ეფრემ პეჩორელი იყო იზიასლავ იეროსლავლის ძის შვილობილი და მისი სრული ნდობით სარგებლობდა.
სიმდიდრემ და სოციალურმა სტატუსმა ხელი ვერ შეუშალა ეფრემის დაუოკებელ სურვილს, უფლის მსახურებაში გაელია წუთისოფელი. წმინდა ბარლაამთან ერთად ეფრემი წმინდა ანტონისთან მივიდა კიევ-პეჩორის ლავრაში. წმინდა ანტონიმ ის იღუმენ ნიკონს წარუდგინა, რომელმაც შემდეგ ეფრემი ბერად აღკვეცა და ძმობაში მიიღო. როდესაც ამის შესახებ თავადმა იზიასლავმა შეიტყო, ისე განრისხდა, რომ ბოროტის შთაგონებით სურდა პეჩორის ლავრის და იქ მყოფი ბერების მიწასთან გასწორება.
მეუღლემ შეძლო თავადის მრისხანების დაცხრობა. ეფრემი, როგორც ბერი, მონასტერში ძალიან გაიზარდა, ბევრი სათნოება მოიხვეჭა. ეფრემი მამა ანტონის კურთხევით ათონის წმინდა მთაზე გაემგზავრა და ერთ-ერთ მონასტერში დამკვიდრდა, ცოდნა და გამოცდილება შეიძინა. გარკვეული დროის შემდეგ დაბრუნდა მშობლიურ მონასტერში და თან სტუდიონის მონასტრის წეს-განგება ჩამოიტანა. მთავარის სურვილით და ძალდატანებით 1092 წელს ეფრემი კიევის მიტროპოლიტად აკურთხეს. ის ოთხი წელი მართავდა კიევის ეპარქიას, შემდეგ კი მშვიდობით მიიცვალა.
ხატის წყარო
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი