ღირსი მარი მგალობელი IV და V საუკუნეების მიჯნაზე ასურეთში მოღვაწეობდა. ახალგაზრდობაში იგი სილამაზით და სასიამოვნო ხმით გამოირჩეოდა.
მარი რელიგიურ დღესასწაულებზე წმინდა მოწამეების ხსოვნის პატივსაცემად გალობდა. სასიამოვნო ხმის გამო წმინდანს "მგალობელი" შეარქვეს. მას ყველაზე მეტად უფალი უყვარდა და გულში ღრმად იმარხავდა მის მცნებებს.
მარმა უბიწოება ბოლომდე შეინარჩუნა, უარი თქვა ცოლის შერთვაზე. მან გადაწყვიტა სამუდამოდ ეზრუნა მხოლოდ სულისთვის, ამიტომ განმარტოვდა სოფელ ომირში, ერთ პატარა ქოხში, სადაც 37 წელი გაატარა მარტოობაში. წმინდანის ქოხში საშინელი ნესტი იყო, რამაც დააავადა. მიუხედავად ჯანმრთელობის გაუარსებისა, მარიმ არ დატოვა ქოხი სიცოცხლის ბოლომდე. წმინდანი სიღარიბეს უდიდეს კეთილდღეობად თვლიდა, მას მოთმინების დიდი უნარი ჰქონდა.
მარის ძველი თხის ტყავისგან შეკერილი სამოსი ეცვა სიკვდილამდე. წმინდანს ძალიან დიდხანს ჰქონდა სურვილი დასწრებოდა საღვთო ლიტურგიას. სწორედ ამ დროს სოფელში ჩამოვიდა ეპისკოპოსი, რომელსაც თან ჰქონდა წმინდა ბარძიმი და ლიტურგიისთვის საჭირო სხვა დანარჩენი ჭურჭელი. მიუხედავად იმისა, რომ მღვდელმთავარს არ ჰქონდა საკურთხეველი, მან მარისთვის მაინც აღასრულა ღვთისმსახურება, დიაკვნის ხელებში. ეპისკოპოსმა აზიარა წმინდანი.
წმინდა მარი მგალობელი 90 წლისა მშვიდად მიიცვალა.
...................................
ხატის წყარო
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი