წმინდა კირილე ალექსანდრიელი (+444) - 09 (22) ივნისი
წმინდა კირილე ალექსანდრიელი (+444) - 09 (22) ივნისი
წმინდა კირილე ქალაქ ალექსანდრიაში დაიბადა დაახლოებით 375 წელს ღვთისმოშიში ქრისტიანების ოჯახში. მისი დედი ძმა თეოფილე ალექსანდრიის პატრიარქი გახლდათ, იგი წმინდა იოანე ოქროპირის განდევნაში მონაწილეობდა.

წმინდა კირილემ კარგი საერო განათლება მიიღო, სრულყოფილად შეისწავლა ელინური საერო სიბრძნე და ღრმად განისწავლა ფილოსოფიაშიც, მაგრამ უფრო მეტად საღმრთო წერილის შესწავლასა და ქრისტიანული ჭეშმარიტებების შეცნობას ესწრაფვოდა. ჯერ კიდევ სრულიად ჭაბუკი კირილე ნიტრიის მთებში მდებარე წმინდა მაკარის მონასტერში დაემკვიდრა, სადაც ექვსი წელი დაჰყო. ბიძამისი პატრიარქი თეოფილე ხედავდა მის კეთილკრძალულ ცხოვრებას, განსწავლულობას, ღვთისმოშიშებას იგი დიაკვნად აკურთხა და ქადაგებების წარმოთქმა დაავალა. პატრიარქ თეოფილეს გარდაცვალების შემდეგ წმინდა კირილე ერთხმად აირჩიეს ალექსანდრიის პატრიარქად და 32 წლის მანძილზე ბრძნულად მწყსიდა მიბარებულ ქრისტეს ფარას. პატრიარქად გახდომისთანავე იგი ბრძოლას შეუდგა მის სამწყსოში გავრცელებული ნავოციანის ერესის წინააღმდეგ, რომელიც ასწავლიდა, რომ დევნულობის დროს მართლმადიდებლობისგან განმდგარ ქრისტიანებს არ ჰქონდათ დედა ეკლესიაში დაბრუნების უფლება. ნოვაციანელები მრავალ ისეთ საქმეს სჩადიოდნენ მართლმადიდებლობას რომ ეწინააღმდეგებოდა. პატრიარქმა ერეტიკოსები სიტყვით რომ ვერ დაარწმუნა, მაშინ ისინი თავიანთ ეპისკოპოს თეომპეპტესთან ერთად ალექსანდრიიდან გააძევა.

ეკლესიისთვის არანაკლებ საშიშ მტრებს წარმოადგენდნენ იუდეველები, რომლებიც მრავლად ცხოვრობდნენ ალექსანდრიაში. მათ სძულდათ უფალი ჩვენი იესო ქრისტე და ცხადად თუ ფარულად მტრობდნენ ქრისტიანებს. ქალაქში ხშირად აწყობდნენ მღელვარებებს და მათ უამრავი ქრისტიანი მოკლეს. წმინდანმა სინაგოგის მთავარნი მოიწვია, მაგრამ ისინი მღვდელმთავრის შეგონების მიღების ნაცვლად უფრო გაბოროტდნენ. ალექსანდრიაში წმინდა ეპისკოპოს ალექსანდრეს სახელზე აგებული იყო მშვენიერი ტაძარი. და ერთხელ, ღამით, იუდეველებმა მზაკვრულად ყვირილი ატეხეს ალექსანდრეს ტაძარი იწვისო, უიარაღო ქრისტიანები ქუჩაში გამოვარდნენ და ტაძრისკენ გაიქცნენ, მათ ქუჩაში დახვდაათ შეიარაღებული იუდეველები და ქრისტიანთა სისხლით მორწყეს ალექსანდრიის ქუჩები. როცა მწუხარების ელდამ გადაიარა, წმინდა კირილემ სამართლის ძებნა დაიწყო, მაგრამ ქალაქის ეპარქი, მიუხედავად გარეგნული ქრისტიანობისა, იუდეველებს უჭერდა მხარს. მაშინ წმინდა კირილე მრავალ ქრისტიანთან ერთად გაემართა იუდეველთა თავყრილობისკენ და უკლებლივ ყველა იუდეველი განდევნა ქალაქიდან. ორესტე ამაზე განრისხდა და პატრიარქის ნათესავების დასჯას შეუდგა. პატრიარქი იმპერატორ თეოდოსი უმცროსს წერილებს უგზავნიდა, ორესტეც თავის მხრივ შიკრიკებს აფრენდა მეფესთან. მაგრამ, იუდეველთა დანაშაული იმდენად ცხადი იყო, რომ ხელმწიფემ წმინდა კირილეს დაუჯერა და იუდეველებს ცხოვრება ალექსანდრიაში აუკრძალა.

იმ დროს ალექსანდრიაში ერთი ქალწული ცხოვრობდა - ჰიპათია ერქვა. მიუხედავად ახალგაზრდობისა იგი თავისი სიბრძნით ყველა თანამედროვე ფილოსოფოსს აღემატებოდა. ალექსანდრიაში ყველა მხრიდან ჩამოდიოდნენ ჰიპათიას სანახავად და მოსასმენად. მასთან რჩევისთვის დადიოდნენ როგორც საერო პირნი, ისე სასულიერონი. ჰიპათიას პატრიარქის და ეპარქიის შერიგება სურდა, წმინდა პატრიარქსაც შერიგება ეწადა, მაგრამ უზნეო ეპარქი წინააღმდეგი იყო. ერთხელ როცა ჰიპათია საიდანღაც შინ ბრუნდებოდა, მის ეტლს გამძვინვარებული იუდეველები დაესხნენ, წმინდა ქალწული ცემით მოკლეს, ნაკუწ-ნაკუწ აქციეს და კინაროსად წოდებულ ადგილას დაწვეს. ამ ამბავმა ხალხი აღაშფოთა, ძალზე დაიძაბა სიტუაცია. ნიტრიის მთიდან ხუთასამდე ბერი გამოემართა პატრიარქის დასაცავად. გზად ეპარქს გადაეყარნენ და მას წარმართი და ელინი უწოდეს. ერთმა ბერმა მას ქვა ესროლა და თავი გაუტეხა. ეპარქის მსახურებმა ვინმე ბერი ამონა შეიპყრეს. ეპარქი ბერების ამხედრებას პატრიარქს აბრალებდა. ამიტომ საწყალი ბერი ამონა წამებით მოაკვლევინა. წმინდა კირილემ ის პატივით დააკრძალინა.

ამასობაში ქალაქიდან გაძევებულმა იუდეველებმა გასართობად, ქრისტესა და მის მორწმუნეთა შესაგინებლად ჯვარი აღმართეს, ზედ თოკებით მიაკრეს ვინმე ქრისტიანი ყრმა, მას აგინებდნენ, აფურთხებდნენ, დასცინოდნენ. ბოლოს უმოწყალოდ სცემეს და წამებით მოკლეს. წმინდა კირილემ ამის შესახებ იმპერატორს შეატყობინა, მანაც თუმცა დაგვიანებით, სამართლიანი განკარგულება გასცა: იუდეველთა მთავრები, ვინც დამნაშავეებს ხელმძღვანელობდა სიკვდილით დასაჯა, ხოლო ეპარქი თანამდებობიდან გადააყენა.

წმინდა კირილეს წარმართებთან ბრძოლაც მოუხდა. ალექსანდრიის მეზობელი სოფლის, კონოპის მახლობლად - ნასოფლარ მანუთინში, ძველი საკერპე ბომონი იდგა, სადაც დემონები იყვნენ დაბუდებულნი. ჯერ კიდევ ბიძამისს სურდა ამ ადგილის გაწმენდა. როცა კირილე პატრიარქად აირჩიეს, გადაწყვიტა მისი სურვილი აესრულებინა. უფალს სთხოვა, მასწავლე როგორ გავდევნო დემონები ამ ადგილიდანო და მას უფლის ანგელოზი გამოეცხადა და უბრძანა მანუთინში წმინდა კვიროსის და იოანეს ნაწილები მიებრძანებინა. წმინდანი ასეც მოიქცა, უვერცხლო მკურნალთა კვიროსისა და იოანეს სახელზე მანუთინში მართლმადიდებლური ტაძარი ააგო და მასში მათი უხრწნელი ნაწილები გადაასვენა.

სწორედ ამ პერიოდში წარმოიშვა და გაძლიერდა ახალი ერესი - ნესტორიანობა.

კონსტანტინოპოლში პატრიარქ სისინიოსის გარდაცვალების შემდეგ 428 წელს კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსად ანტიოქიელი ხუცესი ნესტორი აირჩიეს. ცხოვრების მკაცრი წესისა და ერესების მიმართ შეურიგებლობის გამო ქრისტიანულ სამყაროში მას დიდ პატივს სცემდნენ. გარდა ამისა, ნესტორი განსწავლულობითა და მჭევრმეტყველებითაც იყო ცნობილი. თავის ერთ-ერთ პირველ ქადაგებაში მან მეფეს ასე მიმართა: "მომეცი მე ქვეყანა, ერეტიკოსთაგან განწმენდილი, და მე შენ ზეციურ სასუფეველს მოგცემ. შემეწიე მე ერესების აღმოფხვრაში და მე შენ სპარსელებთან ბრძოლაში შეგეწევი". არიოზელებს და სხვა ცრუ სწავლებათა მიმდევართ ნესტორი მკაცრად დევნიდა. საეკლესიო წესებიდან უმცირეს გადახვევასაც კი დაუნდობლად ამხილებდა და კიცხავდა.

ერთხელ მთავარეპისკოპოსის მოდასე ერთ-ერთმა მღვდელმა ქადაგებისას ეჭვი გამოთქვა - სწორად უწოდებენ თუ არა ყოვლადწმინდა მარიამს ღვთისმშობელსო. ქადაგებამ მსმენელნი გააკვირვა: ყველა ელოდა, რომ ნესტორი მღვდელს საკადრის პასუხს გასცემდა, მაგრამ პირიქით მოხდა: რამდენიმე ხნის შემდეგ მთავარეპისკოპოსმა მღვდლის სიტყვები დაადასტურა და განმარტა, რომ ყოვლადწმინდა ქალწულს არა ღვთისმშობელი, არამედ ქრისტესმშობელი უნდა ეწოდებოდეს, რადგან მან არა ღმერთი, არამედ ჩვეულებრივი ადამიანი შვა, რომელსაც შემდეგ მისი წმინდა ცხოვრების გამო ღმრთეება შეუერთდა. ძე ღმრთისას, რომელიც დაუსაბამოდ შობილია მამისაგან, არ შეეძლო დაბადებულიყო დროში. რამდენადაც ღმრთეებრივი და კაცობრივი ბუნება განყოფილია, ამიტომ მუცელქმნულებაზე საუბარი მხოლოდ კაც-ქრისტესთან და არა ძე ღმრთისასთან დაკავშირებითაა შესაძლებელი. რადგანაც, ნესტორის აზრით, ყოვლადწმინდა მარიამისგან იშვა არა თვითონ ღმერთი, არამედ სამოსელი, რომელსაც ძე ღმერთი უნდა შეემოსა, იგივე ტაძარი, რომელშიც ძე ღმრთისა უნდა დამკვიდრებულიყო, შესაბამისად, ყოვლადწმინდა ქალწულიც ქრისტეს მშობელი იყო და არა ღმრთისმშობელი.

ამ მწვალებლობის მთავარი არსი იესო ქრისტეს, როგორც კაცობრიობის ცოდვისა და სიკვდილისაგან გამომხსნელის, უარყოფაში მდგომარეობს, რადგანაც მისი სწავლებით ჯვარზე არა ღმერთკაცი, არამედ მხოლოდ ადამიანი ევნო.

ნესტორის მსჯელობის მიხედვით, როცა მახარებლები და მოციქულები იესო ქრისტეს შესახებ ლაპარაკობდნენ, არა ერთ, არამედ ორ პირს აღწერდნენ. კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსის ცრუ სწავლებას ანტიოქიის ეპისკოპოსმა იოვანემ და იქაურმა საღმრთისმეტყველო სკოლამ დაუჭირა მხარი. ერეტიკოსებთან კამათის დროს მართლმადიდებლებს სათავეში წმინდა კირილე ალექსანდრიელი ჩაუდგა. იგი განცალკევებულ სიტყვას - იესო ქრისტეს ერთ პირად მოიაზრებდა, რომელშიც ორი ბუნება - ღმრთეებრივი და კაცობრივი ისე იყო შეერთებული, როგორც ადამიანში სული და ხორცი. რამდენადაც იესო ქრისტე მამისაგან შობილია უწინარეს ყოველთა საუკუნეთა ანუ დაუსაბამოდ, ამიტომ მისი შობა ქალწულისგან ისე კი არ უნდა გავიგოთ, რომ ძე ღმრთისა მეორედ იშვა, არამედ, რომ მან კაცობრივი ბუნება შეიერთა. ამდენად, ყოვლადწმინდა მარიამმა შვა ხორცთან შეერთებული ღმერთი (პიროვნულად), რომელიც ამ შეერთების შემდეგაც ერთ პირად - ერთ ჰიპოსტასად დარჩა.

დოგმატური საკითხების გარშემო ატეხილ კამათში რომის ეპისკოპოსი კელესტინეც ჩაერთო. რომში მოწვეულმა ადგილობრივმა კრებამ ნესტორს, იმ შემთხვევაში, თუკი იგი თავის ცრუ სწავლებას არ დაგმობდა, ჩამოგდება მიუსაჯა. კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსს იგივე განაჩენი გამოუტანა წმინდა კირილეს მიერ ალექსანდრიაში მოწვეულმა კრებამაც. კირილემ ნესტორს წერილი მისწერა და კრების სახელით გაუგზავნა დაწვრილებითი გადმოცემა ეკლესიის დოგმატისა, რომელსაც თან ერთვოდა თორმეტი ანათემატიზმი ცრუ სწავლების 12 პუნქტის წინააღმდეგ. ნესტორმა და მისმა მომხრეებმა ანათემატიზმები უარყვეს და კირილე ერესში დაადანაშაულეს. რადგან სადავო საკითხების საბოლოო გადაჭრა ვერც ალექსანდრიისა და ვერც რომის კრებებმა ვერ შეძლო, იმპერატორმა თეოდოსიმ გადაწყვიტა, მსოფლიო კრება მოეწვია ეფესოში. კრება ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში 431 წლის 7 ივნისს უნდა გახსნილიყო.

წმინდა კირილე და რამდენიმე სხვა ეპისკოპოსი ეფესოში კრების გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე ჩავიდნენ. ეფესოში ჩავიდა ნესტორიც, რომელმაც განაცხადა, მოკვლას მიპირებენო და მეფეს შეიარაღებული მცველები მოსთხოვა. იმპერატორმა კრებაზე თავისი წარმომადგენელი, წარჩინებული მოხელე, გაგზავნა წესრიგის დასაცავად. ეს მოხელე, ისევე როგორც ბევრი ეპისკოპოსი, ნესტორის მომხრე იყო.

დანიშნულ დღეს ეფესოში არც პაპისგან წარმოგზავნილი პირები, არც ანტიოქიის ეპისკოპოსი იოვანე და არც სხვა სირიელი ეპისკოპოსები არ ჩანდნენ, რადგან ცნობილი იყო, რომ იოვანეცა და სირიის ყველა ეპისკოპოსიც მხარს ნესტორს უჭერდნენ, ამიტომ გაჩნდა ეჭვი, რომ განზრახ იგვიანებდნენ, რათა ან ნესტორის განსჯაში არ მიეღოთ მონაწილეობა, ან თუ განსჯა მოხდებოდა, მისთვის წინააღმდეგობის გაწევის საბაბი ჰქონოდათ.

16 დღის უშედეგო ლოდინის შემდეგ ეპისკოპოსთა უმრავლესობამ კრების გახსნა გადაწყვიტა და თავმჯდომარედ კირილე აირჩია. სამჯერ მოიწვიეს ნესტორი, მაგრამ მან უარი განაცხადა - რამდენიმე ეპისკოპოსი აკლია და ამიტომ კრება უკანონოაო. ამ აზრზე იდგნენ იმპერატორის მოხელეცა და მისი მომხრე ეპისკოპოსებიც, მაგრამ რადგანაც უმრავლესობას კრების გახსნა მიზანშეწონილად მიაჩნდა, სხდომები მაინც დაიწყო. ნესტორს მისი არასწორი სწავლებისთვის ერთსულოვნად დასდეს ბრალი და ეპისკოპოსობა ჩამოართვეს. ეს დადგენილება საჯაროდ გამოაცხადეს და იმპერატორსაც აცნობეს. რამდენიმე დღის შემდეგ ეფესოში ანტიოქიის მთავარეპისკოპოსიც ჩამოვიდა სირიელ ეპისკოპოსებთან ერთად და რომის პაპის წარმოგზავნილებიც. რომის ეკლესიის უფლებამოსილმა პირებმა კრების გადაწყვეტილება კანონიერად ცნეს, ხოლო იოვანემ და მისმა თანამშრომლებმა ეპისკოპოსებმა - უკანონოდ და ამიტომ ნესტორსა და მის მომხრეებთან ერთად ცალკე კრება მოაწყვეს, რომელზეც ერეტიკოსად წმინდა კირილე გამოაცხადეს, მისთვის და ეფესოს ეპისკოპოსისთვის ხარისხის ჩამორთმევა დაადგინეს და დადგენილება იმპერატორს გაუგზავნეს როგორც გადაწყვეტილება თითქოსდა ჭეშმარიტი მსოფლიო კრებისა. თეოდოსი შექმნილ ვითარებაში ვერ გაერკვა და ორივე მხარის დადგენილებანი დაამტკიცა ანუ გადააყენა როგორც წმინდა კირილე, ისე ნესტორი. იმპერატორის საქციელმა კონსტანტინოპოლის მოსახლეობა აღაშფოთა. ბერების ჯგუფი, წმინდა მოღვაწე დალმაციუსის მეთაურობით, სასახლისაკენ გაემართა, რათა თეოდოსისათვის საქმის ხელახლა გადახედვა ეთხოვა. ბერებს ხალხიც გაჰყვა. მეფე შეჰპირდა მათ, ორივე მხარის წარმომადგენლებს მოვუსმენო. პასუხით გახარებული ხალხი 150-ე ფსალმუნის, "აქებდით ღმერთსა წმინდათა შორის მისთა", გალობით ეკლესიისკენ გაემართა. როცა დალმაციუსმა შეკრებილებს წმინდა კირილეს წერილი წაუკითხა, რომელშიც საქმის მთელი მსვლელობა იყო მოთხრობილი, ხალხში გაისმა შეძახილები: "ანათემა ნესტორს!" თეოდოსიმ მართლაც მიიწვია რვა-რვა ეპისკოპოსი ორივე მხრიდან და საქმის გულმოდგინე გამოძიების შედეგად გამარჯვება სიმართლემ იზეიმა: ნესტორის ცრუ სწავლება დაიგმო. ეფესოს კრების განსაზღვრებებს ორასზე მეტმა ეპისკოპოსმა დაუჭირა მხარი. ეს განსაზღვრებანი რვა წესისაგან შედგებოდა, რომელთაგან ერთ-ერთით აკრძალული იყო როგორც რწმენის ახალი სიმბოლოს შექმნა, ასევე რაიმე ცვლილების შეტანა ნიკეის სიმბოლოში. ეკლესიის დოგმატი ძე ღვთისას განკაცებაზე ასე იყო გადმოცემული:

"ვაღიარებთ, რომ უფალი ჩვენი იესო ქრისტე არის ძე ღმრთისა, სრული ღმერთი და სრული კაცი, სულით გონიერით და სხეულით; რომ იგი, როგორც ღმერთი, უწინარეს საუკუნეთა იშვა მამისაგან და შემდეგში ჩვენთვის და ჩვენი ხსნისათვის ქალწულისაგან მარიამისა იშვა როგორც კაცი; ასე რომ, მოხდა შეერთება ორი ბუნებისა, რის გამოც ერთ ქრისტესა და ერთ უფალს ვაღიარებთ".
წმინდა კირილე ალექსანდრიაში დაბრუნდა და მის ეკლესიას ვიდრე აღსასრულამდე (444 წ.) მართავდა. გარდა იმისა, რომ რამდენიმე შესანიშნავი თხზულება დაგვიტოვა, მას მიეწერება აგრეთვე შედგენა ლოცვისა ღმრთისმშობლისადმი: "ღმრთსმშობელო ქალწულო, გიხაროდენ". წმინდა კირილეს მიიჩნევენ ასევე შემდგენლად ჟამნის რიგისა დიდი პარასკევისთვის.

რაც შეეხება ნესტორს, რამდენიმე ხანი იგი ანტიოქიის მახლობლად ერთ-ერთ მონასტერში ცხოვრობდა, მაგრამ რადგან თავის ცრუ სწავლებაზე ხელი არ აიღო, ეგვიპტის უდაბნოში გაგზავნეს, სადაც საშინელი სიკვდილით აღესრულა. ზოგიერთი ისტორიკოსის მტკიცებით, მას ენაზე მატლები დაესია.

* * *

ბიძამისის, პატრიარქ თეოფილეს და მისი გარემოცვის ზეგავლენით წმინდა კირილეს არასწორი აზრი ჩამოუყალიბდა წმინდა იოანე ოქროპირზე (+407. ხს. 13 ნოემბერს). ალექსანდრიის პატრიარქი თეოფილე, წმინდანის ბიძა, იოანე ოქროპირის მოწინააღმდეგე იყო და თავმჯდომარეობდა კრებას, რომელმაც განსაჯა წმინდა მღვდელმთავარი. სიყმაწვილიდანვე ოქროპირის მოწინააღმდეგეთა გარემოცვაში მყოფ კირილეს, ბუნებრივია, რომ მცდარი აზრი შეექმნა მასზე.

კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ატტიკემ, რომელიც ნესტორამდე მწყემსმთავრობდა ეპისტოლეებით რამდენჯერმე მიმართა კირილეს და წმინდა იოანეს სახელის დიპტიქში შეტანას არწმუნებდა. თვითონაც ხომ თავის დროზე მტრობდა წმინდა იოანეს და მერე შეინანა. ასევე ღირსმა ისიდორე პელუსიოტმა (+დაახლ. 436-440; ხს. 4 თებერვალს) არაერთხელ მიმართა მღვდელმთავარს წერილობით. იგი შეაგონებდა, რომ ეკლესიის დიდი მამა წმინდანთა დიპტიხში შეეტანა. წმინდა კირილე ამ ეპისტოლეებმა დააფიქრეს და იოანე ოქროპირის წმინდანობაში ერთმა საშინელმა ხილვამ დაარწმუნა. ერთხელ, წმინდა კირილემ ძილში იხილა მშვენიერი ტაძარი და ტაძრის შუაგულში - თავად ღვთისმშობელი ანგელოზთა და წმინდანთა გუნდის თანხლებით, რომელთა შორის იოანე ოქროპირიც ბრწყინავდა. მღვდელმთავარს უნდოდა, მიახლებოდა ყოვლადწმინდა ქალწულს და თაყვანი ეცა მისთვის, მაგრამ ღირსი იოანე აყენებდა. მაშინ მარიამმა სთხოვა წმინდანს, შეენდო კირილესთვის, რომელმაც უმეცრების გამო სცოდა მის წინაშე. როცა შენიშნა, რომ ოქროპირი ყოყმანობდა, დაამატა: "შეუნდე ჩემი გულისთვის. მან ბევრი იღვაწა ჩემი ღირსების დასაცავად, ღვთისმშობელი მიწოდა და მადიდა ადამიანებს შორის". მაშინ იოანემ თქვა: "ყოვლადწმინდაო დედოფალო, შევუნდობ შენი მეოხებით", შემდეგ კი სიყვარულით გადაეხვია და გადაკოცნა წმინდა მღვდელმთავარი.

კირილემ შეინანა ღვთის სათნომყოფელი მამის სიძულვილი, ეგვიპტის ეპისკოპოსები შეჰყარა და დიდი ზეიმი გამართა იოანე ოქროპირის პატივსაცემად.

დიდადნაღვაწი ღვთის მღვდელმთავარი 444 წელს გარდაიცვალა.

* * *

აქვე გვსურს ერთი სასწაული გავიხსენოთ ჩვენი ერის ისტორიიდან:

VIII საუკუნე. ქართლი. წმინდა შიოს ხსენების დღეს მრავალი ადამიანი შეკრებილიყო მღვიმის მონასტერში, მათ შორის იყო მეფე, ყველა მთავარი და რა, თქმა უნდა, სარმიანე კათალიკოსი, ყველა ეპისკოპოსთან ერთად. იქვე იყვნენ ვიღაც თბილისიდან მოსული ეგვიპტელი, სარწმუნოებით იაკობიტები. ამათ როცა იხილეს, რომ კათალიკოსი მოვიდა, მივიდნენ მასთან და თავიანთი ქვეყნიდან მოტანილი ძღვენი მიართვეს, მისგან კურთხევა მიიღეს და სთხოვეს:

- წმინდაო მეუფეო, დღეს ღირსნი გაგვხადეთ, რომ თქვენი წმინდა ხელით ვეზიაროთ.

ხოლო კათალიკოსმა არ იკითხა მათი აღმსარებლობა და დიაკვანს უბრძანა, წირვის დროს ესენი ჩემთან მოიყვანეო. ჟამისწირვაზე მივიდნენ ეგვიპტელები და კათალიკოსმა სარმიანემ ისინი თავისი ხელით აზიარა.

ეკლესიიდან როცა გამოვიდნენ, მეფემ ყველანი საზეიმო სუფრასთან მიიპატიჟა. კათალიკოსი იმავე დღეს დაბრუნდა მცხეთაში, რადგან მეორე დღეს სრული პანაშვიდი უნდა გადაეხადა.

მოიწია რა მწუხრი, კათალიკოს სარმიანეს ძილში გამოეცხადნენ, კაცნი "დიდებულნი ხილვითა და საშინელნი ხატითა" - ერთი იყო მღდელმთავარი და მას თავზე კუნკულის მსგავსი რიდე ეხურა. მეორე კი მონაზონი გახლდათ ოქროს კვერთხით, რომელზეც ზედ ჯვარი იყო დამაგრებული. შეეშინდა მათი ხილვით სარმიანეს, ფიქრობდა, ნეტავი ვინ არიანო. ამ დროს ისინი მიუახლოვდნენ და შემოსძრაცვეს სარმიანეს ზეწარი და მღდელმთავარი თვალს მიეფარა, ხოლო მონაზონმა განრისხებულმა ჰკითხა:

- სარმიანე, როგორ ხედავ საკუთარ თავს?

- შეურაცხყოფილად, - უპასუხა კათალიკოსმა.

მან კვლავ ჰკითხა:

- ძალზე მოგწონს ასე ყოფნა?

- არ მომეწონა, რომ განმაშიშვლეთ, - უთხრა დაბნეულმა კათალიკოსმა.

გამოცხადებული კაცი კი მეტყოდა:

- ჰოი, ძმაო, რომელთაც ქრისტე ღმერთი განაშიშვლეს ბუნებისა, მოქმედებისა და ნებისა მისისაგან, და "არცა ღმრთეებითა საცნაურ ჰყვეს და არცა კაცებითა გამოაჩინეს ძალი მისი", შენ ისინი ქრისტეს სისხლსა და ხორცს აზიარე. რაოდენ მძიმედ გამოჩნდება ცისა და მიწის შემოქმედის წინაშე ეს ცოდვა.

- ვინ არიან ისინი, ბატონო ჩემო? - ჰკითხა კათალიკოსმა.

- ისინი არიან, ვისგანაც ძღვენი მიიღე. ამით დაგიბრმავდა გული და აღარ გამოკითხე მათ, თუ რა სარწმუნოებისანი იყვნენ. ამ ბილწ მწვალებელთა მიერ შეურაცხჰყავი შენ სჯული ღვთისა. აჰა, ესერა შენც განშიშვლებულხარ ღვთის მადლისაგან.

ამ სიტყვებით შეშინებულმა და თავზარდაცემულმა კათალიკოსმა ძლისვღა აღმოთქვა:

- ვინა ხარ ჩემო ბატონო, რომ ასე განიხილავ ჩემს ცხოვრებას, ანდა ის ეპისკოპოსი ვინ იყო, წეღან შენთან ერთად რომ ვიხილე?

უთხრა მას მოხუცებულმა:

- ის ეპისკოპოსი წმინდა კირილე იყო, ალექსანდრიის მამამთავარი, რომელმაც მრავალი ღვაწლი თავს იდვა მართლმადიდებლური ჭეშმარიტი სარწმუნოებისათვის, და რომელიც დღეს შენ უწმინდურად გათელე. მე კი ღვთის მონა შიო ვარო, - თქვა და უჩინო შეიქნა.
გაუკრთა ძილი სარმიანეს. შეშფოთებულმა იწყო ურვა და გოდება. სწრაფად ბრძანა და ყველა ეპისკოპოსი შეკრიბა ეკლესიაში. ატირებულმა მოუთხრო ჩვენება და ჰკითხა ეს ცოდვა როგორ შეენანა.

ხოლო მათ განბჭეს და ურჩიეს:

- რაც ძღვენი მიგიღია იაკობიტელთაგან გალავნის გარეთ დაიწვას. ხოლო შენ ადექი და მიდი წმინდა შიოს მონასტერში. პირველად მადლობა შესწირე, რომ ასეთი მონდომებით გამოგეცხადა. მერე კი ორმოცი დღის მანძილზე დიდი მოღვაწეობით სინანული აჩვენე. ჩვენ კი თითოეულნი მარხვასა და ლოცვას შევუდგებით და შევევედრებით ღმერთს, რომ მოგიტეოს ეგ ცოდვა. და თუ ინებებს უფალი, თავისი ძვირუხსენებლობით, ამ საქმის ბოლოს გამოგვიცხადებს, რომელსაც დავიჯერებთ.

მოეწონა ეს სიტყვა კათალიკოსს და განთიადზე ამდგარმა ეპისკოპოსებს შეატყობინა, რომ სულთმოფენობის დღესასწაული მღვიმის მონასტერში აღესრულებინათ, თვითონ კი მათ ლოცვა შესთხოვა და მიაღწია სარკინის მღვიმემდე, დაემხო წმინდა შიოს საფლავთან და დიდი სინანულით და ცრემლთა ღვრით ამას იტყოდა:

- მამაო, განფინე შენი მამობრივი წმინდა ლოცვები ღვთის წინაშე და მითხოვე შენდობა, რამეთუ განვარისხე ღმერთი ჩემი უდებებით, და არ გავალ აქედან ვიდრე არ დავრწმუნდები, რომ მომეტევა ცოდვანი.

დაეყუდა პატრიარქი წმინდა შიოს საფლავზე, მღვიძარებით, მარხვით და ლოცვით განვლო შვიდეული.

კვირა დღე თენდებოდა. მიეძინა დაღლილ სარმიანეს. იხილა, თითქოს გოლგოთის წინაშე დგას, შეუპყრიათ ვინმე საშინელ კაცებს და უცქერს ჯვარცმულ მაცხოვარს. ამ კაცებმა მიიყვანეს მაცხოვრის წინაშე და ცოდვათათვის მოჰკითხავდნენ პასუხს. სარმიანე აქეთ-იქით იხედებოდა, იქნებ ვინმე დამეხმაროსო, და ვერავის პოულობდა. ცოტა ხნის მერე დაინახა წმინდა დიდებული მღვდელმთავარი კირილე და ნეტარი შიო, ჯვრიანი კვერთხით ხელში. შეიყვანეს ისინი დიდი პატივითა და დიდითა ბრწყინვალებითა შემოსილნი. წარდგნენ ისინი წინაშე ჯვარცმულისა ქრისტესსა და კადნიერებით ევედრებოდნენ სარმიანესთვის.

ხოლო მცირე ხნის მერე მაცხოვრისაგან მიიღეს ბრძანება:

- ხედავთ, რაოდენი წყლულები გამიჩნდა ამ ჯვარისაგან? მან კი მტერნი ჩემნი, რომელთა მიერ ყოველდღიურად ჯვარს ვეცმები, შეიყვანა და აჭამა ხორცი ჩემი და ასვა სისხლი ჩემი. არ არის შენდობის ღირსი სარმიანე, მაგრამ თქვენი სიყვარულისთვის მიმიცია შენდობა. და უთხარით ამიერიდან გაფრთხილდეს.

ხოლო ეს დიდებული მამანი მოვიდნენ კათალიკოს სარმიანესთან და ეტყოდნენ.

- ასწიე თავი, ძმაო და ამიერიდან გაფრთხილდი.

მოიღეს იგივე ზეწარი და შემოსეს სარმიანე.

გახარებულმა გამოიღვიძა სარმიანემ, თუმცა ეჭვი კი ჰქონდა გულში, ჭეშმარიტი თუ იყო ეს ხილვა.

ხოლო როცა გათენდა, მოვიდა მღვიმის მონასტერში ეპისკოპოსი ფილიპე, რომელიც ეპისკოპოსთა კრებას გამოეგზავნა. და მოიტანა ეპისტოლე, სადაც შემდეგი რამ ეწერა:

"დიდსა მამამთავარსა მეუფესა ჩვენსა სარმიანეს:

გიხაროდენ! შვილნი შენნი და შენი სიწმინდის მრწმენნი ყოველნი ეპისკოპოსნი გაუწყებთ, რათა აღარ გატანჯო შენი მოხუცებული სხეული, რამეთუ წმინდა შიოს მეოხებით მოწყალე იქმნა ღმერთი. წუხელ ძილში ხუთ ეპისკოპოსს გამოგვეცხადა და თითოეულს გვიბრძანა, ვითარმედ: "მიუტევა სარმიანე კათალიკოსს ღმერთმა დანაშაული და აწ შეუორგულებელად მოიყვანეთ მწყემსი თქვენი" გვიბრძანოს თქვენმა სიწმინდემ, და ყველანი მანდ მოვალთ და მადლობას შევწირავთ საკვირველმოქმედ მამა შიოს".

წიგნი რომ ამოიკითხა, დარწმუნდა სარმიანე, ყველა ეპისკოპოსს და ეკლესიის კრებულს უბრძანა მონასტერში ამოსვლა. მრავალი მადლობა შესწირა ღირს მამას შიოს და სამადლობელოდ განაჩინა, რათა ერთი კანდელი და ერთი სანთელი მუდმივად, გაუქრობლად ენთებოდეს წმინდა შიოს საფლავზე.

დიდება ღმერთსა, სრულმყოფელსა ყოვლისა კეთილისასა ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

კონდაკი, ხმა ბ

უფსკრულნი ღმრთისმეტყველთა მოძღვრებათანი ჩვენ მაცხოვრისა წყაროთაგან აღმოგვიდინენ, ყოვლადბრძენო კირილე, წვალებათა წარმძღუნელნი, სანატრელო, და სამდღელვარეობათაგან სამწყსოსა განუხრწნელად დამცველნი, რამეთუ ყოველთა კიდეთა შენ ხარ, ღირსო, მასწავლებელი, ვითარცა საღმრთოთა შინა ბრძენი.


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat