გარდამოცემით, მართალი ვერონიკა, სწორედ ის სისხლმდინარე დედაკაცი იყო, რომელიც მაცხოვრის სამოსის კიდესთან შეხებით განიკურნა:
"და აჰა, ესერა, დედაკაცი ვინმე, რომელი იყო სისხლისა დინებასა ათორმეტ წელ, მოუჴდა ზურგით და შეახო ფესუსა სამოსლისა მისისასა. რამეთუ იტყოდა გულსა თჳსსა, ვითარმედ: შე-ხოლო თუ-ვახო სამოსელსა მისსა, ვცხოვნდე. ხოლო იესუ მიექცა, იხილა იგი და ჰრქუა მას: ნუ გეშინინ, ასულო, სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ. და განიკურნა დედაკაცი იგი მიერ ჟამითგან" (მათე 9,20-22).
მადლიერების ნიშნად მან მაცხოვრის ბრინჯაოს ქანდაკება შეაქმნევინა, სადაც უფალი ხელს უწვდიდა მის წინ მუხლ-მოდრეკილ დედაკაცს. ქრისტეს ფეხთქვეშ, პოსტამენტზე კი წაეწერათ: "ქრისტეს, სოფლის მაცხოვარს". ქანდაკების წინ იზრდებოდა მცენარე, რომელიც ყოველგვარ სნეულებისგან კურნავდა ადამიანებს. ქანდაკება ვერონიკამ თავისი სახლის წინ, ეზოში დადგა, რათა გამვლელებს გაეხსენებინათ და თაყვანი ეცათ ღმერთკაცისთვის. დარჩენილი სიცოცხლე ვერონიკამ ღვთივსასურველად განვლო და მშვიდად აღესრულა. ერთ-ერთი ლათინური გარდამოცემით, როცა უფალს გოლგოთაზე ჯვარი მიჰქონდა, ამ დროს ვერონიკა იერუსალიმში იყო და ესწრებოდა მაცხოვრის ვნებას. როცა მაცხოვარი დაეცა, მან მიირბინა უფალთან, წყალი შეასვა და სახე პირსახოცით მოსწმინდა. შინ მისულმა აღმოაჩინა, რომ პირსახოცზე მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი აღბეჭდილიყო, რომელიც ედესის ხატისგან იმითაც განსხვავდება, მასზე მაცხოვარს ეკლის გვირგვინი ადგას. ეს ხელთუქმნელი ხატი შემდგომში რომში მოხვდა. ერთ-ერთი უძველესი აპოკრიფის "პილატეს აქტების" მიხედვით, ვერონიკა ის სისხლმდინარე დედაკაცი იყო, რომელსაც სახარება იხსენიებს. მას ქრისტეს გამოსახულება ჰქონდა, რომელიც რომში იმპერატორ ტიბერიუსს აჩვენა. მისი გარდაცვალების შემდეგ ეს ძვირფასი გამოსახულება წმინდა კლიმენტის გადაეცა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი