ნოლას ეპისკოპოსისი წმინდა პავლინე - 23 (05.02) იანვარი.
ნოლას ეპისკოპოსისი წმინდა პავლინე  -   23 (05.02) იანვარი.
ღვთის კაცი პავლინე წარმოშობით აკვიტანიიდან (ახლანდელი საფრანგეთი) იყო. ეს მეტად გულმოწყალე და ღვთისმოშიში ადამიანი საერო ცხოვრებაში რომის იმპერატორის ერთ-ერთი სენატორი გახლდათ. მისი მეუღლე, ტარასია, ქმრის მსგავსად მეტად ღვთისნიერი იყო. მოწყალებას უხვად გასცემდნენ, ყველას ეხმარებოდნენ, თავად კი დიდ გაჭირვებაში ცხვრობდნენ. ერთხელაც ვიღაც გლახაკმა მოწყალება ითხოვა. ცოლ-ქმარს აღარაფერი ჰქონდა ერთი პურის გარდა. ნეტარმა პავლინემ ცოლს უთხრა, რომ პური მათხოვრისთვის მიეცათ.

- ჩვენ ღმერთი დაგვეხმარება, ჩვენ კი უფლის სახელით გლახაკებს მივცეთ მისივე ბოძებული.

ტარასიამ პური არ მისცა მათხოვარს, რადგან მეტი სადილად არაფერი ჰქონდათ. ამ დროს პავლინესთან მისი მდიდარი მეგობრის მსახური მივიდა და მოახსენა, რომ ბატონს ხომალდით დიდძალი საკვები გამოეგზავნა პავლინესთვის, მაგრამ გემი ჩაძირულიყო. ამის გაგონებაზე სენატორი ცოლს მიუბრუნდა და უთხრა:

- ხედავ, რა მოხდა. შენ რომ ის უკანასკნელი პური მათხოვრისთვის მიგეცა, ხომალდი არ დაიღუპებოდა. სიხარბის გამო ბევრი კარგავს თავის ქონებას.

ამის შემდეგ, რაც კი გააჩნდათ, მიატოვეს და იტალიაში გადავიდნენ საცხოვრებლად, სადაც ერთი პატარა მამული ჰქონდათ. ქალაქ ნოლაში დასახლდნენ, წმინდა მოწამე ფელიქსის საფლავის სიახლოვეს. უფალს ემსახურებოდნენ და ცდილობდნენ, ყველასთვის შეუმჩნეველი ყოფილიყვნენ. მისი კეთილშობილება და გულმოწყალება შეუმჩნეველი არ დარჩენიათ იქაურებს. მიუხედავად პავლინეს წინააღმდეგობისა, აიძულეს, რომ ნოლას ეკლესიის წინამძღვარი და ეპისკოპოსი გამხდარიყო. (ეს მოხდა 409 წელს. მანამდე 393 წელს ბარსელონაში პრესვიტერი იყო). ბრძნულად და ერთგულად ემსახურებოდა საქმეს, "როგორც ერთგული და გონიერი მნე, რომელსაც დააყენებს ბატონი თავის მსახურებაზე" (ლუკ. 12:42). მხოლოდ სულიერი მწყემსი არ იყო. ის თავის მრევლს ასწავლიდა, მოძღვრავდა, ცდილობდა, თითოეული ჭეშმარიტების გზაზე დაეყენებინა; ქვრივ-ობლებს, გლახაკებს ეხმარებოდა; საკვებით, ტანსაცმლით ამარაგებდა. იმ წლებში იტალიას ვანდალები (გერმანული წარმოშობის ხალხი) ესხმოდნენ თავს და აწიოკებდნენ. მრავალი სოფელი და ქალაქი დაცარიელდა. ვანდალებმა ნოლამდეც მიაღწიეს, იქაურობა ააოხრეს, მოსახლეობის დიდი ნაწილი კი ტყვედ წაიყვანეს. მაშინ ეპისკოპოსმა პავლინემ, რაც კი გააჩნდა, ყველაფერი გაიღო, რომ ტყვეები გამოესყიდა. მომხვდურები არაადამიანურად აწამებდნენ ადგილობრივებს და ითხოვდნენ, რომ მიწაში ჩამარხული განძი ეჩვენებინათ. ეპისკოპოსი მთელი გულით ევედრებოდა უფალს: "ღმერთო, გევედრები, ისე გააკეთე, რომ ოქრო-ვერცხლის გამო მაწამონ. შენ ხომ იცი, რომ ჩემი ავლა-დიდება ღატაკების ხელში გადავმალე".

ერთხელ მასთან საბრალო ქვრივი მივიდა ტირილით:

- ჩემი ვაჟი ტყვედ წაიყვანეს ვანდალებმა. გავიგე, რომ ვანდალების მეფესთან არის ამჟამად აფრიკაში. გთხოვ, რამე მიწყალობე, რომ შვილი გამოვისყიდო, რადგან ის არის ჩემი ერთადერთი იმედი.

ღვთის კაცმა ყველა კუნჭული გადაჩხრიკა, რომ ქალისთვის რაიმე ღირებული მიეცა, მაგრამ ვერაფერი ნახა და თქვა:

- არაფერი გამაჩნია, ჩემი თავის გარდა. წამიყვანე, როგორც მონა. გამყიდე და შენი შვილი გამოისყიდე.

ქალმა იფიქრა, ალბათ დამცინისო, მაგრამ ეპისკოპოსმა დაარწმუნა, რომ მართალს ეუბნებოდა და დაითანხმა. მაშინვე აფრიკისკენ გასწიეს და ვანდალების მეფის სიძის სასახლის ჭიშკარის წინ გაჩერდნენ. დიდებული ეზოდან რომ გამოვიდა, ქვრივი ფეხებში ჩაუვარდა და ტირილით ევედრებოდა, შვილის დაბრუნებას. ბარბაროსს მისი მოსმენაც არ სურდა. მაშინ ქალმა პავლინეზე მიუთითა და უთხრა:

- ჩემი შვილი ამ კაცში გამიცვალე. გამოიჩინე გულმოწყალება. მის გარდა არავინ მყავს.

დიდებულმა ჰკითხა:

- რა ხელობა იცი?

წმინდა პავლინემ უპასუხა:

- არანაირი ხელობა არ ვიცი. ბაღის გაშენება შემიძლია მხოლოდ.

დიდებულს გაუხარდა, რადგან სწორედ მებაღე ჭირდებოდა და ქვრივს შვილი დაუბრუნა. დედა-შვილი შინ დაბრუნდა, წმინდა პავლინე კი დარჩა და ბაღში მუშაობდა. მისი ბატონი ხშირად მიდიოდა ბაღში და მებაღესთან დიდხანს საუბრობდა. ნახა, რომ მეტად ბრძენი ადამიანი იყო, ხშირად მეგობრებსაც ტოვებდა, რათა წმინდა კაცთან სხვადასხვა თემაზე ესაუბრა. ნეტარი პავლინე ყოველდღე მოართმევდა საკუთარი ხელით მოწეულ ბოსტნეულს, სანაცვლოდ პურს იღებდა და საქმეს უბრუნდებოდა.

ერთხელ ბატონთან საუბრისას, თქვა:

- სადღაც აპირებ გამგზავრებას. შენი სიმამრი, ამ ქვეყნის მეფე, უეცრად გარდაიცვლება, შენ თუ ამ დროს სამეფოში არ იქნები, ძალაუფლებას სხვა ჩაიგდებს ხელში.

ბატონს დიდად გაუკვირდა, ეს სიტყვები რომ მოისმინა, მაშინვე თავის სიმამრთან გაეშურა და ყველაფერი უამბო.

მეფე დაეჭვდა და ბრძანა:

- იმ კაცის ნახვა მსურს.

სიძემ უთხრა:

- ვბრძანებ, რომ ბოსტნეული მოგართვას ტრაპეზზე და ნახავ მას.

მეფე სადილობას რომ შეუდგა, დარბაზში პავლინე შევიდა და ბოსტნეული მიართვა. მის დანახვაზე მეფე აფორიაქდა, სიძე იხმო და საიდუმლო გაუმხილა, რასაც საგულდაგულოდ მალავდა:

- სიმართლეა, რაც ამ კაცმა თქვა: - ღამით მესიზმრა, თითქოს ტახტებზე დიდებულები დასხდნენ და მასამართლებდნენ. სასამართლოს ძალით, ძალაუფლება ჩამომართვეს. ჰკითხე, ვინ არის. არა მგონია, უბრალო ადამიანი იყოს.

მეფის სიძე ნეტარ პავლინეს მიუბრუნდა და ჰკითხა:

- ვინ ხარ?

ღვთის კაცმა უპასუხა:

- შენი მონა, რომელიც ქვრივის ვაჟში გაცვალე.

დიდებული აფიცებდა და ეკითხებოდა, ვინ იყო თავის ქვეყანაში? ნეტარმა კაცმა დაჟინებულ გამოკითხვას ვერ გაუძლო, თანაც ტყუილის თქმა ვერ გაბედა და გამოტყდა, რომ ეპისკოპოსი იყო. ბატონი ამის გაგონებაზე შეშინდა და უთხრა:

- რაც გინდა მთხოვე, შემდეგ კი ძვირფასი ძღვენით დაგაბრუნებ სამშობლოში.

ღვთის კაცმა ამაზე თქვა:

- ერთი კეთილი საქმის გაკეთება შეგიძლია და ჩემი თხოვნაც ეგ იქნება გაათავისუფლე ყველა ტყვე ჩემი ქვეყნიდან წამოყვანილი და სამშობლოში დააბრუნე.

დიდებულის ბრძანებით, მთელ აფრიკაში მოძებნეს ქრისტიანები და წმინდა პავლინეს მიჰგვარეს. ნეტარი მოძღვარი თავისი სამწყსოს ცხვრებთან ერთად გაისტუმრეს სამშობლოში, თან ძვირფასი ძღვენი გაატანეს. რამდენიმე დღის შემდეგ ვანდალების მეფე მართლაც მოკვდა, ტახტი კი მისმა სიძეს დაიკავა. თავისი მონობით მრავალი ადამიანი გაათავისუფლა ნეტარმა მამამ. მას შემდეგ მრავალი წელი იციცხლა და როგორც კეთილ მწყემსს შეეფერება, უამრავ სასიკეთო საქმეს აკეთებდა თავისი სულიერი შვილებისთვის.

წმინდანი გარდაიცვალა 431 წლის 22 ივნისს. მისი წმინდა ნაწილები დაბრძანებულია რომში, წმინდა ბართლომეს სახელობის ეკლესიაში. დაცულია მისი 35 ჰიმნი და 50-მდე წერილი, სადაც ლაპარაკია ქრისტიანული სრულყოფილების მნიშვნელობაზე, თუ რამდენად აუცილებელია ღვთის და მოყვასის სიყვარული. ჩამოყალიბებულია ცოლ-ქმრის ვალდებულებები, გაანალიზებულია პირველი ცოდვა, ლოცვის მნიშვნელობა გარდაცვლილთა სულებისთვის და სხვა მრავალი საკითხი. მის სახელთან არის დაკავშირებული საეკლესიო ზარების შექმნაც.


ხატის წყარო

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat