ღირსი დიონისე XVI საუკუნეში მოღვაწეობდა. იგი ოლიმპოს მთაზე ელია წინასწარმეტყველის სახელობის მონასტრის დამაარსებელი გახლდათ.
მისი ღვთივრჩეულობა ბავშვობაშივე გაცხადდა ზეციური სასწაულით: მისი აკვნის თავზე ჯვარი გაბრწყინდა. მომავალმა წმინდანმა სიყრმიდანვე შეიყვარა საღმრთო წიგნების კითხვა და ლოცვა, მშობლების სიკვდილის შემდეგ კი ათონის მთას მიაშურა და ბერად აღიკვეცა.
მკაცრი მოღვაწეობით გამორჩეული მოღვაწე ათონზე მალე დიაკვნად აკურთხეს, შემდეგ კი მღვდლადაც დაასხეს ხელი. ღირს მამასთან მრავალი მონაზონი მოდიოდა რჩევა-დარიგების მოსასმენად და ისიც დაუზარებლად მოძღვრავდა ყველას. როცა ფილოთეოსის სავანის იღუმენი გარდაიცვალა, ძმების თხოვნით, წინამძღვრობა დიონისემ იტვირთა; მაგრამ გამოჩნდნენ ისეთებიც, რომლებსაც არ მოეწონათ ეს არჩევანი და ბერებში შუღლი და მტრობა ჩამოვარდა.
წმინდა მამა ყველაფერზე მაღლა მშვიდობასა და ურთიერთსიყვარულს აყენებდა, ამიტომ ნებით გადადგა იღუმენობიდან და ჯერ ქალაქ ბერიას მიაშურა, შემდეგ კი ოლიმპოს მთას. აქ მან ელია წინასწარმეტყველის სახელობის სავანე დააარსა, რომლის წესდებაც თვითონ შეადგინა.
ღვთივსათნო მოღვაწეობისთვის ღირს დიონისეს სასწაულთქმედების ნიჭი მიემადლა. იგი გარდაიცვალა ღრმა მოხუცებულობაში და ოლიმპოზე თავისსავე სავანეში დაკრძალეს.
ხატის წყარო
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი