ღირსი ირინარქი როსტოველი, დაყუდებული (+1616) - 13 (26) იანვარი
ღირსი ირინარქი როსტოველი, დაყუდებული (+1616) - 13 (26) იანვარი
ღირსი ირინარქი იაროსლავის ახლოს, სოფელ კონდაკოვში გლეხის ოჯახში დაიბადა. ნათლობისას ილია დაარქვეს. ახალშობილი საოცარი სისწრაფით იზრდებოდა - თორმეტი კვირისა იყო, როცა სიარული დაიწყო. ილია სიყრმიდანვე ღვთისმოშიშებით გამოირჩეოდა, გართობა-მხიარულება არ იზიდავდა, უყვარდა საღვთო საუბრები, მშვიდი, ჩუმი და ალერსიანი იყო. სიყრმიდანვე საოცრად ისწრაფოდა მისი სული მონაზვნობის მძიმე უღლისკენ. ექვსი წლის იყო, როცა წინასწარმეტყველურად უთხრა დედას: "როცა გავიზრდები, ბერი გავხდები, რკინებს ვატარებ და ღვთისთვის ვიღვაწებ, ყველას მოძღვარი ვიქნებიო." ქმრის გარდაცვალების შემდეგ ღირსი ირინარქის დედა ბავშვებთან ერთად როსტოვში დასახლდა. აქ ყრმამ სულიერი მეგობარი შეიძინა, თანატოლი აღათონიკე, რომელთან ერთადაც ის წმინდანთა ცხოვრებას კითხულობდა და საუბრობდნენ, თუ როგორ სათნოყოფოდნენ ღმერთს.

30 წლისა იყო ღირსი ირინარქი, როცა დედისგან კურთხევა აიღო და მონაზვნად აღიკვეცა როსტოვთან ახლოს წმინდა ბორისისა და გლების მონასტერში, აღათონიკე კი ერში დარჩა. მოსაგრე ცხოვრების სიყვარული და ლოცვა მასში სრულყოფილებისკენ სწრაფვას აღძრავდა. მალე მან დაფარულმცოდნელობის მადლი მოიპოვა, მასთან კურთხევისთვის უამრავი ადამიანი მიდიოდა.

მან, რაღაც დროის მანძილზე ღვთის განცხადებით ღირსი აბრაამის მონასტრებში იცხოვრა, შემდეგ უკვე წმინდა ბორისისა და გლების მონასტერს დაუბრუნდა. ერთხელ როცა ჯვარცმის წინ ლოცულობდა, მან ღვთისაგან ბრძანება მიიღო, დაყუდებულიყო და სიცოცხლის ბოლომდე თავისი კელია არ დაეტოვებინა.

ღირსმა მამამ იღუმენისგან კურთხევა აიღო და ერთ მომ¬ცრო კელიაში დასახლდა. აქ მან გაიმკაცრა ცხოვრების წესი: კელიაში რკინის ჯაჭვით მიიბა თავი ხის სკამზე. კისერზე თავის ხელით გაკეთებული დიდი, მძიმე ჯვარი და მძიმე ჯაჭვები დაიკიდა.
ამის გამო ბერები დასცინოდნენ და აბუჩად იგდებდნენ. მონასტრის სიმშვიდისათვის, წინამძღვრის ბრძანებით, თავმდაბალმა ბერმა კიდევ ერთხელ მორჩილად დატოვა იქაურობა. ერთი წლის შემდეგ სავანის იღუმენმა შეინანა თავისი საქციელი და ძმები ირინარქის მოსაყვანად გაგზავნა. წმინდანიც დაბრუნდა. ღირსმა მამამ კვლავ განაგრძო მძიმე ბორკილების ტარება, თან შრომას მიჰყო ხელი: გლახაკთათვის სამოსელს ამზადებდა, ღამით მხოლოდ ერთი ან ორი საათი ეძინა.

წმინდა ირინარქმა მხოლოდ ერთხელ დატოვა თავისი კელია. რუსეთზე პოლონელების თავდასხმის წინ, მან, ძილში გამოცხადებით იხილა უცხოტომელთაგან დარბეული მოსკოვი. იგი მოსკოვში ჩავიდა, მომავალი უბედურების შესახებ გააფრთხილა მეფე - ვასილ ივანეს ძე შუისკი (1606-1610). მან ქალაქის მკვიდრნი გააფრთხილა, რომ თუ ისინი ჭეშმარიტად შეინანებდნენ, ქალაქი გადარჩებოდა.

როგორც უკვე ვთქვით, უფალმა წმინდა მამას დაუცხრომელი ღვაწლისთვის სასწაულქმედების ნიჭი მიმადლა: მას წინასწარ განეცხადა მიცვალების დღე, იხმო თავისი მოწაფეები, დამოძღვრა ისინი და მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს 1616 წლის 13 იანვარს, დაბადებიდან 68-ე წელს. წმინდანის უხრწნელ ნაწილთაგან, განსაკუთრებით კი მისი ჯვრის, ბორკილების და ჯაჭვების შეხებით, მრავალი კურნება აღესრულებოდა.

ხატის წყარო
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat