წმინდა კეთილმსახური დედოფალი ირინე, მონაზვნობაში ქსენია (+1134) - 13 (26) აგვისტო
წმინდა კეთილმსახური დედოფალი ირინე, მონაზვნობაში ქსენია (+1134) - 13 (26) აგვისტო
წმინდა ირინე XI-XII საუკუნეების მიჯნაზე ცხოვრობდა. იგი უნგრეთის მეფის ლასლოს ქალიშვილი იყო. ირინე სიყმაწვილიდანვე როგორც ხორციელი სილამაზით, ისე სათნოებებით გამოირჩეოდა: გახლდათ თავმდაბალი, კეთილი, მოწყალე გლახაკთა და ქვრივ-ობლების მიმართ. თვრამეტი წლისა გააგზავნეს კონსტანტინოპოლში, სადაც ის იმპერა¬ტორ ალექსი I კომნენოსის ვაჟს იოანე II-ის (1105 წ.) ცოლად აირჩიეს. მან მეფეს რვა შვილი გაუჩინა. მას მერე რაც დედოფალი გახდა, სასახლეშიც არ დაუტევებდა მარხვასა და ლოცვას და მუდმივად ფსალმუნის სიტყვებს იმეორებდა: "რამე სარგებელ არს სისხლთა ჩემთაგან, შთა-თუ-ვიდე მე განსახრწნელსა? მიწამან ნუ აღგიაროსა შენ, ანუ უთხრასა ჭეშმარიტებაჲ შენი?" (ფს.29.10) მას არ უყვარდა თავისი ძალაუფლების გამოჩენა და მუდმივად მონასტრების და ღვთივსათნო დაწესებულებების დახმარებაზე ზრუნავდა.

მან სხვა სავანეებთან ერთად, არქიტექტორ ნიკიფორეს დახმარებით დააარსა ქრისტე ყოვლისმპყრობელის (პანტოკრატორი) დიდებული მონასტერი. სადაც პანტოკრატორის ეკლესიისა და 80 მონაზონზე კელიების გარდა, ქალებისთვის აღმართა მეორე ეკლესია მოწყალე ღვთისმშობლისა (ელეუსა). მონასტერში იყო საავადმყოფო 50 კაცზე, სადაც ერისკაცი ექიმები მუშაობდნენ, აქვე იყო 80 კაცზე გლახაკთა თავშესაფარი, სამკურნალო, სადაც ქალაქის მცხოვრებლები მოდიოდნენ. ცოტათი მოშორებით ლეპროზორიუმი მდებარეობდა. ეკლესია გამშვენდა ოქროსა და იშვიათი ხარისხის მარმარილოების მოზაიკით. ტაძარში დასვენებული იყო წმინდანთა ნაწილები. პანტოკრატორის მონასტერმა გაუძლო საუკუნეებს და დღემდე მოაღწია თავისი დიდებულებით.

იმისთვის, რომ სამუშაო დაესრულებინა, რომელსაც დი¬დი ხარჯები სჭირდებოდა და ქველმოქმედებისთვისაც სახსარი დარჩენოდა, ღვთისმოსავმა ირინემ მოჰკიდა ქმარს ხელი, შეიყვანა მონასტრის მთავარ ტაძარში, და უთხრა: "მიიღე ეს ეკლესია შენთვის ღვთის შეწევნით აშენებული". მერე კი დაემხო მიწაზე და მანამდე არ წამოდგა, ვიდრე ქმარი არ დაჰპირდა თანხის გაღებას, რომელმაც ეს მონასტერი დედაქალაქში უდიდესი გახადა. წმინდა იოანემ პანტოკრატორს სხვადასხვა ოლქებში დიდი მიწები შესწირა და მას დაუქვემდებარა დედაქალაქის აზიურ ნაწილში მდებარე ექვსი მონასტერი.

სამუშაო ჯერ არ იყო დასრულებული, რომ ღვთისმოსავი დედოფალი ქრისტე ყოვლისმპყრობლის ზეციურ სასახლეში გადასახლდა და სიკვდილის წინ ქსენიას სახელით მონაზვნად აღიკვეცა (1134 წ.). მისი ცხედარი მონასტრის საძვალეში დაკრძალეს. შემდგომში იქვე დაიკრძალა იმპერატორი და სხვა მნიშვნელოვანი პირები.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა ამბროსი მედიოლანელი 340 წელს დაიბადა იტალიის ქალაქ ტრირში, სადაც ცხოვრობდნენ მისი მშობლები.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat