წმინდა თეოდორე წმინდანთა მიბაძვით მკაცრ მარხვას ინახავდა, ხშირად დადიოდა ტაძრებში და უხვად გასცემდა მოწყალებას.
როცა ასე ღვთივსათნო საქმეებით გაძლიერდა, მან სალოსობის ღვაწლი იტვირთა. სიცოცხლის ბოლომდე სავსებით უპოვარი იყო, თავისი კუთხე არ ჰქონდა და არც თბილი სამოსი. მარხვით მოუძლურებული, ნოვგოროდელთა მიცემულ ფულს გლახაკებს ურიგებდა. ღამით კი წმინდა თეოდორე მიმოივლიდა ნოვგოროდის ტაძრებს და მხურვალედ ლოცულობდა ქალაქისთვის. მისმა ლოცვამ ბევრჯერ დაიხსნა ქალაქი მტრებისგან. ის არ ერიდებოდა და ამხილებდა ნოვგოროდელებს ცოდვებში. წმინდანმა ღვთისაგან დაფარულმცოდნელობის და წინასწარმეტველების მადლი მიიღო. მას უფლის ანგელოზი გამოეცხადა და გარდაცვალების ჟამი აუწყა. წმინდა თეოდორე 1392 წლის 19 იანვარს გარდაიცვალა. მისი სხეული კი წმინდა გიორგის ტაძარში დაკრძალეს.
ხატის წყარო
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი