ღირსი იოანე გლახაკი (V) - 15 (28) იანვარი
ღირსი იოანე გლახაკი (V) - 15 (28) იანვარი
ღირსი იოანე გლახაკი კონსტანტინოპოლში ცხოვრობდა V საუკუნეში. მდიდარმა და დიდებულმა მშობლებმა მას კარგი განათლება მისცეს.
ყმაწვილს მეტად უყვარდა სასულიერო წიგნების კითხვა და როცა მიხვდა ამა სოფლის ამაოებას, გადაწყვიტა უფლის მსახურებისთვის მიეძღვნა თავი. წმინდანმა მშობლებს სთხოვა, სახარება მაჩუქეთო, შემდეგ კი ფარულად დატოვა სახლი, ბითვინიაში ჩავიდა და იქ წმინდა ალექსანდრეს დაარსებულ მღვიძარეთა მონასტერში მონაზვნად შედგა. ახალგაზრდა ბერი გულმოდგინედ შეუდგა ღვაწლს, და აოცებდა ძმებს მოუკლებელი ლოცვით, უსიტყვო მორჩილებით, კრძალვით და დათმენით.

ექვსი წლის ღვაწლის შემდეგ ბოროტმა იოანეს განსაცდელი მოუვლინა: მას განუწყვეტლივ აგონდებოდა მშობლები, მათი სიყვარული და ალერსი, ფიქრობდა იმაზე, თუ როგორ დააღონებდა მათ შვილის მოულოდნელი დაკარგვა. ამ საშინელმა გულისთქმებმა ჭაბუკი ბერი ლამის სიკვდილის პირას მიიყვანა. წმინდა იოანემ თავისი სულიერი მდგომარეობა იღუმენს გაუმხილა და სახლში დაბრუნების ნებართვა სთხოვა. ძმებს კი შესთხოვდა, თქვენს წმინდა ლოცვებს ნუ მომაკლებთო. მართლაც ძნელი იქნებოდა მამათა შეწევნის გარეშე ამ საცდურის ძლევა. წმინდა იღუმენმა სახლში დაბრუნების ნება მისცა და იოანეც კონსტანტინოპოლში დაბრუნდა.
წმინდა იოანეს სახარება

სახლში გლახაკის სამოსლით დაბრუნებული იოანე ვერავინ იცნო. ამით ისარგებლა და საკუთარი სახლის სიახლოვეს ტალავარში დამკვიდრდა. ღვთისმოშიში მშობლები თავიანთი ტრაპეზიდან უგზავნიდნენ საჭმელს "უცნობ გლახაკს".

სამი წლის განმავლობაში ცხოვრობდა წმინდანი ტალავარში, ამ ხნის მანძილზე, მან მრავალი შევიწროება და შეურაცხყოფა დაითმინა კაცთაგან და მოთმინებით იტანდა ყოველგვარ გასაჭირს, სიცხესა, თუ სიცივეს; მაგრამ მუდმივად უფალსა და მის ანგელოზებს ესაუბრებოდა. იოანეს მუდმივად თან ჰქონდა მშობლების ნაჩუქარი სახარება და ეწაფებოდა მარადიული სიცოცხლის წყალს.

დადგა მისი გარდაცვალების ჟამი, უფალი მას გამოეცხადა და აუწა, რომ მისი ტანჯვის დასასრული მოახლოებული იყო და სამ დღეში წარდგებოდა ღვთის წინაშე. აი მაშინ კი გაუმხილა წმინდა იოანემ თავისი ვინაობა მშობლებს, ამის დასტურად დედ-მამას მათი ნაჩუქარი სახარება აჩვენა. უზომო იყო მშობლების სიხარული, თურმე მათი დიდი ხნის დაკარგული შვილი წლების მანძილზე მათ გვერდით ცხოვრობდა. წმინდანმა მშობლებს დაუბარა - იმ ადგილას დამასაფლავეთ, სადაც ჩემი ტალავარი დგას და ჩემს ძონძებსაც ახალი სამოსით ნუ შემიცვლითო. წმინდა იოანე მეხუთე საუკუნეში აღესრულა, ოცდახუთი წლის ასაკში. მშობლებმა მის საფლავზე სამლოცველო სახლი ააგეს და მის გვერდით კი მწირებისა და უცხოთ შესაწყნარებლად სასტუმრო მოაწყეს. XII საუკუნეში ჯვაროსნებმა წმინდა იოანე გლახაკის პატიოსანი თავი ქალაქ ბეზანსონში გადაასვენეს. ხოლო ღირსი იოანეს სხვა წმინდა ნაწილები რომში ინახება.

კონდაკი, ხმაი ბ

შეიყვარე სიბრძნე წარუპარველი სიგლახაკისა და სიმდიდრე მშობელთა შენთა მოიძულენ, და იპყრენ სახარებაი ხელთა შინა შენთა და შეუდეგ ქრისტესა ღმერთსა იოანე, მას ევედრე დაუცხრომლად ჩვენ ყოველთათვის

.........................

წმინდა იოანეს ხატისა და სახარების ფოტოს წყარო: იხილეთ ლინკი

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat