წმინდა იოსები ცხოვრობდა XIII საუკუნეში. მან ცოლი შეირთო და მღვდლად ეკურთხა.
მეუღლის გარდაცვალების შემდეგ იოსები ბერად შედგა გალისიის მთაზე წმინდა ლაზარეს სახელობის მონასტერში, შემდეგ ამავე სავანის იღუმენად აირჩიეს. წმინდა იოსები იყო იმპერატორ მიხეილ VIII პალეოლოგის სულიერი მოძღვარი. მან თავის ღვთივსულიერი ცხოვრებით ისტორიკოსისგან ასეთი შეფასება მიიღო: "საყრდენი მართლმადიდებლობისა და დიდება ბერ-მონაზვნობისა". 1266 წლის 28 დეკემბერს იოსებს ხელი დაასხეს კონსტანტინოპოლის პატრიარქად. პირველივე ლიტურგიის დროს, რაც მან პატრიარქის მანტიით აღასრულა, იმპერატორი მას შემდეგ დაუშვა ღვთისმსახურებაზე, რაც მან სახალხოდ აღიარა თავისი ორი უდიდესი შეცოდება: ცრუფიცი და დაბრმავება საიმპერატორო ტახტის კანონიერი მემკვიდრისა იოანე IV-ისა.
მიუხედავად იმისა, რომ იოსები ახლოს იყო იმპერატორ მიხეილ პალეოლოგთან, ამას მისთვის ხელი არ შეუშლია შეწინააღმდეგებოდა ბიზანტიის ეკლესიის კავშირს რომის ეკლესიასთან, რასაც პოლიტიკური მიზნებით ცდილობდა იმპერატორი. ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ პატრიარქის ტახტი დაეტოვებინა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მონასტერში განმარტოებულიყო. იოსები იოანე XI-მ შეცვალა. გარკვეული დროის შემდეგ, 1282 წლის დეკემბერში წმინდა იოსები ისევ დაუბრუნდა კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ტახტს. მისი მღვდელმთავრობა დიდხანს აღარ გაგრძელებულა, დასნეულდა და გარდაიცვალა 1283 წლის 23 მარტს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი