ღირსი ილარიონ თუალელის შესახებ ძალიან მწირი ცნობები მოგვეპოვება. ვიცით, რომ იგი თავდაპირველად ხახულის მონასტერში მოღვაწეობდა და მისი დროის ერთ-ერთი უდიდესი სასულიერო მოღვაწე, მწერალი და მთარგმნელი ყოფილა.
გიორგი მცირე (XI ს.) "გიორგი მთაწმინდელის ცხოვრებაში" წერს, რომ წმიდა ილარიონი იყო "უმაღლესი სათნოებითა და სულიერთა მოღვაწებათა შინა განთქმული". ილარიონი "ვითარცა მთიები ბრწყინავდა კრებულსა შორის მამათასა, რომლისა სათნოებათა და მოღუაწებათა წარმოთქუმაჲ შეუძლებელ არს".
ღირსმა ილარიონმა აღზარდა ხახულის მონასტერში მიყვანილი ყრმა გიორგი მთაწმინდელი. "ვითარცა ღმრთისა მიერ მოცემული კეთილი შვილი, ეგრეთ შეიწყნარა და წესიერებისა მიმართ და სათნოებისა წურთად უწყის და ესრეთ წარემატებოდა ნებითა ღმრთისაჲთა, ვითარცა ნერგი კეთილი, დანერგული თანაწარსადინელსა ღმრთივ-სულიერთა სწავლათასა, დღითი-დღე აღორძნდებოდა". როგორც ჩანს ხახულის მონასტრიდან წმიდა ილარიონი ანტიოქიაში წასულა სამოღვაწეოდ. მისი ზეწოდება თუალელი მომდინარეობს ანტიოქის მახლობლად მდებარე თუალის მოანსტრიდან.
წმიდა ილარიონმა აღკვეცა მონაზვნად გიორგი მთაწმინდელი და მანვე ჩაუნერგა ეს სიწმიდე და სიბრძნე, რითაც გიორგიმ დაატკბო საქართველოს ეკლესია.
გიორგი მთაწმინდელის აღზრდას ილარიონ თუალელთან ასე მოგვითხრობს გიორგი მცირე თავის შესანიშნავ თხზულებაში "ცხორებაჲ და მოქალაქობაჲ წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა გიორგი მთაწმიდელისაჲ":
"მაშინ განიზრახეს საღმრთოთა მათ მოხუცებულთა თანაზრახვითა ზემოჴსენებულთა ამათ მამათაჲთა, რათა, პირ¬ველ ყოვლისა, ღმრთივ-სულიერსა ვისმე და მწყემსსა კეთილსა შეჰვედრონ შვილი თჳსი, რათა სულიერითა ჰასაკითა აღორძინდებოდის, და საღმრთოთა მათ სწავლათა სძესა მის მიერ სუმიდეს, და სისრულედ სათნოებათა წარემატებოდის. და ვინმცა იხილეს სხუაჲ უმაღლესი სათნოებითა და სულიერთა მოძღვრებათა შინა განთქუმული, გარნა დიდი ილარიონი თუალოელი! რომელი-იგი მას ჟამსა, ვითარცა მთიები, ბრწყინვიდა კრებულსა შორის მამათასა, რომლისა სათნოებათა და მოღვაწებათა აწ წარმოთქუმად შეუძლებელ არს. ამას ნეტარსა შეჰვედრეს შვილი თჳსი და მონაზონებისა მიმართ წარმართებად ევედრებოდეს. ხოლო წმიდამან მან, ვითარცა ღმრთისა მიერ მოცემული კეთილი შვილი, ეგრეთ შეიწყნარა, და წესიერებისა მიმართ და სათნოებისა წურთვად უწყის. და ესრეთ წარემატებოდა ნებითა ღმრთისაჲთა, და ვითარცა ნერგი კეთილი, დანერგული თანა წარსადინელსა ღმრთივ-სულიერთა სწავლათასა, დღითი-დღე აღორძინდებოდა.
ხოლო აუწყეს სწავლათაცა საეკლესიოთა და სამღდელოთა, რომელთა შინა, უმეტეს ყოველთა ჰასაკის სწორთა მისთასა, წარემატა, და საგალობელნი იგი საწელიწდონი და შეწყობილებანი იგი გალობათანი ყოველნივე მეყსა შინა ზეპირით დაისწავლნა. საღმრთოთა კულა წიგნთა კითხვისათჳს რად საჴმარ არს სიტყუად! რომელთა იგი შინა უაღრეს ძალისა თჳსისა დაშურა და გამოიცადა, რომელსა შინა არა სცემდა ძილსა თუალთა თჳსთა და ჰრულსა წამთა თჳსთა. ხოლო განსუენებასა კულა ჴორცთასა ყოვლადვე არა თავს იდებდა და მაშინდელი იგი წერილთა გულისჴმის-ყოფაჲ, ვითარცა წინდი რაჲმე, მომავალთა საქმეთათჳს მიიღო. და ესრეთ, ყოველნივე საღმრთონი წერილნი ძუელისა და ახლისა სჯულისანი, რომელნი ოდენ ჩუენსა ენასა პოვნა, ყოველნივე კეთილად გულად იხუნა".
ხახულის მონასტრიდან წმინდა ილარიონი ანტიოქიაში წასულა სამოღვაწეოდ. მისი ზეწოდება თუალელი მომდინარეობს ანტიოქიის მახლობლად მდებარე თუალის მონასტრიდან.
მიხეილ საბინინის (1845-1900) ცნობით, ღირსი ილარიონი გარდაიცვალა 1041 წელს.
"ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი", თბილისი, 2004 წ.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი