ღირსი პალადიოს მეუდაბნოე სირიის ანტიოქიის მახლობლად ერთი მთის წვერზე გამოქვაბულში მოღვაწეობდა.
განდეგილი ბერი მუდმივ მარხვასა და ლოცვაში ატარებდა დღეებს. დაუცხრომელი მოღვაწეობისათვის უფლისაგან სასწაულქმედების ნიჭი მიიღო. ერთხელ, ერთი მდიდარი ვაჭარი ავაზაკებმა გაძარცვეს, ვერაგულად მოკლეს და ცხედარი მეუდაბნოე მამის გამოქვაბულთან დააგდეს. მღვიმის მახლობლად, უცნობი ვაჭრის ცხედარი რომ იპოვეს, მკვლელობაში ღირს მამას დასდეს ბრალი. ღირსი პალადიოსის ლოცვით მიცვალებული მკვდრეთით აღდგა და თავისი ნამდვილი მკვლელები დაასახელა. ღვთისგან მომადლებული სასწაულქმედების ნიჭის წყალობით ღირსმა პალადიოსმა ასე გაიმართლა თავი ცილისწამებისაგან ხალხის წინაშე.
ხატის წყარო
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი