ხსენება ღირსისა მავრისა, ღირსი ბენედიქტეს მოწაფისა (+584) - 15 (28) იანვარი
ხსენება ღირსისა მავრისა, ღირსი ბენედიქტეს მოწაფისა (+584) - 15 (28) იანვარი
წმინდა მავრი VI საუკუნეში დაიბადა რომში, სენატორების ოჯახში. 12 წლის ყმაწვილი აღსაზრდელად წმინდა ბენედიქტეს გადასცეს, რომელმაც თავის მოწაფეებთან ერთად სუბიაკოში კინოვია დააარსა. მავრი სწრაფად იზრდებოდა სულიერად, წარემატებოდა მონაზვნური ცხოვრების სათნოებათა მოპოვებაში, ისე, რომ მალე წმინდა ბენედიქტე მას სხვებს უსახავდა მაგალითად.

ერთ დღეს ღირსი ბენედიქტე კელიაში იმყოფებოდა. მისი ერთ-ერთი მოწაფე, ყრმა პლაციდი ტბაზე წყლისთვის წავიდა. ჭურჭელი წყალში გაუფრთხილებლად ჩაუშვა და თვითონაც გადაჰყვა. მაშინვე ტალღამ ნაპირიდან გატყორცნა და ისრის მანძილზე გაიტაცა. კელიაში მყოფმა წმინდა ბენედიქტემ შეიტყო ეს ამბავი, მოუხმო მავრს და უთხრა: "ძმაო მავრ, გაიქეცი, ყრმა ტბაში ჩავარდა და ტალღამ გაიტაცაო". მოხდა ისეთი საკვირველი ამბავი, მოციქულ პეტრეს მერე რომ არ მომხდარა! მავრმა გამოითხოვა კურთხევა წინამძღვრისგან, გაიქცა იმ ადგილას, სადაც ყრმა ჩავარდა, წარმოიდგინა, თითქოს ხმელეთზე მიდიოდა და არა წყალზე. ამოიყვანა ბავშვი და უკანვე სირბილით დაბრუნდა. როგორც კი მიწას შეეხო, მაშინღა მოეგო გონს, მიხვდა, რომ წყალზე დადიოდა და ამ ამბავმა შეაძრწუნა. მომხდარი ბენედიქტეს მოუყვა. წმინდანმა ეს ამბავი თავის დამსახურებად კი არ მიითვალა, არამედ მავრის მორჩილებას მიაწერა. ამ სასიყვარულო შეკამათებისას, რომლის დროსაც ორივე ღრმა სიმდაბლით იყო აღვსილი, მივიდა მათთან მშვიდობის ჩამოსაგდებად წყლიდან ამოყვანილი ყრმა და თქვა: "როცა წყლიდან ამომიყვანეს, ჯერ წინამძღვრის ხალენი დავინახე, მერე თვით წინამძღვარი, რომელმაც თვითონ ამომიყვანა წყლიდანო".

შემდგომში, ღირსი მავრი გაჰყვა თავის მოძღვარს მონტეკასინოში და მიეხმარა ცნობილი მონასტრის აშენებაში. წმინდა მავრი სნეულებს კურნავდა, მაგრამ ამას სულიერი მამის ლოცვას მიაწერდა, მას ხალხი სამართლიანად თვლიდა წმინდა ბენედიქტეს მემკვიდრედ. გადმოცემით წმინდა ბენედიქტესთან მოვიდნენ ლემანის ეპისკოპოსის ინოკენტის წარმომადგენლები და სთხოვეს მონასტრის დასაარსებლად რამდენიმე ბერი გალიაში გაეგზავნა. წინამძღვარს ხილვა ჰქონდა და დათანხმდა ღირსი მავრი გალიაში გაეშვა სხვა ძმებთან ერთად, თან კი თავისი მონასტრის ტიპიკონი გაატანა. ღირს მავრს, თავის მეგობრებთან ერთად მრავალი განსაცდელის დათმენა მოუხდა. ბოლოს ავსტარაზიის მეფემ მდინარე ლუარის ნაპირას, გლანფეად წოდებულ ადგილას, მონასტრისთვის მიწა გამოუყო. აქ მათ მონასტერი ააშენეს და აქედან ღირსი ბენედიქტეს მოწაფეები მთელ ქვეყანაში მიმოიფანტნენ. ღირსი მავრი 38 წელი იყო გლანფეის მონასტრის იღუმენი, სიცოცხლის ბოლოს ის განმარტოვდა რათა უკეთ მომზადებულიყო უფალთან შესახვედრად. ღირსი მავრი 584 წლის 15 იანვარს გარდაიცვალა.
................................

ხატის წყარო


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat