ღირსი თეოდორე სტუდიელი (ხს. 11 ნოემბერს) სტუდიტის მონასტრის წინამძღვარი იყო VIII-IX საუკუნეებში. ხატმებრძოლთაგან დევნილი ხერსონესში გარდაიცვალა 826 წელს.
26 იანვარს იდღესასწაულება მისი უხრწნელი ნაწილების გადასვენება ხერსონესიდან კონსტანტინეპოლში.
წმიდა იოსები, თესალონიკელი მთავარეპისკოპოსი ღირსი თეოდორე სტუდიელის ძმა და ერთგული თანამოღვაწე იყო: მასთან ერთად მოღვაწეობდა საკუდიონის მონასტერში ღირსი პლატონის (ხს. 5 აპრილს) ხელმძღვანელობით, შემდგომში კი, უკვე მღვდელმთავრის ხარისხში, მან ამხილა იმპერატორი კონსტანტინე (780-797) უსჯულო ქორწინებაში, ილაშქრებდა ხატმებრძოლთა ერესის წინააღმდეგ. ამგვარი შეუპოვრობისათვის მან მრავალი დევნა, გადასახლება, ტანჯვა, შევიწროება დაითმინა. სიცოცხლის უკანასკნელი წლები წმიდა მამამ სტუდიტის მონასტერში გაატარა. გარდაიცვალა 830 წელს.
"წმიდანთა ცხოვრება", ტომი I, თბილისი, 2001 წ.
.................................
ხატის წყარო
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი