ღირსი გარეჯელი მოწამენი: გერონტი, სერაპიონი, გერმანე, ბესარიონი, მიქაელი, სვიმეონი და ოთარი (+1851) - 12 (25) აგვისტო
ღირსი გარეჯელი მოწამენი: გერონტი, სერაპიონი, გერმანე, ბესარიონი, მიქაელი, სვიმეონი და ოთარი (+1851) - 12 (25) აგვისტო

ღირსი გერონტი, სერაპიონი, გერმანე, ბესარიონი, მიქაელი, სვიმონი და ოთარი დავით-გარეჯის უდაბნოში მოღვაწეობდნენ.

დავით-გარეჯის უდაბნო XVIII-XIX საუკუნეებში ლეკთა მუდმივი შემოსევებისა და რბევის საგნად იქცა. მოთარეშეები ანადგურებდნენ ეკლესია-მონასტრებს, ბერების სენაკებს, იტაცებდნენ ღვთისმსახურებისათვის საჭირო ძვირფას ნივთებს, აწამებდნენ და ხოცავდნენ იქ მოღვაწე მამებს. 1851 წლის ზაფხულში გარეჯის უდაბნოს თავს დაესხა ლეკების დიდი რაზმი. მათ დაარბიეს დავითის ლავრა. "იწყეს ტანჯვად მამათა და ძმათა. პირველად ბერ-დიაკონი ოთარი უჩინოითა მახვილითა აღესრულა, შემდეგ იერო-მონაზონსა გერონტის თავი წარკვეთეს, სერაპიონ იერომონაზონსა უხეთქეს მახვილი თავსა და აღესრულა, გერმანე მწირმონაზონსა განუპეს მუცელი და მერმეთ თავი წარკვეთეს. ბესარიონ მწირმონაზონსა მყის თავი წარკვეთეს. სვიმონ დიაკონი რომელი იყო ჭაბუკი ასაკითა იწყო სილტოლვა და უჩინოითა მახვილითა ტყორცნილმან ვერღარა უძლო სვლად და მერმეთ თავი წარკვეთეს. ხოლო რომელი იყოი მიხაელ დუმილით შეწყნარებული და ფრიად მორჩილი კრებულისა და მონასტრისა, სხვათა უმეტეს სტანჯეს...

შემდეგომად აღსრულებისა მათ ღირსთა მამათა გარდამოხდა ნათელი დიდი და დაადგრა წამებულთა ზედა... ღირს არიან იგინი, შემდგომად ხორცთა გარყვნისა აღმოხმად ძვალთა მათთა და დადებად პირველ წამებულთა ღირსთა მამათა... და დღესასწაული მათი იხსენიებოდეს წლითი წლად. მე უღირსმან დიდისა მონასტრის გაენათისამან ისააკ, რომელი მეცა ტყუედ მყოფი ვიყავ მათ თანა რომელი ვხედავდი თვალითა დავსწერე წამება წმიდათა მამათა უმეტნაკლოდ შემოკლებული ისტორია ესე", - წერს პლატონ იოსელიანისადმი მიწერილ წერილში ბერმონაზონი ისააკი, რომელიც დაღესტანში წაუყვანიათ უსჯულოებს ტყვეად და შემდეგ გამოუხსნია რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ პავლეს ძეს.

სამწუხაროდ ბევრი ასეთი ისტორია დარჩა აღუწერელი და ჟამთა სიავემ წარხოცა ბევრი დაწერილი ისტორიაც, დაიკარგა და ძნელად მოგვეპოვება წმიდანების ბიოგრაფიული ცნობები, მაგრამ დიდება ღმერთს ჩვენი ეკლესია ყოველთვის პატივს მიაგებს მის ზეციურ წმიდა წევრებს და მეოხებას ითხოვს მათგან.

"ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი", თბილისი, 2004 წ.



ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
უსჯულო დიოკლეტიანეს ზეობისას ქალაქ ქალკედონს, რომის იმპერიის ერთ-ერთი პროვინციის, ბითინიის უმთავრეს ქალაქს, პროკონსული (იმპერატორის ნაცვალი) პრისკე მართავდა, რომელმაც წარმართული ღვთაების, არესის დღესასწაულის მოწყობა განიზრახა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat