ღირსი ლონგინოზ კორიაჟემელი (+1540) - 16 (29) ოქტომბერი
ღირსი ლონგინოზ კორიაჟემელი (+1540) - 16 (29) ოქტომბერი
წმინდა ლონგინოზი, ასკეტი მამა, ვოლოგდის ეპარქიის წმინდა პავლეს სახელობის სავანეში მოსაგრეობდა. ამ სავანეში ახალგაზრდა მოვიდა, სხვადასხვა სამონასტრო მორჩილებას ასრულებდა, მიაღწია ხანდაზმულ ასაკამდე და მონაზვნური ცხოვრების დიდი გამოცდილება შეიძინა. ლონგინოზს განსაკუთრებული პატივისცემით ეპყრობოდნენ, ლონგინოზს ამძიმებდა ხალხმრავალი სავანე და ეს პატივისმიგება, ამიტომ გადაწყვიტა უდაბნოში გასულიყო. წინამძღვრისაგან კურთხევა აიღო და თავის სულიერ ძმასთან, სიმონთან ერთად მყუდრო ადგილის მოსაძებნად გაემართა. გაჰყვა მდინარეს და ვოლოგდიდან უსტიუგამდე ჩავიდა. ბოლოს, მდინარე კორიაჟემამდე მიაღწიეს, ქალაქიდან 15 ვერსტზე, უღრან ტყეში დაბინავდნენ. გაკაფეს ტყე, გაწმინდეს ადგილი და საერთო ძალებით კელია და ეკვდერი ააშენეს. როცა მძიმე სამუშაო დაასრულეს, წმინდა ლონგინოზი მდინარე სოიგას ნაპირას განმარტოვდა და იქ ააგო თავისი სკიტი. ამ მყუდრო ადგილას ის მთლიანად ლოცვასა და ღმერთზე ფიქრს მიეცა. როცა წმინდანის შესახებ იმ მხარის მოსახლეობამ შეიტყო, ბევრი მიდიოდა მასთან ვინც ცხონებას და განმარტოებას ეძიებდა. წმინდანი აფრთხილებდა მეუდაბნოეს ცხოვრების სირთულეზე, ეუბნებოდა, მარტო მინდა ცხოვრებაო. მაგრამ, ადამიანებს ჯიუტად არაფრის მოსმენა უნდოდა. მის გარშემო დასახლდნენ, ჯერ როგორც განდეგილები. მერე საერთო სურვილით წმინდა ლონგინოზი იღუმენად აირჩიეს. წმინდა ლონგინოზმა მას კინოვიური ტიპიკონი მისცა. აშენდა ახალი ეკლესია წმინდა ნიკოლოზის სახელზე, ასევე სატრაპეზო და სხვა შენობები. ასე ჩამოყალიბდა 1535 წელს კორიაჟემის სავანე.

ღირს მამას უამრავი ღვთისმოყვარე სული დაემოწაფა, თავის მიერ დაარსებულ მონასტერში ხუთი წლის მანძილზე, ვიდრე აღსასრულამდე, იღვაწა, ის თუმცა ხელმძღვანელობდა ძმებს, მაგრამ მიუხედავად ხანდაზმულობისა, პირველი გამოდიოდა საერთო საქმეზე და სხვებზე მეტს მუშაობდა. მან ტაძრის სიახლოვეს ჭა ამოთხარა.

წმინდა ლონგინოზმა 1540 წლის 10 თებერვალს ღვთივ განისვენა. მან მოისურვა, რომ იგი ეკლესიის კიბის ძირში დაეკრძალათ, რათა ტაძარში შესულ ადამიანებს მისი საფლავი გაეთელათ. ძმებმა ვერ გაბედეს მისი ანდერძის დარღვევა.

1557 წელს მძიმედ ავად გახდა უსტიუგელი თავადი ვლადიმერი. მას ძილში წმინდა ლონგინოზი გამოეცხადა და უთხრა, თუ სად იყო დაკრძალული კორიაჟემის მონასტრის წინამძღვარი და სად უნდა გადაესვენებინათ. მართლაც, თავადმა ვლადიმერმა მოძებნა წმინდა ლონგინოზის საფლავი და ღირსი მამის წმინდა ნაწილები ტაძრის ჩრდილოეთით დაასვენა, რის შემდეგ თავადი განიკურნა.

წმინდა ლონგინოზის ლოცვით შემდგომაც უამრავი სასწაული აღესრულა.

ერთხელ ერთ გლეხს გამოეცხადა, რომელიც დაჭრილიყო და ამის გამო ღმერთს ჰყვედრიდა. ღირსმა მამამ მას უსაყვედურა და მონასტერში წასვლა უბრძანა, სადაც გლეხი განიკურნა.

1665 წელს, ეკლესიის გადაკეთების შემდეგ, წმინდა ლონგინოზის საფლავი ტაძრის შიგნით აღმოჩნდა.

@10410@

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა ამბროსი მედიოლანელი 340 წელს დაიბადა იტალიის ქალაქ ტრირში, სადაც ცხოვრობდნენ მისი მშობლები.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat