წმინდა მღვდელმთავარი კენტიგერნ (მუნგო) სტრატკლაიდელი, გლაზგოს ეპისკოპოსი - 13 (26) იანვარი
წმინდა მღვდელმთავარი კენტიგერნ (მუნგო) სტრატკლაიდელი, გლაზგოს ეპისკოპოსი - 13 (26) იანვარი
მრავალი საუკუნეა, წმინდა კენტიგერნს პატივს მიაგებენ, როგორც შოტლანდიის მოციქულსა და გლაზგოს მფარველს. შოტლანდიაში მას უფრო მუნგოს სახელით იცნობენ, რაც "ძვირფასს", "საყვარელს" ნიშნავს. წმინდა კენტიგერნი დაახლოებით 518 ან 528 წელს დაიბადა კარლოსში, შოტლანდიაში. დედამისი, წმინდა პრინცესა ტენევა, ასევე გლაზგოს მფარველად ითვლება. მისი დამრიგებელი, აღმზრდელი იყო წმინდა სერფი, უდიდესი მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის მოციქული. სწორედ მან უწოდა კენტიგერნს მოფერებით "მუნგო". მომავალმა წმინდანმა სიყმაწვილიდანვე ასკეტური ცხოვრება დაიწყო და მისიონერობა გადაწყვიტა. მან ქრისტიანობის ქადაგება, მდინარე კლაიდის ნაპირას მდებარე კატურესის რაიონში დაიწყო, იქ სადაც დღეს გლაზგოა გაშენებული. მოსაგრე, ირლანდიური ასკეტური ტრადიციის დარად, დღედაღამ მხურვალედ ლოცულობდა, მკაცრი მარხვა ეპყრა და, თავის ციცქნა კელიაში ქვაზე ეძინა ხოლმე. რაღაც დროის მერე ის ბრიტების პირველ ეპისკოპოსად აკურთხეს, რომლებიც სტრატკლაიდის პატარა სამეფოში ცხოვრობდნენ. ეპისკოპოსმა კენტიგერნმა თავის ეპარქიაში მრავალი ეკლესია-მონასტერი ააშენა, საფუძველი ჩაუყარა გლაზგოს ცნობილ ტაძარსაც. მან თავისი ქადაგებებით და წმინდა ცხოვრებით მრავალი თანამოქალაქე მიიყვანა ქრისტესთან.

თუმცა, 565 წელს შოტლანდიის ამ ნაწილში წარმართების მიერ ატეხილი ანტიქრისტიანული მღელვარებისას, წმინდა კენტიგერნი ქვეყნიდან გააძევეს. გადმოცემით, სამშობლოდან გამოძევებული წმინდანი თავდაპირველად დღევანდელი ინგლისის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე კამბრიის მხარეში ცხოვრობდა, შემდეგ უელსში გადავიდა და იქ ერთხანს უელსის ზეციურ მფარველთან, წმინდა დავით მენებიელთან ერთად მსახურობდა. შემდეგ კი ჩრდილოეთ უელსში ლენელის ცნობილი მონასტერი დააარსა. წმინდა კენტიგერნის შემდეგ ამ მონასტრის იღუმენი წმინდა ასაფი გახდა, და სავანესაც მომავალში მის პატივსაცემად სენტ-ასაფის მონასტერი ეწოდა. გადმოცემით, წმინდა კენტიგერნის დაარსებულ მონასტერში ერთდროულად ათას ბერსაც უღვაწია.

როცა სტარტკლაიდის ტახტზე ქრისტიანობის მხარდამჭერი მეფე ავიდა, წმინდა კენტიგერნი სამშობლოში დაბრუნდა. მალე მან გლაზგო თავისი მისიონერული და საეპისკოპოსო მსახურების ცენტრად გადააქცია. მის გარშემო მონაზონთა და მოწაფეთა უზარმაზარი თემი შეიკრიბა. სადაც ეს მქადაგებელი მიდიოდა, ყველგან ჯვრებს აღმართავდა და ეკლესიებს აშენებდა. ნელ-ნელა ამ ეკლესიების გარშემო ხალხი დასახლდა და თანდათანობით დიდ ქალაქად გადაიქცა. XII საუკუნეში წმინდა კენტიგერნის აშენებულ ეკლესიის ადგილას დიდებული საკათედრო ტაძარი აშენდა.

წმინდა კენტიგერნი ძალიან უყვარდა და პატივს სცემდა ხალხი სასწაულების მოხდენის ნიჭის გამო, რომელიც მას ღმერთისგან ჰქონდა მიღებული მისი წმინდა და სათნო ცხოვრებისთვის. ასე, ერთხელ ღვაწლმოსილმა გააცოცხლა წმინდა სერფის შინაური ჩიტი გულწითელა, რომელიც შურიანმა ძმებმა მოკლეს. სხვა დროს, ღვთის სათნომ სასწაულებრივად აანთო ჩამქრალი ცეცხლი წმინდა სერფის მონასტერში. ლეგენდის თანახმად, წმინდანი ასევე სასწაულებრივად დაეხმარა სტრათკლაიდის დედოფალს უნებურად დაკარგული საქორწინო ბეჭდის პოვნაში. სტრათკლაიდის მეფემ, შეიტყო რა ბეჭდის დაკარგვის შესახებ, დედოფალი ღალატში დაადანაშაულა და აპირებდა მის სიკვდილით დასჯას. მაგრამ როდესაც, წმინდა კენტიგერნის ლოცვებით, ბეჭედი იპოვეს ორაგულის კუჭში, რომელიც კლაიდის მდინარეში დაიჭირეს, დედოფლის უდანაშაულობა დამტკიცდა.

წმინდა კენტიგერნი თავის ახლო სულიერ მეგობრად თვლიდა ღირს კოლუმბა აიონელს. ამ ორი დიდი წმინდანის პირველი შეხვედრა მოხდა შოტლანდიის სოფელ კილმაკოლმში (ამჟამად ინვერკლაიდის ოლქი), სადაც ამ მოვლენის აღსანიშნავად დღემდე დგას ღირსი კოლუმბას სახელზე ნაკურთხი ეკლესია. წმინდა კენტიგერნისა და კოლუმბას ბოლო შეხვედრა მოხდა 597 წელს, წმინდა კოლუმბას გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე. მაშინ ორივე წმინდანმა გაცვალა თავიანთი სამწყემსო კვერთხები.

გადმოცემის თანახმად, წმინდა კენტიგერნს, ისევე როგორც ბევრ სხვა კელტ წმინდანს, ჰქონდა საკუთარი ზარი, რომელიც დიდხანს ინახებოდა გლაზგოს საკათედრო ტაძარში როგორც დიდი სიწმინდე. XVII საუკუნეში დამზადდა პირველადი ზარის ასლი, რომელიც დღემდე ინახება საკათედრო ტაძარში. თავისი გრძელი ცხოვრების უდიდესი ნაწილი წმინდა კენტიგერნმა მთლიანად მიუძღვნა ქრისტიანობის, მონაზვნობისა და საეკლესიო ცხოვრების დამკვიდრებას შოტლანდიაში. წმინდა ღვთისმსახური მიიცვალა უფალში 612 ან 614 წელს (სხვა, ნაკლებად სარწმუნო ვერსიით, 603 წელს) დაახლოებით 85 წლის ასაკში.

წმინდა კენტიგერნის, როგორც სახელგანთქმული მისიონერის, სასწაულთმოქმედის, მონასტრების მშენებლისა და სტრათკლაიდის განმანათლებლის პატივისცემა დაიწყო მისი ნეტარი აღსასრულის შემდეგ მაშინვე. რეფორმაციამდე მრავალრიცხოვანი პილიგრიმები მოედინებოდნენ მის წმინდა ნაწილებთან გლაზგოს ქალაქის საკათედრო ტაძარში. დღეს ეს ძველი საკათედრო ტაძარი პრესვიტერიანულ ეკლესიას ეკუთვნის, თუმცა ის კვლავ ნაკურთხია წმინდა კენტიგერნის - ფაქტობრივად მისი დამაარსებლის - სახელზე. წმინდა კენტიგერნის ნაწილები, სავარაუდოდ, ინახება ამ საკათედრო ტაძრის კრიპტის საკურთხეველში, და მათთან კვლავ ჩადიან მართლმადიდებელი და კათოლიკე პილიგრიმები; ხოლო სულ ახლოს მდებარეობს ძველი წმინდა წყარო, რომელიც წმინდანთანაა დაკავშირებული. პრაქტიკულად ყველა ტაძარი შოტლანდიაში, რომელიც წმინდა კენტიგერნს ეძღვნება (მათ შორის რამდენიმე ძველი), ოფიციალურად ნაკურთხია "წმინდა მუნგოს" სახელზე, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ - "შოტლანდიელთა საყვარელი წმინდანის" სახელზე. მათგან ბევრი მდებარეობს იმ ადგილებში, სადაც წმინდანი ქადაგებდა, აშენებდა ტაძრებს ან სამლოცველოებს.

არანაკლებ ცხრა ანგლიკანური და კათოლიკური ტაძარი ინგლისის ჩრდილოეთში, ძირითადად კამბრიის საგრაფოში, ნაკურთხია წმინდა კენტიგერნის სახელზე. ასე, კამბრიაში არსებობს ძალიან ადრეული ეკლესია და წმინდა წყარო წმინდა მუნგოს სახელზე სოფელ ბრომფილდში (ადრიანეს კედლიდან არც ისე შორს; პირველადი ეკლესია, სავარაუდოდ, ჯერ კიდევ რომაულ პერიოდს განეკუთვნებოდა); სხვა ასეთივე ეკლესია და წყარო წმინდა მუნგოს სახელზე მდებარეობს სოფელ კალდბეკში იმავე საგრაფოში (წყარო, შესაძლოა, VI საუკუნეს განეკუთვნება!); ბოლოს, კიდევ ერთი ძველი ეკლესია წმინდა კენტიგერნის სახელზე დგას დასახლებულ პუნქტ კროსთვეიტში, სულ ახლოს კეზიკთან (თავდაპირველი სახელწოდება - კროსფილდი; სრულიად ზუსტია, რომ წმინდანი აქ ქადაგებდა) - ამ ეკლესიის გვერდით ნაპოვნი იქნა ცხრა ძველი ჯვარი და კიდევ ერთი ასეთი ჯვარი მის შიგნით.

თავის დედასთან, წმინდა ტენევასთან ერთად, წმინდა კენტიგერნი ითვლება გლაზგოს წმინდა მფარველად. მას ასევე მიიჩნევენ ჩრდილო-დასავლეთ ინგლისისა და სამხრეთ-დასავლეთ შოტლანდიის მოციქულად. წმინდა კოლუმბა აიონელთან და წმინდა ნინიან უითჰორნელთან ერთად ის ასევე ითვლება ერთ-ერთ უდიდეს წმინდანად და შოტლანდიის მიწის განმანათლებლად.

წმინდა კენტიგერნი ასევე იხსენიება "შოტლანდიელ წმინდანების კრებულში" - სულთმოფენობის შემდეგ მე-2 კვირას (ბერძნ.)


ხატის წყარო

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat