წმინდა ეპიფანე, კვიპრელი ეპისკოპოსი (+403) - ხსენება 12 მაისს (ახ.სტილით 25 მაისი)
წმინდა ეპიფანე, კვიპრელი ეპისკოპოსი (+403) - ხსენება 12 მაისს (ახ.სტილით 25 მაისი)
წმინდა ეპიფანე წარმოშობით ებრაელი იყო, ცხოვრობდა ფინიკიაში. მამამისს ორი შვილი ჰყავდა: ვაჟი - ეპიფანე და ასული - კალიტროპია. ყმაწვილი ათი წლისა იყო, როდესაც მამა გარდაეცვალა. დედა თავისი შრომით ძლივს ახერხებდა შვილების რჩენას. მათ ერთი ჯიუტი ვირი ჰყავდათ. უფულობის გამო დედამ შვილს დაავალა, ვირი ბაზარში წაეყვანა და გაეყიდა.

ამ დავალების შესასრულებლად ბიჭი უხალისოდ მიდიოდა, ერიდებოდა მყიდველისთვის ავი ზნის ვირის მიჩეჩება და როდესაც ბაზარში მასთან ვიღაც ებრაელი მივიდა, ბიჭმა გულახდილად უთხრა, რომ ვირი გაუხედნავი და ავი ზნისა იყო, რომ ის დედის დავალებას ასრულებდა, რათა აღებული ფულით საჭმელი ეყიდა. ეპიფანეს კეთილსინდისიერებით გულაჩუყებულმა მყიდველმა პურის საყიდლად მას სამი მონეტა მისცა. ბიჭი თავის ვირთან ერთად შინ წავიდა.

გზაში ის ვინმე ქრისტიანს, სახელად კლეობის შეხვდა. მან ვირის ფასი ჰკითხა ბიჭს, მაგრამ ეპიფანე იმავე მიზეზის გამო არ თანხმდებოდა ვირის გაყიდვაზე. მათი საუბრისას ვირი ხმამაღლა აყროყინდა, განზე გაიწია, ეპიფანე ძირს გადმოაგდო და გაიქცა. ბიჭი ძლიერ დაშავდა, მხარი ისე იტკინა, რომ ადგომა არ შეეძლო. მიწაზე იწვა და ტიროდა. მაშინ ქრისტიანი კლეობი მასთან მივიდა, მტკივნეული ადგილი გაუსინჯა, სამჯერ გადასახა ჯვარი და მიწიდან სრულიად ჯანმრთელი წამოაყენა. შემდეგ ვირისკენ მიტრიალდა და თქვა: "ჯვარცმული იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებ, გაჩერდი, და რადგან აქ შენი პატრონის მოკვლა გინდოდა, ნურც მოშორებიხარ ამ ადგილს!" - და მაშინვე ვირი მკვდარი დაეცა.

გაოცებულმა ბიჭმა იკითხა:

– მითხარი, ვინ არის ჯვარცმული იესო, რომლის სახელითაც ასეთი სასწაული ხდება?

- იესო არის ძე ღვთისა, რომელიც ებრაელებმა ჯვარს აცვეს. - უთხრა კლეობიმ.

ეპიფანეს შეეშინდა და უთხრა, რომ ისიც ებრაელია.

მას მერე იესო ქრისტეზე ფიქრი ყმაწვილს არ შორდებოდა, სურდა, უფრო მეტი გაეგო მასზე და ერწმუნა.

როცა ძალიან გაუჭირდათ, დედამ თავისი ყანა გაყიდა და რადგან საჭმელი არაფერი ჰქონდათ, ეპიფანეს ქალაქში წასვლა უბრძანა, რათა იქ რაიმე ხელობას დაუფლებოდა, თავი და ოჯახი ერჩინა.

საზრიანი ყმაწვილი ძალზე მოეწონა ერთ ებრაელს, სახელად ტრიფონს, რომელმაც მასზე ზრუნვა თავს იდო. აღმზრდელს ძალიან შეუყვარდა ეპიფანე და გადაწყვიტა, თავისი ქალიშვილი მისთვის მიეთხოვებინა, მაგრამ გოგონა ადრეულ ასაკში გარდაიცვალა. მალე გარდაიცვალნენ ეპიფანეს დედაც და აღმზრდელიც. ეპიფანე დარჩა მარტო თავის დასთან ერთად და მემკვიდრეობით მიიღო ტრიფონის ქონება.

ერთხელ ეპიფანე ვინმე ქრისტიან ლუკიანეს შეხვდა, რომელსაც მათხოვარი მოწყალებას სთხოვდა. ლუკიანე ძალზე ღარიბი იყო, მას მათხოვრისთვის მისაცემი ფული არ ჰქონდა, ამიტომ ტანსაცმელი გაიხადა, მისცა გლახაკს და უთხრა: - ეს გაყიდე და პური იყიდეო, ეპიფანე აღფრთოვანებული უყურებდა მისთვის უჩვეულო სანახაობას. ამ დროს მან სასწაული ნიშანი დაინახა: ზეციდან თეთრი, ნათელი ტანსაცმელი დაეშვა და ლუკიანე შემოსა. შეძრწუნდა, ცხენიდან გადმოხტა, ლუკიანეს წინ მუხლებზე დაემხო და შეევედრა, მითხარი ვინ ხარო. ქრისტიანი ვარო, უპასუხა ლუკიანემ. ყმაწვილი დაუახლოვდა ლუკიანეს და შინ წაიყვანა. მისგან შეიტყო ყველაფერი ქრისტეს შესახებ.

ამის მერე წმინდა ეპიფანე დასთან ერთად მოინათლა. ნათლობის დროს მას სახე გაუბრწყინდა და მის თავზე გვირგვინი დაეშვა - მომასწავებელი, მიმანიშნებელი მომავალი მოსაგრეობისა.

წმინდა ეპიფანემ გაყიდა მამული და ფული ღატაკებს დაურიგა. თავისთვის მხოლოდ წმინდა წიგნების საყიდელი ფული დაიტოვა და ლუკიანეს დაარსებულ მონასტერში წავიდა. აქ ის გამოცდილი ბერის, წმინდა ილარიონ დიდის ხელმძღვანელობით მოღვაწეობდა და მორჩილებად ჰქონდა ბერძნული წიგნების გადაწერა. სათნო ცხოვრებისათვის წმინდა ეპიფანეს სასწაულქმედების ნიჭი მიემადლა. კაცობრივ დიდებას რომ მორიდებოდა, სპარიდრიონის უდაბნოში განმარტოვდა. იგი ყაჩაღებმა შეიპყრეს და სამი თვე ტყვეობაში ჰყავდათ. წმინდანმა თავისი მადლმოსილი სიტყვით ერთ-ერთი ავაზაკი ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოაქცია. როცა ეპიფანე გაათავისუფლეს, ის ავაზაკიც უკან გაჰყვა. წმინდა ეპიფანემ ის მონასტერში მოიყვანა და მონათლა იოანეს სახელით. წმიდა ეპიფანეს მართალი და ღვთივსათნო ცხოვრების ამბავი გავრცელდა ხალხში, ამიტომ მან კვლავ უდაბნოს მიაშურა, ამჟამად იოანესთან ერთად. მოწაფეები აქაც აკითხავდნენ წმინდანს, ზოგი იქვე რჩებოდა. ასე დაარსდა ახალი სავანე.

რამდენიმე ხნის შემდეგ წმინდა ეპიფანემ და იოანემ გადაწყვიტეს იერუსალიმში წასვლა წმინდა ადგილთა მოსალოცად. ქალაქ ლუკიის მცხოვრებლებმა ბერი პოლივიუსი გაგზავნეს წმინდა ეპიფანესთან და სთხოვეს, ეპისკოპოსის კათედრა დაეკავებინა. განჭვრეტის მადლით დაჯილდოებულმა მოღვაწემ ადრევე შეიტყო მათი სურვილი და მალულად დატოვა იქაურობა - პათიის უდაბნოში წავიდა წმინდა ილარიონ დიდთან (ხს. 21 ოქტომბერს), ვის მორჩილებაშიც იყო ახალგაზრდობაში. წმინდანებმა ორი თვე გაატარეს მოუკლებელ ლოცვაში, შემდეგ წმინდა ილარიონმა წმინდა ეპიფანე სალამინში გაგზავნა, სადაც ეპისკოპოსები იყვნენ შეკრებილნი ახალი მღვდელმთავრის ასარჩევად. უხუცეს ეპისკოპოს პაპიუსს უფალმა გამოუცხადა, რომ ეპისკოპოსად უნდა აერჩიათ ქალაქში მოსული ბერი ეპიფანე. წმინდანი მოძებნეს. წმინდა პაპიუსმა ტაძარში შეიყვანა იგი და კრების მონაწილე მამათა სურვილი განუცხადა. წმინდა ეპიფანე იძულებული გახდა, დათანხმებულიყო. ასე დაიკავა სალამინის ეპისკოპოსის კათედრა წმინდა ეპიფანემ 367 წელს და 36 წლის განმავლობაში მართავდა.

წმინდა ცხოვრებისათვის ეპიფანემ მიიღო ლიტურგიის შესრულებისას წმინდა ძღვენზე სულიწმიდის გარდამოსვლის ხილვის მადლი. ერთხელ წმინდა საიდუმლოს შესრულებისას წმინდა ეპიფანემ ეს სასწაული ვერ იხილა. მან ერთ-ერთი მორწმუნე მოიხმო და ჩუმად უთხრა: "გადი, შვილო ჩემო, შენ დღეს ღირსი არა ხარ ესწრებოდე წმინდა საიდუმლოს აღსრულებას".

წმინდა ეპიფანე სიცოცხლის მიწურულს დედოფალ ევდოქსიას და ალექსანდრიის პატრიარქ თეოფილეს ბრძანებით გამოიძახეს კონსტანტინოპოლში საეკლესიო კრებაზე, რომელსაც უნდა განესაჯა ეკლესიის უდიდესი მამა წმინდა იოანე ოქროპირი (ხს. 14 სექტემბერს და 13 ნოემბერს). წმინდანმა არ ისურვა დასწრებოდა უკანონო კრებას და კონსტანტინოპოლი დატოვა. გემით მოგზაურობის დროს მან იგრძნო სიკვდილის მოახლოება, უკანასკნელი დარიგება დაუტოვა მოწაფეებს და ორი დღის შემდეგ გარდაიცვალა. ქალაქ სალამინის მცხოვრებლებმა მხურვალედ დაიტირეს თავიანთი მღვდელმთავარი და 403 წლის 12 მაისს პატივით დამარხეს წმინდანის მიერ აშენებულ ეკლესიაში.

VII მსოფლიო საეკლესიო კრებამ წმინდა ეპიფანეს ეკლესიის მამა და მასწავლებელი უწოდა.

წმინდა ეპიფანე არიანელთა წინააღმდეგ იბრძოდა. მისი ორი თხზულება მიმართულია არიანელთა და იმდროინდელ მწვალებლობათა წინააღმდეგ ("ღუზა", "აფთიაქი"). სხვა ნაშრომებიდან აღსანიშნავია: "საზომთათვის და საწყაულთა" (ბიბლიაში), "ფზეოლოგი" (ბიბლიური ცხოველები), "ათორმეტთა თვალთათვის" (ბიბლიური პირველმსაჯულის 12 ძვირფასი ქვის შესახებ), "ძველი აღთქმის 22 წინასწარმეტყველი და სამი ახალი აღთქმისა, 12 მოციქული და 70 მოწაფე ქრისტესი", "12 ქადაგება", რომელთა ეპიფანესადმი კუთვნილება ეჭვის ქვეშაა".

წმინდა ეპიფანე კვიპრელის რამდენიმე თხზულება ქართულად უთარგმნიათ თეოფილე ხუცესმონაზონს (XI ს-ის მეორე ნახევარი), ექვთიმე მთაწმინდელს.

წმინდა ეპიფანე კვიპრელის ცხოვრება სამი ავტორის შექმნილია: მისი წერა დაიწყო ეპიფანეს მოწაფემ იოანე ხუცესმა მოძღვრის სიცოცხლეშივე და მისგან ფარულად, თუმცა ვერ დაასრულა, რადგან დაავადდა და გარდაიცვალა, მაგრამ სიკვდილამდე "ცხოვრების" გაგრძელება სთხოვა ეპიფანეს მეორე მოწაფეს, პოლიბიოსს. ეპიფანე 403 წელს, 102 წლის ასაკში გარდაიცვალა, ხოლო მისი "ცხოვრება" დაწერილი იყო ეპილოგის გარეშე, რადგან გაჭიანურებული დაკრძალვის გამო იგი ვერ აღწერა პოლიბიოსმა, ვინაიდან კვიპროსიდან ეგვიპტეში მოუწია სასწრაფოდ წასვლა, სადაც იგი ერთ-ერთი ეპარქიის ეპისკოპოსად აკურთხეს. მან ეპისტოლეთი სთხოვა ეპიფანეს მონაცვლეს, საბინეს, მიეწერა მისთვის ეპიფანეს დასაფლავებასთან დაკავშირებული ამბები. წმინდა ეპიფანეს "ცხოვრების" ქართული თარგმანი IX საუკუნეში უნდა იყოს შესრულებული, ხოლო მისი შემცველი უძველესი ხელნაწერი 982 წლისაა.

წყარო: "წმინდათა ცხოვრება", ენრიკო გაბიძაშვილი "საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ენციკლოპედიური ლექსიკონი", "წმინდა ეპიფანე კვიპრელის ბავშვობა" - თარგმანი ნინო ახალაძისა


კონდაკი


მღვდელმთავართა საკვირველთა ერთობით ვადიდებთ, მორწმუნენო, ჯერისაებრ გერმანეს თანა დიდებულსა ეპიფანეს, რამეთუ ამათ შესწვნეს უღმრთოთა ენანი და რწმენილნი სჯულისნი ბრძენნი უქადაგნეს ყოველთა მართლმადიდებლობითა მგალობელთა მარადის კეთილმსახურებისა დიდს საიდუმლოსა.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ახალციხელი ძმები სულითაც ძლიერნი იყვნენ
ჩაებმებოდნენ ქართველნი ფერხულში და "შავლეგოს" სიმღერას დასძახებდნენ: "შავლეგ, შენი შავი ჩოხა, შავლეგო, შავად გაგიხამებია, შავლეგო"... მარტო ფერხულში კი არა, საფიხვნოში, სუფრაზე, ლხინსა თუ ჭირში ისმოდა შალვა ახალციხელის ამბავი.

istanbul evden eve nakliyat fabrika taşımacılığı eşya depolama ofis taşıma bostancı nakliyat skdar nakliyat ehirler aras nakliyat ehirler aras nakliyat cretleri ehirler aras nakliyat transfernakliyat.com.tr eya depolama sex shop

restbet restbet tv restbet giriş restbet restbet güncel restbet giriş restbet restbet giriş restizle betpas betpas giriş pasizle betpas betpas giriş pasizle iskambil oyunları rulet nasıl oynanır blackjack nasıl oynanır guvencehd.org heceder.org trke casino 30 tl deneme bonusu tahincioglunakliyat.com.tr aviator oyunu betexper Deneme bonusu veren siteler heceder.org pdf indir casino siteleri casino siteleri deneme bonusu veren siteler deneme bonusu slot siteleri