ღირსი ანტონი რომაელი - 17 (30) იანვარი
ღირსი ანტონი რომაელი - 17 (30) იანვარი
წმინდა ანტონი 1067 წელს დაიბადა რომში, მდიდარ მართლმადიდებელ ქრისტიანთა ოჯახში, სადაც ის ღვთისმოშიშებით აღზარდეს. 17 წლის იყო, როცა მშობლები გარდაეცვალა, მან გადაწყვიტა ბერძნულ ენაზე მართლმადიდებელ მამათა ნაწერები შეესწავლა. შემდეგ მან თავის მემკვიდრეობის ნაწილი გლახაკებს დაურიგა, სხვა ნაწილი კი, ძვირფას საეკლესიო ჭურჭელთან ერთად ხის კასრში ჩადო, დალუქა და ზღვაში ჩაუშვა. თვითონ კი ერთ-ერთ უდაბნოს სკიტში მონაზვნად აღიკვეცა და იქ ოცი წელი იცხოვრა. მაგრამ ლათინების მიერ მართლმადიდებელთა დევნის გამო ძმობას დაშლა მოუწია. წმინდა ანტონი ბევრს ხეტიალობდა, ერთი ადგილიდან მეორეზე გადადიოდა და ბოლოს, ზღვის პირას, ერთ უდაბურ ადგილას, ვეებერთელა ლოდზე დასახლდა, სადაც ერთი წელი და ორი თვე მარხვასა და ლოცვაში გაატარა.

1105 წლის 5 სექტემბერს საშინელმა გრიგალმა ააღელვა ზღვა, ერთი ტალღა იმ ქვასაც მისწვდა, რომელზეც წმინდანი იდგა და ლოცულობდა, მოსწყვიტა, ზღვაში შეიტანა და თითქოს ზურგის ქარცემული ხომალდი ყოფილიყო, ისე სწრაფად წაიღო. წმინდანი იდგა ქვაზე და უშიშრად ევედრებოდა ღმერთს, ხელთუქმნელი ნათლით იყო გარემოცული და არ იცოდა დღე იყო თუ ღამე. ქვამ კი, უხილავი მესაჭის წინამძღოლობით, რომაელთა ქვეყნიდან რუსეთამდე მიაღწია და ნოვგოროდიდან სამი ვერსის მოშორებით მდინარე ვოლხოვის ნაპირას შეჩერდა. ღამე იყო, ზარებმა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე მოუხმეს მორწმუნეებს. წმინდანმა იფიქრა, ლოდი ალბათ რომში ჩაიტანა ზღვამო. მაგრამ, როცა გათენდა, ნახა - უცხო მხარეში, უცხო ენაზე მოსაუბრე ხალხთან მიეყვანა უფალს. ქვაზე სამი დღე და ღამე ლოცვის შემდეგ წმინდანი ქალაქ დიდ ნოვგოროდში შევიდა. იქ ბერძნულის მცოდნე იპოვა, გამოკითხა ქალაქის და იქ მცხოვრები ხალხის შესახებ. ვაჭარმა ყველაფერი დაწვრილებით მოუთხრო, ისიც უთხრა, რომ ნოვგოროდის ეპარქიას ეპისკოპოსი ნიკიტა მართავსო. წმინდანმა იკითხა, რა სავალია აქედან რომამდეო. თუ ღმერთი შეგეწევა, ნახევარი წელი დაგჭირდებაო, - უპასუხა ვაჭარმა. წმინდანმა ცრემლი ძლივს შეიკავა, მოილოცა წმინდა სოფიოს ტაძარი და თავის ლოდს დაუბრუნდა. უფალმა შეისმინა მისი ლოცვა და რუსული ენის ცოდნა მიეცა. ხალხი რომ ეკითხებოდა, სადაური ხარო, მხოლოდ იმას პასუხობდა, ცოდვილი ბერი ვარო. მის შესახებ ეპისკოპოსმა ნიკიტამაც შეიტყო და მისი მიყვანა ბრძანა. დიდი სიყვარულით მიიღო ღირსი მამა. გამოკითხა, - საიდანა ხარო. წმინდანს თავის გამჟღავნება არ უნდოდა, მაგრამ ეპისკოპოსმა დააფიცა და იძულებული გახდა, ყველაფერი დაწვრილებით მოეთხრო, თან სთხოვა, ჩემს სიკვდილამდე ამას ნურავის გაუმხელო. გაოცდა ნიკიტა, აღელვებული წამოდგა ტახტიდან, ლოცვა წარსთქვა და დაემხო წმინდანის წინაშე. წმინდა ანტონიც მუხლებში ჩაუვარდა და ერთმანეთს ლოცვა-კურთხევა სთხოვეს. ბევრს ევედრა ეპისკოპოსი ნიკიტა, მასთან დარჩენილიყო, მაგრამ მან ისევ ქვასთან დაბრუნება გადაწყვიტა. ცოტა ხანში ნიკიტამ მოინახულა ღირსი ანტონი, რომელიც ქვაზე სვეტივით იდგა და დღედაღამ ლოცულობდა. მღვდელმთავარმა დაათვალიერა იქაურობა, გაოცდა კიდევ ერთხელ ღვთის სასწაულით და იმ ადგილას ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის აშენება შესთავაზა. "იყოს ნება ღვთისა", - უპასუხა წმინდანმა. ეპისკოპოსს სურდა, იქვე ქვასთან, ქოხი აეშენებინა ანტონისთვის, მაგრამ მან უარი უთხრა. ამასთან, ეპისკოპოსმა იქაურები ცალ-ცალკე ჩუმად გამოკითხა და ყველა ერთხმად ამბობდა, რომ ეს ღვთის კაცი ქვაზე მდგარი წყალმა მოიყვანაო.

მალე ამ ადგილას ღვთისმშობლის შობის სახელობის ხის ტაძარი აკურთხეს და იქვე მცირე კელიაც ააგეს მონაზონთა თავშესაფარად. მეორე წელს მისი ლოდის ახლოს მეთევზეები თევზაობდნენ და ვერაფერი დაიჭირეს. მაშინ წმინდანმა მათ ფული მისცა და სთხოვა, ბადე ჩაეგდოთ ვოლხვოში და დაჭერილი თევზი ეკლესიისთვის გადაეცათ. ბადე ისე დამძიმდა, რომ ძლივს ამოათრიეს, მეთევზეებმა წყლიდან თევზთან ერთად სწორედ ის კასრი ამოიღეს, სადაც წმინდანმა მრავალი წლის წინ თავის ქონების ნაწილი ჩადო და ზღვაში ჩაუშვა. მეთევზეებს კასრის დათმობა არ უნდოდათ და წმინდანი მსაჯულთანაც კი წაიყვანეს. იძულებული გახდა ღირსი ანტონი გაემჟღავნებინა, რომ ამ დალუქულ სკივრში სწორედ მისი შენახული საეკლესიო საგანძური და მისი მშობლების დატოვებული ქონება იყო, გახსნეს კასრი და მართლაც იქ ყველაფერი ისე აღმოჩნდა, როგორც წმინდა ანტონმა თქვა. მსაჯულმა კასრი წმინდანს მიაკუთვნა. ღირსი ანტონი ეპისკოპოს ნიკიტასთან მივიდა და იგი თავისი მონათხრობით კიდევ ერთხელ გააოცა. ეპისკოპოსის კურთხევით, წმინდანმა ამ ფულით მონასტრისთვის მიწა შეიძინა. წმინდანის სულიერი მოსაგრეობა ერწყმოდა მის დაუღალავ მოღვაწეობას მონასტრის, იქ მცხოვრები ძმებისა და მასთან მისული ერისკაცების სულიერი და ფიზიკური აღშენებისთვის. მონასტერი უამრავ თანხას ურიგებდა გლახაკებსა და ქვრივ-ობლებს. 1117 წელს მონასტერში უკვე ქვის ტაძრის და სხვა შენობების მშენებლობა დაიწყეს. წმინდანის სიცოცხლეშივე აშენდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ქვის ტაძარი, რომელიც ფრესკებით მოიხატა.

1131 წელს მღვდელმთავარმა ნიფონტე ნოვგოროდელმა ღირსი ანტონი მონასტრის იღუმენად დაადგინა. როცა წმინდა ანტონმა აღსასრულის მოახლოება იგრძო, თავის სულიერ შვილს, ანდრიას, მომავალ იღუმენს გაუმხილა თავისი თავგადასავალი და აკურთხა, რომ როცა გარდაიცვლებოდა, ამის შესახებ დაეწერა. უკანასკნელად დამოძღვრა ძმები, აკურთხა, იღუმენი გამოურჩია და სული თვისი ჩააბარა უფალს.

წმინდა ანტონი 1147 წლის 3 აგვისტოს გარდაიცვალა.

ამ წმინდა ადგილას ღირსმა ანტონმა 30 წელი იცხოვრა. მამა ანდრია ეპისკოპოსმა ანტონმა წმინდა ანტონის მონასტრის იღუმენად დააყენა. მან მღვდელმთავარს ყველაფერი მოუყვა წმინდა ანტონის შესახებ, და მას მერე უკვე ღირს მამას რომაელს ეძახიან. წმინდა ანტონის ქვა იოანე მრისხანეს დროს იღუმენმა ბენიამინმა აიღო და ეკლესიის კედელში ჩაატანა, და მერე მოახატინა კიდეც.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ანტონს იხსენიებს 17 იანვარს (წმინდა ანტონი დიდის ხსენების დღეს), პეტრე-პავლობის დღესასწაულის შემდგომ პირველ პარასკევს, 03 აგვისტოს ნოვგოროდელ წმინდანთა კრებულთან ერთად (სულთმოფენობის შემდგომ მესამე კვირას).

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat