კეთილმორწმუნე პულქერია, ბერძენთა დედოფალი (+453 წელი) - 10 (ახალი სტილით - 23) სექტემბერი
კეთილმორწმუნე პულქერია, ბერძენთა დედოფალი (+453 წელი) - 10 (ახალი სტილით - 23) სექტემბერი
იმპერატორ არკადის გარდაცვალების შემდგომ რვა წლის ვაჟი - თეოდოსი და სამი ქალიშვილი - პულქერია, არკადია და მარინე დარჩა.

გონიერებითა და კდემამოსილებით გამორჩეული პულქერია უფლისწულზე უფროსი იყო. ღვთაებრივმა განგებულებამ უდიდეს ნიჭად მოუვლინა ის ბერძენთა სახელმწიფოს, შემწედ უბოძა ყრმა თეოდოსის და მართლმადიდებლობას - მწვალებელთაგან დასახსნელად.

ასაკისათვის უჩვეულო სიბრძნით გამოირჩეოდა პულქერია, ამიტომ ძმამ თანამბრძანებლად გაიხადა და ავგუსტას ტიტული უბოძა.

16 წლისა იყო ქალწული, ხელისუფლება რომ აიღო ხელში და ბერძნული სახელმწიფოს მართვა დაიწყო.

პულქერიას მამაკაცური სიბრძნე მთელი მაშინდელი სამყაროს განცვიფრებას იწვევდა - ეს სიბრძნე ღმერთმა მიმადლა დედოფალს თავისი უბიწო ცხოვრებისათვის. იგი ხომ უქორწინებელი დარჩა ღვთის სიყვარულსა და ქვეშევრდომებზე ზრუნვას გადაყოლილი.

გონიერი ასული ფიქრობდა, - რომ დავქორწინდე, ძმასა და ქმარს შორის შუღლი არ ჩამოვარდესო, ამიტომაც ღმერთს მიაბარა თავი და სიკვდილამდე ქალწულად დარჩა.

ღვთისადმი შეწირული უბიწოების ნიშნად საკათედრო ტაძარში ძვირადღირებული საკურთხეველი დაადგმევინა, ოქროთი და ძვირფასი თვლებით ნატიფად მოოჭვილი. დედოფალმა თავის დებსაც არწმუნა, ქალწულება დაემარხათ. მათაც ღვთის წინაშე უბიწოების დაცვის აღთქმა დადეს, დასთან ერთად მარხვასა და ლოცვაში ატარებდნენ დღეებს და როგორც დედასა და დედოფალს, ისე ჰმორჩილებდნენ.

პულქერია იმპერატორ თეოდოსისაც დედის მაგივრობას უწევდა. ბერძნული და ლათინური ენების კარგი მცოდნე თავად განსწავლიდა ძმას. პულქერია ყრმა მეფისთვის ოდენ წიგნიერების მასწავლებელი არ ყოფილა, ზნეკეთილობაშიც მოძღვრიდა თეოდოსის: როგორ უნდა ესაუბრა, როგორ დაეჭირა თავი, როგორ დაესაჯა თუ შეეწყალებინა დამნაშავენი, ერთი სიტყვით, წურთიდა ყოველივეში, რაც კეთილ მმართველს ესაჭიროებოდა.

კეთილი თესლიც ურგებ მიწაზე როდი დაეცა - თეოდოსი ყველაფერში დის დამყოლი იყო. მისგან მიღებულმა აღზრდამაც ნაყოფი გამოიღო: სიყრმეში შესული მეფე სხვა მბრძანებლებს აღემატებოდა სიკეთით, სიმშვიდით, მოთმინებით, უბოროტობით, სიბრძნით, კეთილგანმსჯელობითა და მოწყალებით.

აღზრდის გარდა წმინდა პულქერიას ლოცვაც შეეწეოდა იმპერატორს. ქალწულმა იმპერატორმა ვლაქერნაში დიდებული ტაძარი ააგებინა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელზე, სხვაც ბევრი ააშენებინა ეკლესია-მონასტრები, გლახაკებსაც არ ივიწყებდა. მისი მზრუნველობით ბერძენთა სახელმწიფო მშვიდობაში ჰგიებდა, თუ მწვალებელთა შემოტევებს არ ჩავთვლით.

მალე თეოდოსი სიმწიფეში შევიდა და დაქორწინების დროც მოუვიდა. მისთვის ღირსეულ მეუღლეს ეძიებდა ნეტარი პულქერია. ამ დროს ათენიდან კონსტანტინოპოლს ერთი ქალწული ეწვია, სახელად ათენაიდა. წარმართი იყო, მაგრამ უმშვენიერესი იერსახის, კდემამოსილი და გონიერი. ის ათენის სახელგანთქმული ფილოსოფოსის - ლეონტის ასული იყო. მამას განესწავლა ასტრონომიაში, გეომეტრიასა და ყოველგვარ ელინურ სიბრძნეში, ისე, რომ ბევრ ბრძენს აჯობებდა ჭკუა-გონებით.

მისი კონსტანტინოპოლში ჩამოსვლის მიზეზი ის გახდა, რომ მამამისმა გარდაცვალებისას მთელი ქონება მის ორ ძმას - ვალერის და აეცის გაუნაწილა, მას კი არაფერი არგუნა ერთი-ორი ოქროს მონეტის გარდა. როცა ნათესავ-მეზობლებმა ლეონტის ამგვარი ქცევის მიზეზი ჰკითხეს, უპასუხა:

- მაგას თავისი სილამაზე და სიბრძნეც ეყოფაო!

მამის დანატოვარი ქონება ძმებმა მართლაც ისე გაინაწილეს, რომ დისთვის არაფერი მიუციათ. სწორედ ამის გამო ჩავიდა კონსტანტინოპოლს ათენაიდა.

წმინდა პულქერიამ ერთი შეხედვისთანავე შენიშნა მისი სილამაზე, ზნეკეთილობა და გონიერება და გადაწყვიტა, ძმაზე დაექორწინებინა. მაგრამ ჯერ ქრისტეს რწმენა ჩაუნერგა გონიერ ასულს, საკუთარი შვილივით დაიახლოვა. მხოლოდ ამის შემდეგ მიიჩნია მეფის ცოლობის ღირსად და შეაუღლა კიდეც თეოდოსის.

წმინდა ნათლისღებისას ევდოკია უწოდეს მეფის სასძლოს. ამ ქორწინებიდან ასული შეეძინათ მეფე-დედოფალს - ევდოკია, რომელიც შემდგომ რომაელი იმპერატორის - ვალენტინიანე III-ის თანამეცხედრე გახდა.

თეოდოსი და ვალენტინიანე იმპერატორების მეფობისას ნეტარი პულქერიას მეცადინეობით ეფესოში მოიწვიეს III მსოფლიო კრება უსჯულო ნესტორის წინააღმდეგ.

პულქერია უაღრესად მოშურნე კეთილმსახური გახლდათ. თავისი შეგონებებით სწორედ მან მოაქცია უკვე მწვალებლობისაკენ მიდრეკილი ძმა და ისევ მართლმადიდებლობაში განამტკიცა, რის გამოც წმიდა მამებისაგან არაერთი ქება დაიმსახურა.

მაგრამ გავიდა რამდენიმე წელი და ადამის მოდგმის მტერი ისევ აღდგა წმინდა პულქერიას წინააღმდეგ. ბოროტს ვეღარ დაეთმინა მისი ღვაწლი და სამეფო ტახტიდან და ხელისუფლებიდან მისი ჩამოშორება განიზრახა და მართლაც მოახერხა და მცირე ხნით დაატოვებინა ხელისუფლება ნეტარს.

განსაცდელი კი ასე დაიწყო: იმპერატორ თეოდოსის ერთი საჭურისი ჰყავდა, ქრისაფი, მეფის რჩეული მრჩეველი, ცბიერი, ბოროტი და ვერცხლისმოყვარე, მტერი წმინდა პროკლეს მემკვიდრე პატრიარქ ფლაბიანესი.

ფლაბიანემ პატრიარქობა თავისი კეთილმსახური და უბიწო ცხოვრებისათვის დაიმსახურა, ქრისაფი კი - მწვალებელი გახლდათ და ამიტომ არაფრად ეპიტნავებოდა ფლაბიანეს პატრიარქობა.

ცბიერ საჭურისს სურდა, რაიმე ბრალდება შეეთითხნა მღვდელმთავრის წინააღმდეგ და მოსთხოვა, - იმპერატორს ძღვენი მიართვი ახალაღსაყდრებული იერარქობის "საკურთხებლადო".

ფლაბიანემ წმიდა ფქვილისაგან რამდენიმე პური გამოაცხობინა და სასახლეში გაგზავნა. მაგრამ ქრისაფიმ ძღვენი უკან გააბრუნა და პატრიარქს ოქროს გამოგზავნა მოსთხოვა.

ფლაბიანემ ასეთი პასუხით გამოისტუმრა წარგზავნილები:

- ქრისაფიმ კარგად უწყის, რომ ეკლესიის ოქრო-ვერცხლი ღვთისაა და გლახაკების გარდა არავიზე არ გაიცემაო!

პატრიარქის ამ საქციელმა ქრისაფი კიდევ მეტად აამხედრა მის წინააღმდეგ. სულ რაღაც მიზეზს ეძიებდა მის დასაღუპად, მაგრამ ხედავდა, რომ კეთილმსახურ პულქერიას მტკიცედ ეჭირა პატრიარქის მხარე და ამიტომ ძნელი იყო, რაიმე ევნო.

ქრისაფიმ ახლა დედოფლის წინააღმდეგ იწყო მოქმედება: პულქერიასა და დედოფალ ევდოკიას შორის შუღლის გაღვივებას ცდილობდა და ლამობდა, მათი ურთიერთსიყვარული დაერღვია.

ამას ერთი გარემოებაც დაერთო: იმპერატორ თეოდოსის ჩვევად ჰქონდა, წაუკითხავად მოეწერა ხელი ქაღალდებზე. თავისი ჩვეული მზრუნველობით პულქერიამ გადაწყვიტა, მეფე ამ ნაკლისაგან გაეთავისუფლებინა, ამიტომ ისეთი სიგელი შეადგინა, რომელშიც ეწერა, რომ პულქერიას თხოვნით იმპერატორი მონად აძლევს მას თავის ცოლს და აცხადებს, რომ ამიერიდან მეფეს უკვე არანაირი ძალაუფლება აღარ გააჩნია დედოფალზე.

პულქერიამ სიგელი ძმას მიუტანა და ხელმოსაწერად დაუდო. მანაც, ჩვეულებისამებრ, წაუკითხავად მოაწერა ხელი და ბეჭედიც დაუსვა.

დედოფალმა სიგელი აიღო, თავისთან მიიწვია ევდოკია და სასიამოვნო საუბრებითა და პატივცემული მოპყრობით დიდხანს შეიქცია.

როცა იმპერატორმა ცოლის მოსაყვანად მსახურები გაგზავნა, პულქერიამ დედოფალი არ გამოუშვა, მეორედ წარმოგზავნილებს კი ღიმილით მიუგო: - იმპერატორს გადაეცით, რომ მას აღარანაირი ძალაუფლება აღარ გააჩნია ცოლზე, რადგანაც მხევლად მიბოძა თავისი საიმპერატორო ბრძანებითო!

შემდეგ თავად ეწვია ძმას და უთხრა: - შეხედე, რას იქმ, როცა წაუკითხავად აწერ ხელს ქაღალდებსო და ის სიგელი უჩვენა.

ასე მოხერხებულად აიძულა მეფე პულქერიამ, უფრო დაკვირვებული გამხდარიყო, განეხილა და წაეკითხა ის ქაღალდები, რომლებზეც ხელს აწერდა.

ქრისაფიმ ყური მოჰკრა თუ არა ამ ამბავს, მაშინვე დედოფალ ევდოკიას ეახლა და გააქეზა:

- როგორ გეპყრობა პულქერია, როგორ გამცირებს, ლამის მხევლად გაგიხადოს. კიდევ დიდხანს აპირებ ამის დათმენას? განა შენც მასავით დედოფალი არა ხარ? შენ უფრო ახლოს არა ხარ მეფესთანო?!

მსგავსი საუბრებით დედოფალი ისე წააქეზა, რომ ევდოკიამ მეფის დაყოლიება დაიწყო:

- შენს დას ძალაუფლება ჩამოართვი და სახელმწიფო მარტომ მართეო!

ცოლისა და ქრისაფისაგან ჩაგონებული მეფე ცოტაც და მათ ნებას დაჰყვებოდა, მაგრამ ერიდებოდა დის დამცირება.

საწადელს რომ ვერ მიაღწიეს, ევდოკიამ და ქრისაფიმ ახლა პატრიარქს სთხოვეს, პულქერიას დიაკონისას წოდება მიაღებინე თავისი წმინდა და უბიწო ცხოვრების გამოო.

იმ დროს ამგვარი ჩვეულება ჰქონდათ: ქალწულებს და ქვრივებს, თუნდაც თავისი ნების საწინააღმდეგოდ, აიძულებდნენ დიაკონისად ემსახურათ.

სწორედ ამ გზით უნდოდათ პულქერიას მტრებს დედოფალი ხელისუფლებას ჩამოეშორებინათ.

პატრიარქმა საიდუმლოდ შეატყობინა პულქერიას ამ ხრიკების შესახებ. პულქერია თავადაც კარგად ამჩნევდა ევდოკიასა და ქრისაფის მტრობას და ძმასაც რომ მიუხვდა ჩანაფიქრს, თავადვე დატოვა სამეფო ხელისუფლება, სასახლიდან წავიდა და თავის მსახურ ქალწულებთან ერთად განმარტოვდა. იქ მდუმარებაში აგრძელებდა კეთილმსახურ ცხოვრებას.

ამასობაში მწვალებელმა ქრისაფიმ მარჯვე დრო იგდო ხელთ თავისი ბოროტი განზრახვების სისრულეში მოსაყვანად. მეფე პატრიარქის წინააღმდეგ განაწყო და ღვთის ეკლესიასაც არეულობის ჟამი დაუდგა.

მართლმადიდებლობის დამცველი პულქერიას არყოფნით გათამამებული მწვალებლები უკვე უშიშრად დაპარპაშებდნენ, სანამ თავად ღმერთმა არ აუხილა იმპერატორს სულიერი თვალნი.

ბოლოს და ბოლოს, მეფე გონს მოეგო, შეცდომას მიხვდა, დარწმუნდა, რომ მისი მეუღლე უსამართლოდ იყო განაწყენებული პულქერიაზე და ქრისაფის ვერაგობაც შეამჩნია.

ერთხელ იმპერატორ თეოდოსის უზარმაზარი, უჩვეულოდ ლამაზი ვაშლი მიართვეს. მეფე ვაშლის სიდიდითა და სილამაზით მოიხიბლა და თავის მეუღლეს მიართვა საჩუქრად. დედოფალმა კი ვაშლი მეფის საყვარელ სენატორს - პავლინს გაუგზავნა, რომელიც იმ დროს ავად იყო.

პავლინმა არაფერი იცოდა ვაშლის მოგზაურობის შესახებ და მეფეს მიუძღვნა. უკან დაბრუნებული ვაშლი რომ იხილა, თეოდოსი დედოფალთან გაეშურა და ჰკითხა:

- სადაა, მე რომ ვაშლი გაჩუქე?

ევდოკიამ არ იცოდა, ვაშლი ისევ მეფეს რომ დაუბრუნდა და იცრუა:

- შევჭამე.

მაშინ მეფემ ვაშლი ამოიღო და ჰკითხა:

- ეს რაღაა?

ამ ამბის გამო საშინელი რისხვა დაატეხა ცოლს იმპერატორმა. იფიქრა, პავლინთან მღალატობსო და ეს უკანასკნელი კაბადოკიაში გადაასახლა, დედოფალს კი უბრძანა, თვალით აღარ დამენახოო.

ამასობაში ქრისაფის ვერაგობანიც შეიტყო, ურიცხვ ბოროტის-ქმნაში რომ მიუძღოდა ბრალი და ჯავრიც იყარა მასზე - ჯერ მამული ჩამოართვა, შემდეგ კი - გადაასახლა.

ასე დასაჯა ღმერთმა ქრისაფი წმიდა პულქერიას შეურაცხყოფისათვის. საჭურისი ზღვაში დაიხრჩო, ყოვლად უდანაშაულო პავლინს კი - იმპერატორის ბრძანებით გადასახლებაში მოჰკვეთეს თავი.

შემდგომში სიკვდილის პირას მყოფმა ევდოკიამ ფიცით დაამტკიცა თავისი და პავლინის უბრალოება.

ევდოკია ძლიერ დამწუხრდა, პავლინის მოკვდინების ამბავი რომ შეიტყო, დარდობდა, მისი გულისთვის უდანაშაულოდ რომ დაიღუპა ასეთი კეთილგონიერი და ღირსეული კაცი. ქმარს იერუსალიმში წასვლის ნებართვა გამოსთხოვა - წმინდა ადგილებს მოვილოცავო.

მეფის დასტური რომ მიიღო, წმინდა ქალაქს გაემგზავრა, იქ უხვი მოწყალება გასცა, ბევრი ტაძარი კეთილმოაწყო და მონასტრები გაამართვინა. იერუსალიმში დიდხანს დარჩა დედოფალი, სანამ განუწყვეტელი თხოვნა-მუდარით მეუღლეს გული არ მოულბო, წმინდა პულქერიასაც შეურიგდა და მშვიდობისა და დაურღვეველი სიყვარულის ნიშნად წმინდა ლუკა მახარებლის დაწერილი ღვთისმშობლის ხატი უძღვნა.

მეუღლე იერუსალიმს რომ გაისტუმრა, მეფემ წმინდა პულქერიას სთხოვა, მმართველობაში დაბრუნდიო, მაგრამ დედოფალს აღარ სურდა განმარტოებული ცხოვრების მიტოვება, ღვთისთვის მსახურებას ამჯობინებდა მრავალ ქვეყანაზე მბრძანებლობას.

მეფე კვლავ შეევედრა, ქვეყნის მართვაში დამეხმარეო და მანამ არ მოეშვა, სანამ საწადელს არ მიაღწია. წმინდა პულქერია დიდი პატივით დააბრუნეს სასახლეში. ისევ შეწყდა მწვალებელთა ატეხილი ქარიშხალი და ეკლესიაში სიმშვიდემ დაისადგურა.

ხანი გამოხდა და ევდოკიაც დაბრუნდა იერუსალიმიდან და თან წმინდა პირველმოწამე სტეფანეს ხელი ჩამოიტანა. დედოფალმა გზად ქალკედონში შეიარა. სწორედ იმ ღამით გამოეცხადა წმინდა სტეფანე პულქერიას და უთხრა:

- აი, შენი სურვილიც აღსრულდა, მე უკვე ქალკედონში ვარ!

პულქერია თეოდოსისთან ერთად უთენია გაემართა წმინდა პირველმოწამის ხელის შესაგებებლად.

იმპერატორი თეოდოსი 42 წლისა დასნეულდა. სიკვდილის მოახლოება რომ იგრძნო, პულქერიას გაანდო: ეფესოში წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძარში, ლოცვისას გამოცხადება მქონდა, რომ ჩემს შემდეგ ტახტის მემკვიდრეობას მეომარი მარკიანე მიიღებსო.

თეოდოსიმ დას სთხოვა, მარკიანესთვის ტახტზე ასვლისათვის შეეწყო ხელი.

მარკიანე გვარტომობით თრაკიელი გახლდათ, მეომრის ვაჟი და თავადაც უბადლო მეომარი, უკვე ასაკოვანი, გონიერი და კეთილი ზნის კაცი. ღვთისაგან სამეფოდ წინასწარგამორჩეულს უხილავი ხელი სასწაულებრივად იფარავდა სიკვდილისაგან.

ერთხელ ფილიპოპოლში მიმავალმა გზად ადამიანის გვამი ნახა. ცოტა ხნის მკვდარი უპატრონოდ ეგდო. მარკიანე შეჩერდა, გული თანაგრძნობით აევსო და გადაწყვიტა, მოწყალება გაეღო და მიწისათვის მიებარებინა მიცვალებული. საფლავს რომ თხრიდა, გზად მიმავალმა მგზავრებმა შენიშნეს და იფიქრეს, - თავის მოკლულს მარხავსო. დაიჭირეს და ქალაქში წაიყვანეს გასასამართლებლად.

არავინ იყო მისი უდანაშაულობის მოწმე, მარკიანეს ლიტონ სიტყვას კი არ დაუჯერეს და როგორც მკვლელს, სიკვდილი მიუსაჯეს.

ის იყო, განაჩენი სისრულეში უნდა მოეყვანათ, რომ ღვთაებრივი გამოცხადებით ნამდვილი მკვლელი აღმოაჩინეს. ამ უკანასკნელმა ზღო თავისი დანაშაული, მისაგებელი მიეგო თავისი საქმეებისათვის, მარკიანე კი პატივით გაუშვეს.

შემდეგ ის ბერძნულ ჯარში მსახურობდა ასპარის წინამძღოლობის ქვეშ. ვანდალებთან ომის ჟამს მარკიანე ტყვედ ჩავარდა. ის ვანდალების ბელადთან - ჰიზერიხთან მიიყვანეს. ერთხელ ჰიზერიხმა მოინდომა, ტყვეებისათვის დაეხედა. შუადღეს ამაღლებულ ადგილას ავიდა და იქიდან გადმოხედვისას მიწაზე მძინარე მარკიანე შენიშნა, რომელსაც თავს არწივი დასტრიალებდა.

ფრინველი დაბლა დაეშვა, ფრთები გაშალა და კარავივით გადააფარა მძინარეს, თითქოს მზეს უგრილობსო. ამის მხილველმა ჰიზერიხმა ტყვის მომავალი განჭვრიტა, თავისთან იხმო, სახელი და წარმომავლობა გამოჰკითხა და უთხრა:

- თუ სიცოცხლე, სიმრთელე და თავისუფლება გსურს, შემომფიცე, რომ სამეფო ტახტზე ასული ვანდალებთან არასოდეს იომებ და მუდამ მშვიდობა გექნება ჩვენთან.

მარკიანემ ჰიზერიხს აღუთქვა, რომ მართლაც შეუსრულებდა ამ სურვილს და ვანდალებმაც პატივით გამოისტუმრეს სამშობლოში.

ტყვეობიდან დაბრუნებულმა მარკიანემ ისევ საჩინო ადგილი დაიჭირა ბერძნულ მხედრობაში.

ერთხელ, სპარსელების წინააღმდეგ საომრად წასული გზაში დასნეულდა და ლიკიის ერთ ქალაქში - სიდინაში დარჩა. იქ კეთილმა ადამიანებმა შეიფარეს - ორმა ძმამ, ტიტიანემ და იულიანემ. მათ ისე შეუყვარდათ სტუმარი, რომ თან ჰყვებოდნენ და ცივ ნიავს არ აკარებდნენ.

გამოჯანმრთელდა თუ არა მარკიანე, ძმებმა ფრინველებზე სანადიროდ წაიყვანეს. როცა მოშუადღევდა და სიცხემ იმატა, დასვენება გადაწყვიტეს და ჩაეძინათ.

პირველად ტიტიანეს გაეღვიძა და როგორც ერთ დროს ჰიზერიხმა, მანაც იხილა უზარმაზარი არწივი, რომელიც კამარას კრავდა მარკიანეს თავზე და გაშლილი ფრთებით იფარავდა მზის მცხუნვარებისაგან.

ტიტიანემ სასწრაფოდ გააღვიძა ძმა და ორივენი გაკვირვებით შესცქეროდნენ ამ საოცარ სანახაობას. გამოეღვიძა მარკიანესაც. არწივი გაფრინდა, ძმებმა კი მეომარს უწინასწარმეტყველეს, შენ მეფედ იკურთხებიო და ჰკითხეს, ტახტზე რომ ახვალ, ჩვენ რით დაგვიმადლებ და რას გვიწყალობებო. მარკიანე დაჰპირდა:

- თუკი თქვენი წინასწარმეტყველება ახდება, შვილად მიგულეთ.

გადიოდა ხანი. მარკიანეს დიდება დღითი-დღე სულ უფრო და უფრო მატულობდა, რადგან თავად ღმერთი განადიდებდა მეფობისთვის წინასწარგამორჩეულს.

ამასობაში კეთილმსახური იმპერატორი თეოდოსი-უმცროსიც აღესრულა, მისმა მეუღლემ ევდოკიამ კი ისევ იერუსალიმს მიაშურა. იქ რამდენიმე წელი იც¬ხოვრა კეთილმსახურებაში და იქვე გარდაიცვალა. დედოფალი მისივე დაარსებულ წმინდა პირველმოწამე სტეფანეს სახელზე აგებულ ტაძარში დაკრძალეს.

თეოდოსის სიკვდილის შემდეგ წმინდა პულქერია დიდებულებსა და მთავარსარდლებს ეთათბირა და მეფედ მარკიანე შეარჩია, როგორც ღირსეული და ღვთისსათნო კაცი. ტახტზე ასულმა მარკიანემ სამეფო კარზე მიიწვია ორი ზემოთ ნახსენები ძმა - ტიტიანე და იულიანე, მაღალი წოდება მიანიჭა და ერთი თრაკიის მმართველად დაადგინა, მეორე კი ლიკიისა.

ფიცი ჰიზერიხსაც შეუსრულა და თავისი მეფობის დასასრულამდე მასთან მუდმივი ზავი ჰქონდა.

მარკიანეს გამეფების შემდეგ წმინდა პულქერიამ ისევ განმარტოებული ცხოვრება მოინდომა, მაგრამ ახლადარჩეული მეფე და მთელი სინკლიტი არ ეშვებოდნენ, შესთხოვდნენ, არ დაგვტოვო და სამეფოს მართვაში დაგვეხმარე, როგორც ბრძენი და მმართველობაში გამოცდილიო. ოღონდ დედოფლის ხელისუფლებაში დარჩენა შეუძლებელი იყო, თუკი იმპერატორს ცოლობაზე არ დასთანხმდებოდა.

პულქერია უარს იყო, მას ხომ ქალწულების აღთქმა ჰქონდა დადებული, მაგრამ მარკიანემ განუცხადა, რომ მასაც ხორციელი სიწმინდის დაცვა აღეთქვა უფლისათვის.

ასე რომ, წმინდა პულქერია ქორწინებაზე დაითანხმეს - თანაც ეკლესიას სჭირდებიო, მომრავლებული მწვალებლების გამოისობით სულ შფოთში რომ იმყოფებაო. ქორწილი შედგა, თუმცაღა, იმ პირობით, რომ დედოფალი სიცოცხლის ბოლომდე ქალწულად დარჩებოდა.

ამას მოითხოვდა როგორც ღვთისადმი დადებული აღთქმა, ასევე ორივე მეუღლის ბუნებითი კრძალულება და მათი ასაკოვნება: პულქერიას უკვე 51 წელი შესრულებოდა და არც იმპერატორი იყო ჭაბუკი.

ასე რომ, წმინდა პულქერიას იმპერატორის ცოლი კი ერქვა, მაგრამ სინამდვილეში დობას უწევდა, თანამეფობდა მთელი ეკლესიისა და მთელი სახელმწიფოს საკეთილდღეოდ. მარკიანეც, თუმცაღა მის ქმრად იწოდებოდა, ძმასავით ექცეოდა და მმართველობას ინაწილებდა მასთან, როგორც მეფის ტახტის მემკვიდრესთან.

ასე იხილვებოდა იმჟამინდელი საბერძნეთის სამეფო ტახტზე გამეფებული ქალწულებრივი სიწმიდე - ხელმწიფებდნენ სულითა და ხორცით უბიწო მეფე და ქალწულად შემონახული დედოფალი.

ქალწულებრივო ქორწინებავ! ასე იშვიათად ხილულო და გაგონილო! დაე, შენი შემყურე განცვიფრდეს ქვეყნიერება - უწმინდური ვნებების საბუდარი! დაე, სირცხვილეულ-იქმნენ ხორციელ გულისთქმათ და ტკბობათ აყოლილნი, როცა ამ კეთილმსახური სამეფო წყვილის ამბავს მოისმენენ, ანგელოზებრივი სიწმიდის ღირსნი რომ იქმნენ!

წმინდა დედოფლის მეცადინეობით ზემოხსენებული ეფესოს კრების გარდა ქალკედონის წმინდა მამათა კრებაც მოიწვიეს უსჯულო დიოსკორესა და არქიმანდრიტ ევტიქის წინააღმდეგ. პულქერია იმდენად მოშურნედ იცავდა მართლმადიდებლობას, რომ ზოგიერთი ჟამთააღმწერელი სწორედ მას მიაწერს ორივე კრებაზე სარწმუნოების დაცვას.

სულიწმიდა მყოფობდა პულქერიას სულსა და სუფთა გულში, როგორც თავის ტაძარში, ამიტომ იყო ასე კეთილმსახური და ბრძენი, რომ ღვთის სული აღავსებდა მას წმიდა ნიჭებით.

54 წელი იცოცხლა პულქერიამ. სიკვდილის წინ მთელი ქონება ეკლესიებს, მონასტრებსა და გლახაკებს დაურიგა და უფალს მიაბარა სული, რომელსაც მთელი გულით ემსახურა.

წმინდა პულქერიას ხსენებას წმინდა ეკლესია კიდევ ორგზის ზეიმობს: 7 აგვისტოს და 17 თებერვალს.
უფალო, მისი ლოცვით ნუ მოგვაკლებ ცათა სასუფეველს, ამინ!
............

აქვე წაიკითხეთ:

წმინდა დედოფალნი: ირინე (+803) და პულქერია (+453) - 07 (20) აგვისტო

წმინდა მარკიანე და წმინდა პულქერია (V) - 17 თებერვალი (2 მარტი ან 1 მარტი - ნაკიან წელს)



ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler