17 (30) იანვარს ბიზანტიური სვინაქსარი მოიხსენიებს წმინდა მეფე თეოდოსი დიდს.
წმინდა იმპერატორმა თეოდოსი დიდმა თავისი ზეობის დროს (379-395) გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა წარმართობას. გამოსცა კანონი, რომლის მიხედვითაც კერპების ყოველგვარი მსახურება დანაშაულად ითვლებოდა.
რიგი დადგენილებებით, სიკვდილით დასჯის შიშით, აიკრძალა მსხვერპლშეწირვა და გაიცა განკარგულება, წარმართული ტაძრების გასანადგურებლად. 391 წლის ედიქტმა მორიგი დარტყმა მიაყენა წარმართობას.. თეოდოსის ბრძანებით, აღმოსავლეთში აიკრძალა წარმართული მსხვერპლშეწირვა. ყველა ოლქში დაანგრიეს ბომონები და მათ ადგილას ქრისტიანული ტაძრები ააგეს.
393 წელს უკანასკნელად ჩატარდა ოლიმპიური თამაშები, რაც ძველ საბერძნეთში მთავარი მოვლენა იყო მთელი 11 საუკუნის მანძილზე. თეოდოსის დადგენილებების საფუძველზე, 393 წელს აიკრძალა ოლიმპიური თამაშები, როგორც წარმართული სანახაობა.
კეთილმსახური მეფე ერთგულად იცავდა მართლმადიდებლურ სარწმუნოებას ერეტიკოსებთან ჭიდილში. მან მოიწვია II მსოფლიო კრებაც (381 წ).
მემატიანეების აღწერით: წმინდა იმპერატორი თეოდოსი I იყო მოწყალე და ლმობიერი. ის თვლიდა, რომ სხვა ადამიანებისაგან, მხოლოდ სამოსით განირჩეოდა. კეთილად იყო განწყობილი ყველას მიმართ, განსაკუთრებით, ღირსეული ადამიანებისადმი - უყვარდა პატიოსანი და ალალი ადამიანები და მასაც სიყვარულითვე პასუხობდნენ მისი გულუხვობისა და კეთილშობილებისთვის.
...........................
ხატის წყარო
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი