ღირსი პოპლი ასური მეოთხე საუკუნის წმინდანი გახლავთ. იგი მდინარე ევფრატზე მდებარე ქალაქ ზევგმაში მდიდარი სენატორების ოჯახში დაიბადა.
მშობლების გარდაცვალების შემდეგ პოპლიმ მთელი ქონება გლახაკებს დაურიგა, თავად კი ქალაქ ზევგმიდან ხუთნახევარი კილომეტრის დაშორებით მდებარე მაღალ მთაზე გამოქვაბულში დაეყუდა. აქ პოპლი მთელ დროს უფლის მსახურებაში ატარებდა, ლოცულობდა, ფსალმუნებს კითხულობდა, ფიზიკურად შრომობდა და მნახველებსაც გულღიად ხვდებოდა.
ბევრს სურდა დარჩენილიყო მასთან და ასკეტურ ცხოვრებაში მიებაძა. პოპლი თანხმდებოდა ბერობის მსურველებს და კელიებს უშენებდა მათ. გავიდა დრო, საძმო გაიზარდა. ღირსმა პოპლიმ ასურეთის უდაბნოში ორი სავანე დააარსა: ერთი ბერძნებისათვის, მეორე კი ასურელებისათვის.
ღირსი მამა გარდაიცვალა 380 წელს.
..........................
ხატის წყარო
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი