წმინდა მოსე, ერისკაცობაში მიტროფანე, დაიბადა ნოვგოროდში XIII საუკუნის ბოლოს. ის წარჩინებული და ცნობილი ოჯახიდან გახლდათ.
ახალგაზრდობაში ტვერის მონასტერში ცხოვრობდა. მოგვიანებით დაბრუნდა მშობლიურ ქალაქში და წმინდა გიორგის სახელობის მონასტრის წინაძღვარი და არქიმანდრიტი გახდა. 1324 წელს გარდაიცვალა ნოვგოროდის მთავარეპისკოპოსი დავითი.
ერთი წლის შემდეგ მღვდელმთავრის ტახტი მოსემ დაიკავა. მას მთავარეპისკოპოსად ხელი დაასხეს მოსკოვში. ურთიერთქიშპობამ, შფოთმა და სხვა უბედურებებმა დაამძიმეს მოსეს სული და 1390 წელს ნებით გადადგა ეპისკოპოსობიდან. წმინდანმა ოცზე მეტი წელი გაატარა მონაზვნურ ღვაწლში, 1352 წელს კი სამწყსოს დაჟინებული მოთხოვნით კვლავ დაუბრუნდა თავის კათედრას.წმინდა მოსე ჭეშმარიტ მწყემსად მოევლინა ეპარქიას: ჩაგრულებს მფარველობდა, ღარიბ ქვრივებს შეეწეოდა, რჩევა-დარიგებით განამტკიცებდა კეთილმსახურებს; მან თავი მოუყარა მწერლებს და თავისი ხარჯებით მრავალი წიგნი გადააწერინა, ბევრი ტაძარი ააგო ნოვგოროდსა და მის შემოგარენში.
1359 წელს დასნეულებული და დაუძლურებული მღვდელმთავარი კვლავ გადადგა ტახტიდან, თავისსავე დაარსებულ მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის სავანეს მიაშურა და აქ მოღვაწეობდა აღსასრულამდე (+25 იანვარი. 1362). წმინდანის ცხედარი პატივით დაკრძალეს საკათედრო ტაძარში.
1686 წლის 19 აპრილს სასწაულებრივად მოიპოვეს წმინდა მოსეს უხრწნელი ნაწილები.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი