წმინდა იტა ყველაზე ცნობილი ირლანდიელი წმინდანია წმინდა ბრიგიტას შემდეგ. მასზე ამბობენ, რომ იგი სამეფო გვარისა იყო და დაიბადა დრამას სიახლოვეს უეტერფორდის საგრაფოში. მას დეიდრს ეძახოდნენ.
მასზე დაქორწინება სურდა ვინმე დიდებულს, მაგრამ ლოცვისა და სამდღიანი მარხვის შემდეგ მან დაარწმუნა საკუთარი მამა, რომ არ გათხოვდებოდა და წალწულად დარჩებოდა. მან ლიმერიკის დასავლეთ ნაწილში დედათა მონასტერი დაარსა, რომელმაც მრავალი გოგონა მიიზიდა. მან ასვე დაარსა სკოლაც და ბევრს ზრუნავდა მასზე. თვლიან, რომ წმინდა ეპისკოპოსმა ერკმა წმინდა ბრენდანზე ზრუნვა(ხსენება 16 მაისს) მას ჩააბარა, რომელიც შემდგომში ცნობილი იღუმენი და მისიონერი შეიქმნა. იგი დიდი ხნის მანძილზე მრავალ სხვა ირლანდიელ წმინდანზე ზრუნავდა. ამიტომაც მას ხშირად ირლანდიელ წმინდათა გამზრდელ დედას" ეძახიან. ერთხელ მას ბრენდანმა ჰკითხა, რომელი სამი საგანი უყვარს ყველაზე მეტად უფალს. მან უპასუხა: "სუფთა გულით აღიარებული ჭეშმარიტი რწმენა, რელიგიური სულით უბრალო ცხოვრება და მოწყალებით შთაგონებული გულუხვობა". გარდამოცემა აღნიშნავს წმინდა იტას ფიზიკურ ასკეზას. სხვა ირლანდიელ მონაზვნების მსგავსად იგი დიდი ხანი განმარტოებით ცხოვრობდა, ლოცულობდა და მარხულობდა. დანარჩენ დროს მათ ემსახურებოდა ვისაც მისი დახმარება და რჩევა სურდა.
წმინდა იტა და მისი დები ლიმერიკელ სნეულებს ეხმარებოდნენ მკურნალობაში. მას მიაწერენ მრავალ სასწაულს, მათ შორის ისეთ შემთხვევასაც, როცა მისი ლოცვით თავმოჭრილ კაცის თავი სხეულზე მიემაგრა და გაცოცხლდა. გარდამოცემით იგი მხოლო ზეციური საკვებით იკვებებოდა
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი