ღირსი მელეტი აღმსარებელი, გალისიელი - 19 (01.02) იანვარი
ღირსი მელეტი აღმსარებელი, გალისიელი - 19 (01.02) იანვარი
ღირსი მელეტი შავი ზღვის სანაპიროზე დაიბადა, დაახლოებით 1209 წელს, ცნობილი მთავარსარდლის ოჯახში. ერთხელაც საღმრთო ხილვის შემდეგ მან დატოვა მშობლები, ქონება, რაც მთავარია, სამშობლო და ფიცხელ ზამთარში ფეხით დაადგა წმინდა მიწისკენ მიმავალ გზას. სინას მთაზე მელეტი მონაზვნად აღიკვეცა.

კვირეების განმავლობაში არ იღებდა საკვებს და მთელ ღამეებს ლოცვაში ატარებდა. რითიც ძმათა აღფრთოვანება დაიმსახურა, ამიტომაც მან გადაწყვიტა ამაო დიდებას დამალვოდა. უფლისაგან იგი ღირსი შეიქნა დიდ შაბათს, მაცხოვრის საფლავთან მადლმოსილი ცეცხლის გარდამოსვლა ეხილა.

შემდეგ წმინდა მელეტიმ მწირობის ღვაწლი იტვირთა, შრომისმოყვარე ფუტკარივით ყველგან აგროვებდა სათნოებათა ნექტარს. იცხოვრა ეგვიპტეში, ასურეთში, დამასკოში, ლატრიის მთაზე, ლატრიის მონასტერში, ბოლოს იგი გალისიის მთაზე მდებარე წმინდა ლაზარეს მონასტერში დაბინავდა, იქ მან სულიერი მოძღვარი ჰპოვა და მის ხელთაგან ანგელოზის დიდი სქემა შეიმოსა. წმინდა მელეტი სრული მორჩილებით და სიყვარულით ემსახურებოდა ძმებს. ამასთან დიდად მოსაგრეობდა. ხანდახან დაეყუდებოდა ხოლმე და ორმოცი დღე საკვების გარეშე რჩებოდა.

ერთხელ ქრისტე მაცხოვარი გამოეცხადა და ჭეშმარიტი რწმენის დასაცავად კონსტანტინოპოლში წასვლა უბრძანა. მართლმადიდებლობას საფრთხე დაემუქრა ლათინებთან იმპერატორ მიქაელ VIII-ს (1259-1282) კომპრომისული ხელშეკრულების გამო. როგორც კი ღვთის მადლით გაბრწყინებული მოსაგრე კონსტანტინოპოლში ჩავიდა, ძალდაუტანებლად თავისკენ მრავალი მორწმუნე მიიზიდა. ისინი მისი სიწმინდით აღფრთოვანდებოდნენ და ბევრ სიკეთეს იღებდნენ მისი დამოძღვრით. ღირსმა მელეტიმ კვლავ ვერ დაითმინდა ამგვარი ქება-დიდება და მეზობლად მდებარე მთაზე განმარტოვდა და ჩვეულებისამებრ გააგრძელა მოსაგრეობა.

თუმცა აქაც ვერ მოახერხა ღვთისთვის სასურველი საქმეების დაფარვა. ხალხმა მასთან ჯგუფ-ჯგუფად იწყო მისვლა და წმინდა მელეტიც სიყვარულით აღძრული შუამავალი გახდა მათსა და ღმერთს შორის, სიყვარულს აფრქვევდა მათზე და სასწაულებს აღასრულებდა.

რაღაც დროის შემდეგ მიქაელ VIII-მ და პატრიარქმა იოანე ვეკამ იმ ქრისტიანების დევნა დაიწყეს, რომლებიც ლათინებთან უნიას ეწინააღმდეგებოდნენ. ღირსმა მელეტიმ უყოყმანოდ დატოვა უდაბნო, მთელი ბითვინია შემოიარა, იგი ქრისტიანებში განამტკიცებდა მართალ რწმენას და ამხილებდა ერესს. წმინდა ავქსენტის მთის გადავლისას წმინდა მელეტიმ იქ რამდენიმე სკიტი დააარსა. მას ერთხელ წმინდა ავქსენტი გამოეცხადა და ამცნო, რომ მალე იგი წმინდა სტეფანე ახალივით (ხსენება 28 ნოემბერს) რწმენის აღმსარებელის გვირგვინით შეიმკობოდა.

ამის მერე წმინდა მელეტი თავის თანამოსაგრე გალაქტიონ გალასიელთან ერთად სამეფო კარის წინაშე წარდგა. მათ მხნედ ამხილეს იმპერატორი მართლმადიდებელი სარწმუნოებისა და მოციქულთა ტრადიციების ღალატში. წმინდანები საპყრობილეში ჩაყარეს, გაშოლტვის შემდეგ კუნძულ სკიროსზე გადაასახლეს. იქიდან წმინდა მელეტი რომში ჩაიყვანეს, სადაც ის ლათინ ღვთისმეტყველებს ეკამათა, რისთვისაც წმინდანი შვიდი წლით საპყრობილეში ჩააგდეს, შემდეგ კი კვლავ კუნძულ სკიროსზე დააბრუნეს და ბნელ კაზმატში ჩაამწყვდიეს. ქრისტეს აღმსარებლებს მთელი მართლმადიდებლური სამყარო უჭერდა მხარს და მათი იმედი ჰქონდათ. ამიტომაც იმპერატორმა წმინდა მამები თავისთან მიაყვანინა და რადგანაც უნიის მხარდაჭერაზე უარი განაცხადეს, მათი წამების ბრძანება გასცა, წმინდა მელეტი ხეზე ჩამოკიდეს, რომელიც იმავე წამს გაყვავილდა და ენა მოჰკვეთეს. წმინდა გალაქტიონს კი თვალები დათხარეს. თუმცა ამან ხელი ვერ შეუშალა წმინდანებს, პირველი ძველებურად ქადაგებდა წმინდა სამების ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე, ხოლო მეორე საღმრთო ლიტურგიას ატარებდა.

იმპერატორ მიქაელის სიკვდილის შემდეგ (1282), როცა ტახტზე პატრიარქი იოსები ავიდა, წმინდა მელეტიმ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მართლმადიდებლობის აღდგენაში. წმინდა მელეტი მოხუცდა, მიუხედავად ამისა, ძველებურად მოსაგრეობდა და ბოლო სამი წელი მცირე რაოდენობის ბოსტნეულით იკვებებოდა, როცა გარდაიცვალა (1286), სახე მზესავით გაუბრწყინდა. წმინდა მოწამის სხეული უხრწნელი დარჩა და მისგან მრავალი სასწაული აღესრულა.

ხატის წყარო

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat