერთად მოხატეს ღვთისმშობლის შობის სახელობის, შემდეგ კი - მთავარანგელოზ გაბრიელის ტაძრები კრემლში.

1399 წელს წმინდა დიმიტრი დონელის მეორე ვაჟმა, იურიმ, ზვენიგოროდს ტაძრის გასამშვენებლად იმ დროის საუკეთესო ოსტატთ უხმო.
ტაძრის ფრესკები და კანკელი სწორედ ანდრია რუბლიოვმა მოხატა (დღემდე ხსენებული კანკელიდან მხოლოდ მაცხოვრის, მთავარანგელოზ მიქაელისა და მოციქულ პავლეს ხატებმა მოაღწია).

1405 წელს თეოფანე ბერძენმა ანდრიას კრემლის ღვთის განცხადების ტაძრის კანკელის მოსახატად უხმო, სამი წლით ადრე კი ანდრიამ დანიელთან ერთად მოხატა ვლადიმირის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი.

დაახლოებით 1420 წლისთვის ხატმწერები ლავრას დაუბრუნდნენ და იღუმენის დავალებით წმინდა სამების ლავრის მთავარი ტაძრის მოხატვა იწყეს. ღირსმა დანიელმა იქაურობა ფრესკებით განამშვენა, ანდრიამ კი - კანკელი, სადაც მისი შედევრი, წმინდა სამების სახელგანთქმული ხატი იყო გამოსახული. როგორც ამბობენ, ამ ხატის დაწერა თვით წმინდა სერგიმ შთააგონა ხატმწერს.

ორივე ხატმწერი იმდენად წარემატნენ ლოცვასა და ქველ საქმეებში, უფლისგან დიდი მადლი მოიხვეჭეს და ღვთის სიყვარულით აღვსილი მათი სული თითქოს ამ წმინდა გამოსახულებებმა აირეკლეს.

ანდრია დაახლოებით 1427 წელს მიიცვალა, მცირე ხნის შემდგომ მისი სულიერი ძმა და თანამოღვაწე დანიელიც, გარდაცვალების წინ ანდრია რომ ეჩვენა და მარადიულ ნეტარებაში რომ მოუხმობდა.

ორივე წმინდა ანდრონიკეს სავანეში, გვერდიგვერდ დაკრძალეს.

წმინდა ანდრიას ხატთაგან მრავალი სასწაული აღსრულდა.

შეგვეწიოს ამ მამათა და მათ ხელთაგან შექმნილ ხატთა მადლი!

* * *
ხსენება ვნებადამთმენელისა მეფისა, ნიკოლოზისა და მის თანა წამებულთა (+1918) - 04 (17) ივლისი


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა ამბროსი მედიოლანელი 340 წელს დაიბადა იტალიის ქალაქ ტრირში, სადაც ცხოვრობდნენ მისი მშობლები.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat