ღირსი გენადი XVI საუკუნის მოღვაწეა. იგი წარმოშობით ლიტველი გახლდათ. ერისკაცობაში მას გრიგოლი ერქვა. დიდგვაროვან ოჯახში იზრდებოდა.
გრიგოლს ბავშვობიდან უყვარდა ღმერთი, ეკლესიაში სიარული და უბრალო ადამიანებთან ურთიერთობა. ბევრ დროს ატარებდა გლეხებთან. ერთხელ გაბრაზებულმა დედამ უთხრა:
- იკმარე ეკლესიაში სიარული და დანარჩენი თავისუფალი დრო გაატარე სახლში, იურთიერთე მხოლოდ ჩვენი წრის ხალხთან.
გრიგოლმა უპასუხა, რომ მისი ასაკის ბავშვების ცარიელი გართობა და მაღალი წრის ადამიანებთან ურთიერთობა არ მოსწონდა და სულიწმიდის მიერ ნაკარნახევი გზით სურდა სიარული.
გენადის უნდოდა, მიეტოვებინა კათოლიკური სამყარო და რუსეთის მართლმადიდებელ მიწაზე ეცხოვრა. დიდი წვალებით ჩააღწია მოსკოვამდე, იქ დაუმეგობრდა თეოდორეს, რომელსაც მასავით ბერობა სურდა. ჭაბუკები მივიდნენ წმინდა ალექსანდრე სვირელთან, რომელმაც თეოდორეს ერში დარჩენა ურჩია, გრიგოლს კი - ბერად აღკვეცა კომელის მონასტერში. გრიგოლი ასეც მოიქცა. მონასტერში ის დაემოწაფა ღირს კორნელის, ბერად შედგა გენადის სახელით.
სულიერ მოძღვართან ერთად დააარსა მონასტერი სურის ტბის ახლოს. თავად ისევ კომელის მონასტერში აგრძელებდა ცხოვრებას. ღვთივსათნო ცხოვრებით ღირსმა მამამ ისე გაითქვა სახელი, რომ თვით მეფე ივანე მრისხანემ მიიწვია სასახლეში და ქალიშვილი მიაბარა აღსაზრდელად. უფალს მიაბარა სული 1565 წლის 23 იანვარს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი